gnhf-rrr

ლიდერის პირველი დანაკარგი

სენაკსა და თბილისში გაგრძელდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში გოგონათა შორის. პირველი ქულა დაკარგა ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა, რომელმაც ფრედ, 10-10 ითამაშა სამტრედიის გუნდთან. 

ამ მატჩებით აღმოსავლეთისა და დასვლეთის ოთხეულებმა ერთმანეთში 2 წრე გაასრულეს და, რადგანაც, დასავლეთში 5 გუნდია და აღმოსავლეთში – 4, დასავლეთის ხუთეულს ჯერჯერობით 2 მატჩით მეტი აქვს. აღმოსავლეთ-დასავლეთის პირველი საერთო ტური ნოემბრის მესამე დეკადაში გაიმართება თბილისში და ცხრილიც მეტად დალაგდება. ჯერჯერობით, დაკარგული ქულებით მეორე-მესამე ადგილებზე არიან ქარიშხალა და ყვარელი, შემდეგ მოდის შარშანდელი ჩემპიონი აჭარა, შემდეგ – პეგასი და სამტრედია.

12-14 ნოემბერს სენაკის სპორტის სასახლეშივე დაიწყება ქალთა ეროვნული ჩემპიონატიც და პირველ მატჩებს ჩაატარებს დასავლეთ საქართველოს 4 გუნდი – ფოთი, აჭარა, წყალტუბო და სამტრედია. მამული, ქარიშხალა, პეგასი და ყვარელი შეჯიბრებაში ნოემბრის ბოლოს ჩაერთვებიან.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 17 წლამდე

10 ნოემბერი, არენა 2

პეგასი – ყვარელი 16-18

მამული – ქარიშხალა 26-32

ყვარელი – მამული 26-14

მსაჯები: ი. ჭკუასელი – ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე – გ.სურმავა

11 ნოემბერი, სენაკი

წყალტუბო – აჭარა 9-21

ბსბ ბათუმი – სამტრედია 7-15

ფოთი – წყალტუბო 14-11

აჭარა – ბსბ ბათუმი 24-9

სამტრედია – ფოთი 10-10

მსაჯები: შ. სტურუა, გ. გველესიანი, ი. ჭკუასელი

——————თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ

ფოთი———–8—7—1—0—131-91–15

აჭარა————8—6—0—2–161-103–12

ყვარელი——–6—4—1—1—115-86—9

სამტრედია—–8—4—1—3–124-106—9

ქარიშხალა—–6—4—1—1–149-133—9

პეგასი———–6—3—0—3–116-104—6

ბათუმი———8—1—1—6—80-131—3

წყალტუბო—–8—0—1—7—82-147—1

მამული———6—0—0—6—97-154—0

Leave a Reply