თბილისში მორიგი სასკოლო ფესტივალი გაიმართა

ოლიმპიურმა დარბაზმა ორდღიან თბილისის სასკოლო ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც 16-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა გოგონათა და ვაჟთა კატეგორიებში.

აღნიშნული ტურნირი ჩატარდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, რომლის ფარგლებში თასებით დაჯილდოვდა ყველა გუნდი და თითოეულ მოთამაშეს გადაეცა სამახსოვრო სიგელი.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რაიონებში გაიმართა და კიდევ იგეგმება ფესტივალების ორგანიზება.

Leave a Reply