ukr

კილი მეოთხედფინალშია

გერმანიის კილმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა.

12 ტური, მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-12/1877867

B  ჯგუფში კილმა 29-28 დაამარცხა უნგრეთის ვესპრემი და 20 ქულა დააგროვა. მისი დაწევის შანსი მხოლოდ ვესპრემს (16 ქულა) დარჩა, მაგრამ გერმანულ კლუბთან ორივე თამაში წაგებული აქვს. ამ ჯგუფიდან მერვედფინალში გასვლა გაინაღდეს ვესპრემმა, მონპელიემ, კელცემ და ვარდარმა, ხოლო ბოლო საგზურისთვის იბრძოლებენ პორტუ და მეშკოვ ბრესტი, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთში თამაშობენ. 

A ჯგუფში ბარსელონამ 32-23 მოუგო ზაგრებს და 22 ქულით ლიდერობს. ტურის მთავარი მატჩი გამართა უნგრეთში, სადაც სეგედი 15-21 აგებდა პარი სენ-ჟერმენთან, მაგრამ 32-29 გაიმარჯვა და 20 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა. გამორიცხული არაა, ჯგუფის გამარვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვეს მას შემდეგ, რაც ბარსა სეგედს უმასპინძლებს. აქ მერვედფინალში გასვლა გარანტირებული აქვთ სეგედს, პარი სენ-ჟერმენს, ოლბორგსა და ფლენზბურგს. ბოლო საგზურის მთავარი პრეტენდენტია სლოვენიის ცელიე, რომელიც 3-3 ქულით უსწრებს ნორვეგიის ელვერუმსა და ხორვატიის ზაგრებს.

ბოლოსწინა, მე-13 ტური 19 თებერვალს იწყება.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 201920კაცები. ჯგუფური ეტაპი

12 ტური: 12-16 თებერვალი. თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

A ჯგუფი: ბარსელონა 22 – სეგედი 20, პსჟ 18, ოლბორგი 13, ფლენზბურგი 11, ცელიე 6 – ელვერუმი 3, ზაგრები 3

ელვერუმი (ნორ) – ფლენზბურგი (გერ) 28-34

ბარსელონა (ესპ) – ზაგრები (ხორ) 32-23

პალმარსონი, ტომასი 6 – ბოზოვიჩი 6

ოლბორგი (დან) – ცელიე (სლნ) 28-24

სეგედი (უნგ) – პარი სენ ჟერმენი (საფ) 32-29

კანელასი 10, შოშტარიჩი 7, მაკედა 5 – ჰანსენი 7, რემილი 6

B ჯგუფი: კილი 20 – ვესპრემი 16, მონპელიე 15, კელცე 14, ვარდარი 11, პორტუ 10 – ბრესტი 6, ზაპოროჟიე 4

კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 29-28

ეკბერგი 8, პეკელერი 7 – ბოროზანი, ნილსონი 5

კელცე (პოლ) – პორტუ (პორ) 30-25

მონპელიე (საფ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 30-26

დესკა 11, რიშარსონი 6 – ბარანაუ 5

ვარდარი (მკდ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 38-28

13 ტური: 19-23 თებერვალი

CD ჯგუფები. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად

ვისლა პლოცკი – ბიდასოა ირუნი: 22, 29 თებერვალი

სპორტინგი – დინამო ბუკურეშტი: 22 თებერვალი, 1 მარტი

Leave a Reply