ukr

დაძაბული ბრძოლები ქუთაისში

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში, დასავლეთის ლიგის მორიგი მატჩები ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ლიდერობს სამტრედია, შემდეგ მოდიან აჭარა, ბსბ ბათუმი, ფოთი… 

ოთხიდან 3 მატჩი ძალიან დაძაბული იყო. ქუთაისი ბოლომდე ებრძოლა ლიდერს, სამტრედიას, 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატმა, აბულაძემ 14 გოლიც გაიტანა, მაგრამ მოგებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – სამტრედიელთაგან 8-8 გოლი შეაგდეს ხომერიკმა და დევიძემ და ლიდერმა მოიგო – 25-23.

ბათუმის შავი ზღვის ბიჭები ასევე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა ფოთის ოქროს ვერძთან – 19-21. ბათუმელებში 8 გოლი გაიტანა კახიძემ, გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო ფანცულაია – 9.

სამტრედიამ ამის შემდეგ მოიგო კიდევ ერთი მატჩი, წყალტუბოსთან, 35-12, ხოლო დღის ბოლო შეხვედრაში ფრედ ითამაშეს „შავი ზღვის ბიჭებმა“ და ხელვაჩაურმა 30-30 (კახაძე, ცხადაია 7 – ქორიძე 13, ქამაშიძე 10), რის შემდეგაც ხელვაჩაურის გუნდმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ქულით გაასწრო ქუთაისს. ამ დღეს ისვვენებდა მეორე ადგილზე მყოფი აჭარის გუნდი.

ხვალ თბილისში, სპორტკომპლექს არენაში აღმოსავლეთის ლიგის მორიგი მატჩებია. 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

დასავლეთი. 2 თებერვალი,  ქუთაისის სპორტის სასახლე

ქუთაისი – სამტრედია 23-25

ბსბ ბათუმი – ფოთი 19-21

წყალტუბო – სამტრედია 12-35

ბსბ ბათუმი – ხელვაჩაური 30-30

მსაჯები: შ. სტურუა (სამტრედია) – ზ. აბრამიშვილი (თბილისი)

თ. ბჟალავა (ფოთი) – გ. გველესიანი (წყალტუბო)

——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

სამტრედია—9—8—1—0–281-169–17

აჭარა———–8—6—1—1–231-193–13

ბსბ ბათუმი—9—5—1—3–218-200–11

ფოთი———-8—4—0—4–166-168—8

ხელვაჩაური–9—2—2—5–201-222—6

ქუთაისი——-8—2—1—5–168-149—5

წყალტუბო—-9—0—0—9–104-268—0

დარჩენილი სათამაშო დღეები:

9 თებერვალი, ზესტაფონი

16 თებერვალი, ხელვაჩაური

16 მარტი, ტყიბული

აღმოსავლეთი: 3 თებერვალი, არენა 2

—————-თ—მ—ფ—წ——ბ—–ქ

პეგასი———9—9—0—0–214-70—18

ყვარელი——8—7—0—1–186-88—14

რუსთავი—–9—6—0—3–229-217–12

ქარიშხალა—-8—4—0—4–158-172–8

ქარელი——–9—4—0—5–165-183–8

გორი———–8—3—0—5–128-164–6

ლაგოდეხი—-9—1—0—8—65-157—2

თელავი——-8—0—0—8–109-203—0

შემდეგი ტურები: 10 და 17 თებერვალი, 17 მარტი

5-5 საუკეთესო გადის მეორე ეტაპზე

Leave a Reply