EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ლიდერის პირველი დამარცხება

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატზე ქუთაისმა პირველი დამარცხება აგემა ტექნიკურ უნივერსიტეტს, 34-31, ხოლო სამტრედიამ დაამარცხა ქარიშხალა – 44-40. 11 და 12 თებერვალს ჩემპიონატი თბილისში გაგრძელდება.  

ტექნიკურ უნივერსიტეტს ქუთაისთან დააკლდა ძირითადი შვიდეულის ორი ტრავმირებული მოთამაშე, არსენაშვილი და ორჯონიკიძე. ქუთაისი 12-10 იგებდა 23-ე წუთზე, მაგრამ ოსიყმაშვილმა და ჯორბენაძემ გაათანაბრეს, შემდეგ კი ორწუთიანში წავიდა ქუთაისელი კობახიძე. აქ ზედიზედ სამი ბურთი მოიგერია მასპინძლების მეკარე სამყურაშვილმა, რამაც საშუალება მისცა ქუთაისს, მოეგო პირველი ტაიმი გიორგი კვერნაძის გოლისა და საგოლე პასის შემდეგ – 15-13.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუ 5-1 დაცვაზე გადადის, უკვე ტორონჯაძემ იღებს ზედიზედ სამ დარტყმას და მამია კობახიძე და სამიტაშვილი  სტუმრებს აწინაურებენ, 18-16, 37-ე წუთი, თუმცა, სამ წუთში ისევ ფრეა – 19-19, ხოლო შემდეგ ირაკლი კბილაშვილი ურტყამს ორჯერ – 22-20, ქუთაისი იგებს და ირაკლი კეკელიძე იღებს ტაიმაუტს. რჩება 17 წუთი.   

45-ე წუთზე სხვაობა უკვე 4 ბურთია – 24-20 და სამყურაშვილი ყველაფერს იჭერს. თბილისელები ვერ სარგებლობენ ვერც კვერნაძის გაძევებით და კიდევ ორ ბურთს უშვებენ – 26-20, დარჩა 12 წუთი.  სირენამდე 10 წუთით ადრე ანგარიშია 28-22 და უკვე ალეკო ბოყოჩაძე იღებს პროფილაქტიკურ წუთშესვენებას.

თბილისელთა დაცვა მკაცრდება ჯერ 4-2, შემდეგ 3-3. ჭელიძე და კობახიძე სხვაობას ამცირებენ.  სტუ სამჯერ უახლოვდება მეტოქეს სამ ბურთამდე, მაგრამ აქ გადამწყვეტი აღმოჩნდება კარლო მათნაძის ორი ზუსტი დარტყმა, შემდეგ კი ორი გოლი კბილაშვილსაც გააქვს და 13 გოლით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხდება. ქუთაისი იგებს, 34-31.

სამტრედია მე-14 წუთისთვის 10-12 აგებდა ქარიშხალასთან, მაგრამ ტაიმი 17-15 მოიგო, მერე კი 5-6 ბურთით წინ იყო, სანამ დასრულებამდე 7 წუთით ადრე თბილისელებმა ორამდე არ დაიყვანეს სხვაობა – 36-38, მაგრამ ბოლო წუთებში სამტრედიელებმა ისევ იძალეს – 44-40 და იქამდე, სანამ ბათუმი ითამაშებს, მეორე ადგილზეც გადაინაცვლეს.

11-12 თებერვალს 4 მატჩს უმასპინძლებს თბილისის სპორტკომპლექსი არენა და პირველი წრე ამით დასრულდება. სტუპირველ წრეს მაინც პირველ ადგილზე დაასრულებს, რადგანაც უარეს შემთხვევაში პირადი მოგებით აჯობებს ბათუმს.  შეჯიბრება განახლდება მარტში. მეორე წრის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საჩემპიონო რბოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

13 თებერვალს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. შეჯიბრება გაიმართება თბილისში, 8-10 აპრილს (სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძნეთი – ფინალურ ეტაპზე გადის ერთი გუნდი).

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

10 თებერვალი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

სამტრედია-ქარიშხალა 44-40

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – თევზაძე 11, ხაჟომია 11, სიმონია 9, გოგოლაძე 7, ვ. ზურაბიანი 3, გიორგაძე 2, ნიკურაძე 1, ცხვარაძე, ანტონოვიჩი, გეგია   

ქარ: ხანდოლიშვილი – ზ. ფერაძე 14, ბულბულაშვილი 10, გ. ფერაძე 4, საჯაია 4, ჭინჭარაძე 3, მამულაშვილი 3, შევჩენკო 2, ასაბაშვილი

ქუთაისი-სტუ 34-31

ქუთ: სამყურაშვილი – კბილაშვილი 13, კვერნაძე 6, მათნაძე 6, გრიშიკაშვილი 4, რუსტამოვი 3, ჩიხლაძე 2, უ. კობახიძე, ჯუღელი   

სტუ: ტორონჯაძე – ჭელიძე 9, მ. კობახიძე 7, ოსიყმაშვილი 5, ჯორბენაძე 5, სტურუა 3, სამიტაშვილი 2,  ბაზანოვი , ზაალიშვილი

მსაჯები:ა. ნოვიკოვი, რ. პერეპელიცა (უკრ)

ტექნიკური დელეგატი:მ. ჩიხლაძე,მეთვალყურე:ი. ჭკუასელი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ———–7—6—0—1—251-221-12

სამტრედია—7—5—0—2—271-223-10

BSB ბათუმი–5—4—0—1—172-146–8

ქუთაისი——7—4—0—3—239-246–8

პეგასი———5—3—0—2—164–172–6

ქარიშხალა—-7—2—0—5—254-269–4

თელავი——-5—0—0—5—141-159–0

ფოთი———5—0—0—5—176-233–0

11 თებერვალი, თბილისი, არენა

14:00 პეგასი-ფოთი, 16:00 იმედი თელავი-ბათუმი

12 თებერვალი, თბილისი, არენა

13:00 პეგასი-ბათუმი, 15:00 იმედი თელავი-ფოთი

Leave a Reply