ukr

მამაცაშვილის ენდშპილი. 30-30

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სტუ-ქარიშხალამ 35-28 მოუგო პეგასს, პირველი ქულა მოიპოვა გორის გუნდმა, ვინც ფრედ, 30-30 ეთამაშა თელავის იმედს. 23 თებერვლიდან ხელვაჩაურში მე-8-10 ტურის მატჩებს გამართავს დასავლეთის ოთხეული – ბათუმი, ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო. პირველივე დღეს ლიდერთა მატჩია, ბათუმი-ქუთაისი.

ჯერჯერობით კი ლიდერობს ქარიშხალა, რომელმაც ბოლოს 3 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში უდანაკარგოდ გაიარა და 4-4 ქულით გაუსწრო ოთხეულისთვის ბრძოლაში კონურენტებს, იმედსა და პეგასს. პეგასს ქარიშხალასთან აკლდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც წინადღით, იმედთან მატჩში დაშავდა. ამის მიუხედავად, ტიტე კალანდაძის გუნდმა მხნედ დაიწყო. მე-15 წუთისთვის მარჯვენა გარემარბ გიორგი დიხამინჯიას, ძირითდად სწრაფი გარღვევებიდან, 7 გატანილი გოლი დაუგროვდა, პეგასი კი წინ იყო – 13-9. 

მაგრამ სტუ-მ გაამკაცრა დაცვაში თამაში და ტაიმი 16-15 მოიგო, მეორეში კი პეგასის ახალგაზრდულ გუნდს ნელ-ნელა გამოელია როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური რესურსი, რადგანაც ულიდეროდ თამაშობდა. ბექა ორჯონიკიძისა და გიორგი ქობელაშვილის გუნდმა ნელ-ნელა გაზრდა სხვაობა და საბოლოოდ 7 ბურთით მოიგო, საუკეთესოები კი იყვნენ მეკარე ხანდოლიშვილი და უკანახაზელი გიგი ფერაძე, 10 გოლით.

პირველი ქულა მოიპოვა გორმა. გორელები, ტრადიციულად, დაწინაურდნენ დასაწყისში და, ისევე როგორც წინა მატჩებში, ბოლოსკენ ჩამორჩენა დაიწყეს, მაგრამ, ამ მატჩის დაბოლოება  გამორჩეული გამოდგა. გორი ოთხი ბურთით აგებდა, მაგრამ ზედიზედ რამდენიმე  ბურთი მოიგერა მეკარე ვათიაშვილმა, იმედს კი ზედიზედ გაუძევეს ორი მოთამაშე – სხვაობაც ერთი ბურთი იყო დარჩენილი, მაგრამ უკვე ანგარიშის გასათნაბრებლად წასულმა გორელებმა შეტევა იჩქარეს და ორიოდ წუთში იმედმა ოთხბურთიანი უპირატესობა აღდგინა – 30-26. დარჩენილი იყო ორწუთნახევარი, რაც, თეორიულად, მოგებული ენდშპილია, მაგრამ მწვრთნელმა მამაცაშვილმა ბოლო საშუალებას მიმართა – პერსონალურ დაცვას მთელ მოედანზე. შედეგი ასეთი იყო: ტარუაშვილი, 58:10, 27-30. ზუბიაშვილი, 58:37, 28-30. გაგლოშვილი, 59:05, 29-30.

იმედმა ბოლო შეტევაში ვერ გაიტანა და დასრულებამდე 11 წამით ადრე თამაზ ტარუაშვილმა მარცხენა კუთხეში მიიღო ბურთი და შვიდმეტრიანი დაიმსახურა, თორნიკე გაგლოშვილმა კი გაათანაბრა – 30-30! დაკარგული ქულის მიუხედავად, თელავის იმედმა მაინც გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე, რადგანაც პეგასთან უკეთესი პირადი ბალანსი აქვს.

