EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ევროპის ჩემპიონი პოლონეთთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში გაირკვა მეორე ეტაპზე გასული ექვსი გუნდის ვინაობა; პოლონეთი, საფრანგეთი, მაკედონია, ნორვეგია, ხორვატია, ბელარუსი. სერბეთი და ისლანდია შინ გაემგზავრნენ. დღის მთავარ მატჩში მასპინძელმა, პოლონეთმა მოუგო ევროპის ჩემპიონ საფრანგეთს – 31-25.

პოლონეთი უკვე მე-11 წუთზე იგებდა 9-3, ცოტა მოგვიანებით – 12-5. ფრანგების მაქსიმუმი ის იყო, რომ ორჯერ შეამცირეს სხვაობა ორ ბურთამდე, ბოლოს – 32-ე წუთზე, 14-16 და შემდეგ ზედიზედ მიიღეს 4 ბურთი – 14-20. ნიკოლა კარაბატიჩმა 7 დარტყმიდან ერთი გოლი გაიტანა, ტიერი ომაიერმა კი მხოლოდ 11 ბურთი მოიგერია. პოლონელთაგან საუკეთესოები იყვნენ ვეტერანი კაროლ ბელეცკი – 13 დარტყმიდან 9 გოლი და 208-სანტიმეტრიანი პივოტი კამილ სიპრჟაკი. ორივე გუნდი გავიდა მთვარ რაუნდში, ოღონდ, პოლონეთი მეორე ჯგუფურ ეტაპს 4 ქულით დაიწყებს, საფრანგეთი – ორით.

მაკედონია და სერბეთი A ჯგუფის მესამეადგილოსანის ვინაობას არკვევდნენ და თავიდან ბოლომდე ორი ჰქონდათ, რომელშიც ორ ბურთზე მეტით არავინ დაწინაურებულა. მთავარი ამბები ბოლო წუთზე დატრიალდა, მას შემდეგ, რაც ბოლოსწინაზე ჟარკო შეშუმმა სერბეთი 26-25 დააწინაურა. დასრულებამდე 35 წამით ადრე კირილ ლაზაროვის დარტყმა სერბების მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბურთი სტოიანჩო სტოილოვს მიუვიდა და მანაც 6 მეტრიდან გაიტანა – 26-26 და ფრე მაკედონიას აწყობდა, რადგანაც ბურთების სხვაობა უკეთესი ჰქონდა. სირენამდე 12 წამით ადრე დარკო ჯუკიჩმა კუთხიდან ისევ წინ გაიყვანა სერბეთი, მაგრამ ტაიმაუტის შემდეგ მაკედონიამ დეიან მანაშკოვზე ჩაათამაშა ბურთი და მარცხენა გარემარბმა მეორე ეტაპზე გაიყვანა მაკედონია – 27-27.

B ჯგუფის ბოლო ტურს ოთხივე გუნდი 2-2 ქულით შეხვდა. ბელარუსი პირველ ტაიმში 4 ბურთითაც უგებდა ნორვეგიას, მაგრამ შესვენების შემდეგ ლიდერი, სიარჰეი რუტენკა დაიღლა, ნორვეგია კი სწრაფადვე დაწინაურდა (27-21, 52-ე წუთი), ბელარუსმა ბოლოში მხოლოდ სხვაობა შეამცირა (27-29) და იძულებული გახდა, დალოდებოდა მეორე მატჩს, სადაც ხორვატიის მოგება აწყობდა ისლანდიასთან, რადგანაც მათთან პირადი მოგებით გადიოდა მეორე წრეში. ხორვატიამ ისლანდია გაანადგურა – პირველი ტაიმის შუაში ანგარიში 11-2 იყო და მეორეში სხვაობა თორმეტამდეც ავიდა. ჯამში – 37-28 და ისლანდია შინ გაემგზავრა, ხოლო ჯგუფიდან 4 ქულით ნორვეგია გავიდა.

დღეს C და D ჯგუფებიდანაც გაირკვევა მეორე ეტაპის 6 მონაწილე. ყველა მატჩის ცოცხალი რეპორტაჟის, ასევე ჩანაწერების ნახვა შეიძლება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით, ინტერნეტში:http://www.ehftv.com/int.

ხელბურთი.ევროპის მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016.პოლონეთი.

ჯგუფური ეტაპი. მთავარ რაუნდში ბრძოლას აგრძელებს 3-3 გუნდი

19 იანვარი.A ჯგუფი.კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

მაკედონია-სერბეთი 27-27

მანაშკოვი 10, გეორგიევსკი 5 – ნენადიჩი, შეშუმი 7

საფრანგეთი-პოლონეთი 25-31

მაე, აბალო 5 – ბელეცკი 9, სიპრჟაკი, კრაევსკი 6, შმალი 17/42-40%

პოლონეთი 6 ქულა, საფრანგეთი 4, მაკედონია 1 (-8) –სერბეთი 1 (-11)

15 იან. საფრანგეთი-მაკედონია 30-23, პოლონეთი-სერბეთი 29-28

17 იან. სერბეთი-საფრანგეთი 26-36, მაკედონია-პოლონეთი 23-24

B ჯგუფი.კატოვიცე. სპოდეკ არენა (10 000)

ბელარუსი-ნორვეგია 27-29

რუტენკა 9, შილოვიჩი 7 – ოსალივანი, ბიორნსენი 5

ხორვატია-ისლანდია 37-28

მარიჩი 8, შტრლეკი 6 – სიგურდსონი, გუნარსონი 6

ნორვეგია 4, ხორვატია 4, ბელარუსი 2 –ისლანდია 2

15 იან. ხორვატია – ბელარუსი 27-21, ისლანდია-ნორვეგია 26-25

17 იან. ბელარუსი-ისლანდია 39-38, ნორვეგია-ხორვატია 34-31

20 იანვარი.C ჯგუფი.ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

20:15 გერმანია-სლოვენია

http://www.ehftv.com/int/livestream/germany-slovenia

23:00 ესპანეთი-შვედეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/spain-sweden

ესპანეთი 3 ქულა, შვედეთი 2, გერმანია 2 – სლოვენია 1

16 იან. ესპანეთი-გერმანია 32-29, შვედეთი-სლოვენია 23-21

18 იან. სლოვენია-ესპანეთი 24-24, გერმანია-შვედეთი 27-26

D ჯგუფი.გდანსკი. ერგო არენა (11 000)

20:15 რუსეთი-მონტენეგრო

http://www.ehftv.com/int/livestream/russia-montenegro

23:00 დანია-უნგრეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/denmark-hungary

დანია 4, უნგრეთი 2, რუსეთი 2 – მონტენეგრო 0

16 იან. უნგრეთი-მონტენეგრო 32-27, დანია-რუსეთი 31-25

18 იან. რუსეთი-უნგრეთი 27-26, მონტენეგრო-დანია 28-30

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1 ჯგუფი,კრაკოვი

პოლონეთი, ნორვეგია 4; ხორვატია, საფრანგეთი 2; ბელარუსი, მაკედონია 0

21 იან. 21:15 საფრანგეთი-ბელარუსი, 23:30 მაკედონია-ხორვატია

23 იან. 21:15 საფრანგეთი-ხორვატია, 23:30 პოლონეთი-ნორვეგია

25 იან. 21:15 მაკედონია-ნორვეგია, 23:30 პოლონეთი-ბელარუსი

27 იან. 19:00 მაკედონია-ბელარუსი, 21:15 საფრანგეთი-ნორვეგია 23:30 პოლონეთი-ხორვატია

2 ჯგუფი,ვროცლავი (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 22, 24, 26, 27 იან

29 იანვარი. ნახევარფინალი.21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი.18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply