თბილისსა და ქუთაისში სასკოლო ხელბურთის სემინარები დასრულდა

როგორც მოგეხსენებათ, Handball at School პროექტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ჰელმუტ მარტინი, რომელიც ჯამში სამ ქალაქს ეწვევა.

ქუთაისსა და თბილისში უკვე დასრულდა 3-3 დღიანი კურსები, რომლის შემდგომაც მასწავლებლებს გადაეცათ D კატეგორიის ლიცენზია.

სემინარების მეორე დღე მიმდინარეობს თელავში, რომელიც კვირა დღეს დასრულდება და საბოლოო ჯამში ამ პროექტის ფარგლებში 100მდე პედაგოგი ან მწვრთნელი გადამზადდება.

აღნიშნული პროექტი 4 წლიანი სასკოლო ხელბურთის განვითარების გეგმის ნაწილია, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით.

ფოტოების ავტორები: თამარ ჩოგოვაძე, ნინო საბაშვილი

მეტი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს ინსტაგრამსა და ფეისბუქზე.

Leave a Reply