ვიდეო: გორი – იმედი თელავი, დაბოლოება: https://www.youtube.com/watch?v=JEAQ8wgQVzs&feature=youtu.be&t=1h18m35s

ხელვაჩაურიდან ყველა მატჩის საყურებელი ბმული, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაიდება ხელბურთის ფედერციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF. იქვე იქნება ყველა მატჩის ჩანაწერი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

8-10 ტურები. თბილისი, ოლიმპიური სასახლე, 20-22 თებერვალი

22 თებერვალი

გორი – იმედი თელავი 30-30

გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 8, ტიელიძე 7, ტარუაშვილი 5, ზუბიაშვილი 5, ახალბედაშვილი 3, მურადაშვილი 2,  ნიაზაშვილი, იაშვილი

იმ: ცინცაძე, ლორია, ხარაიშვილი – ბაინაზიშვილი 9, იობაშვილი 7, გიორგაძე 4, ყორიაული 3, ბაჯალაძე 3, მაისაშვილი 1, ცხვარაშვილი 1, აბჟანდაძე 1, ცისკარიშვილი 1, მიქავა

პეგასი – სტუ-ქარიშხალა 28-35

პეგ: ი. დიხამინჯია – გ. დიხამინჯია 10, კალანდაძე 5, ლაპიაშვილი 3, გოგავა 3, ზარნაძე 2, კაჭკაჭაშვილი 2, ქათამაძე 2, კუხალაშვილი 1, კახოშვილი

სტუ: ხანდოლიშვილი – გ. ფერაძე 10, არსენაშვილი 8, კობახიძე 7, ჯორბენაძე 4, მამულაშვილი 2, ზ. ფერაძე 2, თიგიშვილი 2, კარტოზია, ასაბაშვილი

მსაჯები: ა. კოვალჩუკი, ი.კოვალჩუკი (მლდ), ტექ. დელეგატი: ლ. გელაშვილი

სამდივნო: ლ. ზაქარიაძე, ლ. მამაგეიშვილი

20 თებ. იმედი თელავი – სტუ-ქარიშხალა 23-26 გორი – პეგასი 34-36

21 თებ. სტუ-ქარიშხალა – გორი 45-39, პეგასი – იმედი თელავი 20-24

ხელვაჩაურის სპორტის სასახლე. 8-10 ტურები, დასავლეთი

23 თებერვალი

14:00 ქუთაისი – BSB ბათუმი

16:00 წყალტუბო – სამტრედია

24 თებერვალი

14:00 BSB ბათუმი – წყალტუბო

16:00  სამტრედია – ქუთაისი

25 თებერვალი

12:00 წყალტუბო – ქუთაისი

14:00 სამტრედია – BSB ბათუმი

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

სტუ-ქარიშხალა—-10—7—1—2–335-286-15

BSB ბათუმი———7—6—0—1–265-202-12

ქუთაისი————-7—6—0—1–253-215-12

იმედი თელავი—–10—5—1—4–310-278-11

პეგასი—————10—5—1—4–358-323-11

სამტრედია———-7—2—0—5–232-257–4

წყალტუბო———-7—1—0—6–211-335–2

გორი—————-10—0—1—9–350-418–1

11-14 ტურები: 13-16 მარტს, თბილისში

21 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გავა ფინალურ ოთხეულში

არენა 1, 1-3 ტური

18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39

19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27

20 დეკ. იმედი თელავი-გორი 44-35, სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30

ზესტაფონი, 1-3 ტური

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30

გლდანი, 4-7 ტური

3 თებ. ბათუმი – იმედი თელავი 25-22, სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 24-30

სამტრედია – გორი 33-30, პეგასი – წყალტუბო 54-27

4 თებ. გორი – ბათუმი 38-45, წყალტუბო – სტუ ქარიშხალა 21-47

იმედი თელავი – სამტრედია 40-30, ქუთაისი – პეგასი 35-33

5 თებ.  იმედი თელავი – წყალტუბო 43-29, ქუთაისი – გორი 49-36

სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 36-28, ბათუმი – პეგასი 30-34

6 თებ. გორი – წყალტუბო 34-37, იმედი თელავი – ქუთაისი 25-31

პეგასი – სამტრედია 40-31, სტუ-ქარიშხალა – ბათუმი 24-31

Leave a Reply