gnhf-rrr

თელავის იმედმა ადგილი შეინარჩუნა

სპორტკომპლექს არენაში გაიმართა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის გადასასვლელი ტურნირი. უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილზე გასულმა თელავის იმედმა დაამარცხა პირველი ლიგის პრიზიორები – წყალტუბოს პრომეთე (49-36) და რუსთავი (40-28) და 2016-17 სეზონისთვის უძლიერეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 

უნდა ეთამაშა 4 გუნდს, მაგრამ უმაღლესში მე-8 ადგილზე გასულმა ფოთის ოქროს ვერძმა თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რადგანაც დაფინანსება ვერ მიიღო ქალაქის მერიიდან და ლიგაში ადგილი დაკარგა.

ამგვარად, 2016-17 სეზონში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს 8 გუნდი: ბათუმი, სამტრედია, სტუ, ქუთაისი, პეგასი, ქარიშხალა, თელავის იმედი და პირველი ლიგის გამარჯვებული, გორი.  დანარჩენი გუნდები პირველ ლიგას დააკომპლექტებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, 2015-16

გადასასვლელი ტურნირი. კაცები, არენა 1

თამაშდება უმაღლესი ლიგის ერთი საგზური (ფოთი გამოეთიშა)

29 მაისი. რუსთავი – წყალტუბო 32-31

რუს: ჯანგიძე, დავითაშვილი – მძელური 13, რ. შეყელაშვილი 10, მენაბდიშვილი 6, მუქთიაშვილი 2, კიკნაძე 1, ეძგვერაძე, თაბაგარი, გავაშელიშვილი, ბ. შეყელაშვილი, ჩუთლაშვილი, ვარამაშვილი, ჩუბინიძე

წყ: აფხაძე, ხაჭაპურიძე – ბენდელიანი 10, ხელაძე 10, გიორგაძე 7, გველესიანი 2, ძნელაძე 1, ხაბაზიშვილი 1, მეტონიძე, დარსაველიძე, ჩარქსელიანი, კვარაცხელია

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, გ. სამყურაშვილი

30 მაისი. წყალტუბო – იმედი თელავი 36-49

წყ: აფხაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 14, გიორგაძე 7, მეტონიძე 5, გველესიანი 5, ბენდელიანი 2, ჩარქსელიანი 2, ძნელაძე 1, ხაბაზიშვილი, დარსაველიძე, კვარაცხელია

იმ: ხარაიშვილი, ლორია – აბაშიძე 9, ნარსია 8, ბაინაზიშვილი 7, იობაშვილი 6, ცისკარიშვილი 6,  მიქავა 5, გოგუა 2, მელაშვილი 2, თ. მღებრიშვილი 2  ვალიევი 1, მ. მღებრიშვილი 1

მსაჯები: გ. წივივაძე, ზ. აბრამიშვილი

31 მაისი. იმედი თელავი – რუსთავი 40-28

იმ: ხარაიშვილი, ლორია – იობაშვილი 10, ბაინაზიშვილი 6, აბაშიძე 6, მიქავა 4, ცისკარიშვილი 4, გოგუა 4, ნარსია 3, ვალიევი 2, მ. მღებრიშვილი 1, თ. მღებრიშვილი, მელაშვილი

რუს: ჯანგიძე, დავითშვილი – მძელური 12,  კიკნაძე 6, მუქთიაშვილი 5, თაბაგარი 2, რ. შეყელაშვილი 1, მენაბდიშვილი 1, გავაშელიშვილი 1, ეძგვერაძე, ბ. შეყელაშვილი, ჩუბინიძე, ვარამაშვილი, ჩუთლაშვილი

მსაჯები: გ. სამყურაშვილი, გ. წივწივაძე

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

იმედი თელავი 4 ქულა – რუსთავი 2, წყალტუბო 0

Leave a Reply