დაძაბული მატჩი საბერძნეთთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც საბერძნეთში იმყოფება პირველ ამხანაგურ მატჩში, მძიმე ბრძოლაში 34-32 დამარცხდა საბეძნეთთან. მთელი მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა და ანგარიშიც რამდენჯერმე გათანაბრდა, ასევე არ ყოფილა განსაკუთრებულად დიდი სხვაობა რომელიმე გუნდის სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში, თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ხოლო MIKRA 3 არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა მრავალი ლამაზი მომენტი იხილა.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 17-14 დათმო, თუმცა მეორე ტაიმში მკვეთრად გამოასწორა შეტევა, რომელშიც მეტწილად გამოირჩეოდნენ გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე და გიორგი ლაპიაშვილი. ასევე კარგი თამაში ქონდა გიორგი დიხამინჯიას, თემო ორჯონიკიძეს და ირაკლი კბილაშვილს, რომელიც გუნდს სალონიკში შეუერთდა.

თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიშიც გაათანაბრა (28-28), თუმცა მასპინძლები მთელი თამაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მათ დაძაბულ ბრძოლაში 34-32 იმარჯვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ მეორე თამაშს გამართავს მასპინძლებთან, რომელიც თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მისამართი: Terma Neas Krinis GR 55132- KALAMARIA / THESSALONIKI

📌 ჩვენი გუნდის პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply