ეროვნული ჩემპიონატი თბილისში გაგრძელდა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ტურნირმა ხელბურთში ზესტაფონის სპორტის სასახლიდან თბილისში, სპორტკომპლექს არენაში გადაინაცვლა. დღეს სტუ-ქარიშხალამ დაამარცხა თელავის იმედი, 25-21, ხოლო თბილისის პეგასმა 56-39 მოუგო გორის გუნდს.

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი და ბოლო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ახალ სეზონში თბილისის მეორე კლუბს, ქარიშხალას შეუერთდა. იმედმა რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა და გაძლიერდა. მეორე ტაიმის დასაწყისში თელაველებმა ანგარიში გაათანაბრეს, 11-11, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ მიიღეს 6 გოლი – 11-17 და საბოლოოდ სტუ-ქარიშხალამ უპირატესობა შეინარჩუნა – 25-21.

პეგასმა იოლად მოუგო უმაღლესი ლიგის დებიუტანტ გორის გუნდს, რომელსაც აკლდა ორი წამყვანი მოთამაშე, ტიელიძე და ნიაზაშვილი.  უხვგოლიან თამაშში ერთბაშად სამმა ხელბურთელმა გადააბიჯა ათბურთიან ზღვარს – გორელმა გაგლოშვილმა 15 გოლი გაიტანა, თბილისელებმა, ცხოვრებაძემ და ბაძაღუამ – 13 და 11.

ორშაბათს თამაშობენ გორი – სტუ, იმედი – პეგასი. სამშაბათს ტური დასრულდება. ამის შემდეგ ჩემპიონატი გაგრძელდება 2017 წელს – რვავე გუნდი თბილისში შეიკრიბება და პირველ წრეს დაასრულებს. საბოლოოდ, ორწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს საქართველოს 2017 წლის ჩემპიონს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

თბილისი, არენა 1. 18 დეკემბერი

სტუ/ქარიშხალა – იმედი თელავი 25-21

სტუ: ხანდოლიშვილი, სამიტაშვილი – მამულაშვილი 6, სტურუა 6, ბულბულაშვილი 5, მ. კობახიძე 3, გ. ფერაძე 3, არსენაშვილი 2, ზ. ფერაძე, ასაბაშვილი, კარტოზია 

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 6, გიორგაძე 3, ვალიევი 3, მაისაშვილი 3, ბაინაზიშვილი 1, აბაშიძე 1, გ. იობაშვილი 1, ნარსია 1, ცისკარიშვილი 1, ცხვარაშვილი 1, ბაჯალაძე, გოგუა

პეგასი – გორი 56-39

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – ცხოვრებაძე 13, ბაძაღუა 11, ლაპიაშვილი 9 , გ. დიხამინჯია 8, გოგავა 7, ზარნაძე 4, კუხალაშვილი 4, კაჭკაჭაშვილი, კახოშვილი, ბულია

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი, ოქროპირიძე 1 – გაგლოშვილი 15, ტარუაშვილი 8, ზუბიაშვილი 6, მჭედლიშვილი 4, მურადაშვილი 3, დალაქიშვილი 2, იაშვილი, ტურაშვილი

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

19 დეკ. 14:00 გორი-სტუ/ქარიშხალა 15:30 იმედი თელავი-პეგასი

20 დეკ. 12:30 იმედი თელავი-გორი 14:00 სტუ/ქარიშხალა-პეგასი

ბათუმი 6 ქულა, ქუთაისი 4, პეგასი 2, სტუ 2, სამტრედია 2, იმედი 0, გორი 0, წყალტუბო 0

15-17 დეკემბერი, ზესტაფონი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30

Leave a Reply