gnhf-rrr

კუნელაშვილის პირველი გოლები გერმანიაში

ქალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი ქეთი კუნელაშვილი თურქეთის არდაშენიდან გერმანიის ობერ-ეშბახში გადავიდა და უკვე ჩაება ამ ქვეყნის ქალთა მესამე ლიგის ჩემპიონატში. 

20 წლის კუნელაშვილმა წინა სეზონში თურქეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იქამდე კი ერთი სეზონი ესპანეთის გრანოლერსის ახალგაზრდულ გუნდში გაატარა.

გერმანიაში სამი პროფესიონალური ლიგაა: ბუნდესლიგა (14 გუნდი), მეორე ბუნდესლიგა (16), შემდეგ კი მოდის ქალთა მესამე ლიგა, რომელიც ოთხ რეგიონულ ჯგუფადაა დაყოფილი თითოში 12 გუნდით. ობერ-ეშბახი, რომელიც ქალაქ ბად ჰომბურგს წარმოადგენს, აღმოსავლეთის ლიგაშია. სეზონის ბოლოს ოთხი რეგიონის აუკეთეო გუნდები ბრძოლას მეორე ბუნდსლიგის 3 საგზურისთვის გააგრძელებენ.

ჩემპიონატი უკვე დაიწყო. ობერ-ეშბახმა პირველ ტურში უმასპინძლა ქალაქ ხემნიცის გუნდს და უჩვეულოდ პატარა ანგარიშით, 12-19 დამარცხდა. ამ თორმეტიდან 5 გოლი გაიტანა კუნელაშვილმა, რომელიც ჩვეულ, მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობს.  მეორე ტურში, 21 სექტემბერს, ობერ-ეშბახი სტუმრად თამაშობს როდგაუ ნიდერ-ოდენთან.

Leave a Reply