ვაგრძელებთ ბრძოლას მე-5 ადგილისთვის

იტალიის ნაკრებმა 26-21 დაამარცხა ევროპის ჭაბუკთ ჩემპიონატის მასპინძელი საქართველოს ნაკრებისამი თამაშიდან სამივე მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. იტალიელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მეტოქეს არათუ წინ გასვლის, ანგარიშის გათანაბრების საშუალებაც არ მისცეს.

საინტერესო ფაქტია, რომ იტალიელთაგან გოლები გაიტანა ცამეტმა მოთამაშემ, ხოლო ქართველთაგან სამმა: გიორგი ცხოვრებაძემ (10), ნიკოლოზ კალანდაძემ (6) და გიორგი ლაპიაშვილმა (5). იტალიის ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 5 გოლის ავტორი მაქს პრანტნერი, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ლაპიაშვილი.

გიორგი ლაპიაშვილი: – ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მოწინააღმდეგემ გვაჯობა. ვეცდებით დარჩენილ თამაშებში გამოვავლინოთ მაქსიმუმი და გავიმარჯვოთ, რათა შეჯიბრება წარმატებით დავასრულოთ. ჩვენს გუნდს 10-დან 7-ს დავუწერდი. ვფიქრობ, მეტის გაკეთება შეგვეძლო.

ჯუზეპე ტედესკო, იტალიის ნაკრების მწვრთნელი: – ამ საღამოს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან დავამარცხეთ მასპინძელი გუნდი, რომელმაც ბელარუსს მოუგო. ჩვენ შესანიშნავი დაცვა გვყავს და თავდასხმაშიც კარგად ვითამაშეთ. პირველ მიზანს მივაღწიეთ, ნახევარფინალში გავედით. ახლა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას შევუდგებით. დღეს ჩემს გუნდს 9-ს დავუწერდი.

ტიტე კალანდაძესაქართველოს ნაკრების მწვრთნელი: – მეტის მოლოდინი გვქონდა, უფრო კარგ თამაშს ველოდი. თითქოს ყველაფერი გამოდიოდა, მაგრამ ბოლომდე ვეღარ შევძელით შეტევა. ალბათ, დაღლილობის ბრალი იყო. მთელმა გუნდმა თავი დადო, მაგრამ არ გამოვიდა. ჩვენს თამაშს 10-დან 5 ქულას დავუწერდი.

ოთხიდან სამი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლენილია: იტალია, ბელარუსი და მაკედონია. მეოთხე საგზურს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაითამაშებენ შვეიცარია, ფარერის კუნძულები და ლუქსემბურგი. საქართველოს ნაკრები ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს.

15 და აგვისტოს ჩემპიონატზე დასვენების დღეა, 16 აგვისტოს – ჯგუფურ ეტაპის ბოლო ტური, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისვენებს. გამოსასვლელი დღეა 17 აგვისტოც, შაბათ-კვირას კი ნახევარფინალი და ფინალია.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში – თბილისი, 10-19 აგვისტო

14 აგვისტო, სამშაბათი

A ჯგუფი: მაკედონია 8, შვეიცარია 6, – ფარერები 4, ლუქსემბურგი 4, ესტონეთი 2, ლიტვა 0

ფარერები – ლიტვა 34-23

მაკედონია – შვეიცარია 32-31

ლუქსემბურგი – ესტონეთი 31-24

10 აგვ: შვც-ესტ 33-22, ფარ-ლუქ 26-32, მკდ – ლიტ 32-30

11 აგვ. ესტ-ფარ 21-31, ლიტ-შვც 18-39, ლუქ-მკდ 25-31

13 აგვ: შვც-ლუქ 26-25, ფარ-მკდ 29-30, ესტ-ლიტ 23-21

B ჯგუფი: იტალია 6 (3 თამაშიდან), ბელარუსი 4 (3) – საქართველო 3 (4), საბერძნეთი 2 (3), ფინეთი 1 (3)

იტალია – საქართველო 36-21

იტა: პავანი, კოლელუორი – ბრონძო 6, ბორტოლი 5, მ. პრანტნერი 5, ლ. პრანტნერი 4, მენგონი 4, ნარდინი 3, პოსამაი 2, მენგონი 2, პაზინი 1, შორში 1, მარტინი 1, ნოტარანჯელო 1, კამპესტრინი 1, პულიეზე

საქ: სილაგაძე, დიხამინჯია – ცხოვრებაძე 10, კალანდაძე 6, ლაპიაშვილი 5, ჩადუნელი, ქათამაძე, ნიაზაშვილი, გველესიანი, კახოშვილი, კუხალაშვილი, ხელაძე, ძნელაძე, ასაბაშვილი, ლ. იმნაძე, დგებუაძე

მსაჯები: ალენ როშ, ფილიპ ლინსტერ (ლუქსემბურგი)

ფინეთი – ბელარუსი 19-35

10 აგვ: ფინ-საქ 25-25, ბლრ-საბ 32-22

11 აგვ: საქ-ბლ 32-24, საბ-იტა 20-27

13 აგვ: საბ-საქ 24-18, იტა-ფინ 32-17

15 აგვისტო – დასვენების დღე

16 აგვისტო, ხუთშაბათი

11:00 ლიტვა – ლუქსემბურგი

13:00 მაკედონია – ესტონეთი

15:00 შვეიცარია – ფარერები

17:00 ფინეთი – საბერძნეთი

19:00 ბელარუსი – იტალია

17 აგვისტო – დასვენების დღე

18 აგვისტო, შაბათი. ნახევარფინალი

19 აგვისტო, კვირა. ფინალი

ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:

მაივიდეოს სპეციალური არხი: http://www.myvideo.ge/tv/xelburti

იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/

აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/

ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: ჩეხეთი 6, თურქეთი 5 – მონტენეგრო 4, უკრაინა 3, ბრიტანეთი 0, ირლანდია 0

15 აგვ: ირლ-უკრ, თურ-ბრი, მნტ-ჩეხ

B ჯგუფი: ავსტრია 8, ჰოლანდია 6 – სლოვაკეთი 5, ლატვია 5, კოსოვო 0, ბულგარეთი 2

14 აგვ: ბულ-ლატ 23-30, ჰოლ-სლკ 24-22, ავს-კოს 37-32

ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის M20 Euro-ზე თამაშის უფლებას.

M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი9-19 აგვისტო

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1-8 ადგილები.

A: დანია 4, ხორვატია 2, საფრანგეთი 2, სერბეთი 0

14 აგვ: სრბ-საფ 26-31, ხორ-დან 20-22

B: ისლანდია 4, გერმანია 2, შვედეთი 2, ესპანეთი 0

14 აგვ: ესპ-შვდ 27-28, გერ-ისლ 22-23

9-16 ადგილები

C: ნორვეგია 4, პორტუგალია 2, ისრაელი 2, რუმინეთი 0,

14 აგვ: ისრ-რუმ 28-26, პორ-ნორ 26-28

D: რუსეთი 4, უნგრეთი 2, სლოვენია 2, პოლონეთი 0

14 აგვ: რუს-პოლ 27-26, უნგ-სლნ 29-20

15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე

Leave a Reply