EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

დანია, ესპანეთი, გერმანია: მესამე ზედმეტია

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიამ დაამარცხა რუსეთი, 30-29, დანიამ – ესპანეთი – 27-23. ნახევარფინალისტების ვინაობა 27 იანვარს გაირკვევა. 

გერმანიას და რუსეთს უნდა გადაეწყვიტათ, ვინ გააგრძელებდა ბრძოლას ნახევარფინალში გასასვლელად. რუსეთმა თამაში 3-0 გაქცევით დაიწყო და იგებდა მე-20 წუთამდე, როდესაც გერმანელთა პივოტმა, ერიკ შმიდტმა გაათანაბრა – 10-10. ერთი ხანობა თანაბარი თამაში გაგრძელდა, სანამ მეკარე ლიხტლაინის რამდენიმე მოგერიების შემდეგ გერმანია 5 ბურთით არ გავიდა წინ – 25-20, 45-ე წუთი. რუსებმა დევნა წამოიწყეს და ატმანისა და კოვალევის წყალობით 51-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში – 26-26.  აქ ორი მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო შტეფენ ვაინჰოლდმა, დასრულებამდე 3 წუთით ადრე გერმანია ისევ დაწინაურდა, 30-27, მაგრამ რუსეთს მაინც მიეცა გათანაბრების შანსი.  გაიტანა ჟიტნიკოვმა, ტერნოვერი მოუვიდა შტეფენ ფეტს, პაველ ატმანმა ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა 29-30 და როდესაც უკვე ფაბიან ვიდემ დაკარგა ბურთი ბოლო შეტევაში, რუსებს ტაიმაუტის შემდეგ 11 წამი დარჩათ შესატევად, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთმაშედ აღიარებულმა დმიტრი ჟიტნიკოვმა 9 მეტრიდან ააცილა.

წაგების შემდეგ რუსეთი მხოლოდ ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზურისთვის იბრძოლებს, ხოლო გერმანიას ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს დანიას ეთამაშება და  აქვს შანსი, დანია ან ესპანეთი დატოვოს ნახევარფინალს მიღმა.

მეორე ჯგუფის ლიდერები, დანია და ესპანეთი კი 24 იანვარს ერთმანეთში თამაშობდნენ. ესპანეთს ტრავმის გამო გამოაკლდა დაცვის ერთ-ერთი ბურჯი გედეონ გვარდიოლა, თუმცა, პირვე ტაიმს დამაჯერებლად იგებდა. 27 წუთზე ვალერო რივერამ შვიდმეტრიანიდან სხვაობა 4 ბურთამდე აიყვანა – 13-9 და 14-11 შესვენებაზე. ამ ყველაფრის მთვარი მიზეზი კი იყო ესპანელების 35 წლის მეკარე არპად შტერბიკი, რომლის მიერ მოგერიებული დარტყმების პროცენტი პირველ ტაიმში სამოცს უწევდა.

მაგრამ დანიას კარში ნიკლას ლანდინი ედგა, რომელმაც ჯამში ასევე ბევრი, 17 დარტყმა მოიგერია. მიქელ ჰანსენი, ყველაფერს ხელმძღვანელობდა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა, ხოლო მთავარი მეგოლე გახდა 25 წლის გამთამაშებელი მიქაელ დამგორი. ჰანსენმა 45-ე წუთზე გაათანაბრა, შემდეგ შვიდწუთიან მონაკვეთში კი დანიამ ხუთბურთიანი სპურტი მოაწყო და თამაშის ბედი გადაწყდა – 23-18 53-ე წუთზე – ანუ ესპანეთმა მეორე ტაიმის 22 წუთში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, თანაც შტერბიკი განაგრძობდა ბურთების მოგერიებას, თორემ სხვაობა მეტი იქნებოდა.

ბურთების სხვაობა კი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ამ ჯგუფში. ესპანეთს 3 ბურთით ჰყავს დამარცხებული გერმანია, მაგრამ დანიასთან ოთხით წააგო და უარყოფითი ბალანსით დარჩა იმ შემთხვევისთვის, თუ დანია, ესპანეთი და გერმანია 8-8 ქულას დააგროვებენ.  თუმცა, ამისათვის ესპანეთს დასამრცხებელი ჰყავს უნგრეთი და რუსეთი, დანიას კი – შვედეთი. თუ ასეც მოხდა, მაშინ გადამწყვეტი აღმოჩნდება დანია-გერმანიის მატჩი 27 იანვარს. გერმანიას დასჭირდება 3 ბურთით მოგება, რათა ნახევარფინალს მიღმა ესპანეთი არჩეს, ხოლო თუ მეტზეც გაიწია, შესაძლოა დანია გაუშვას შინ. სხვა შემთხვევაში  ნახევარფინალში დანია და ესპანეთი გავლენ.

დღეს კრაკოვში პირველი ჯგუფის ორი მატჩია – პოლონეთი-ბელარუსი და ნორვეგია-მაკედონია. აქ ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად ნორვეგია, პოლონეთი და საფრანგეთი იბრძვიან. ყველა მატჩის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით. აქვეა ყველა თამაშის ჩანაწერი:http://www.ehftv.com/int

ხელბურთი. ევროპის მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.

მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი

24იანვარი

2 ჯგუფი. ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

გერმანიარუსეთი 30-29

გერ:დისინგერი 7, შმიდტი 6, რაიხმანი 5, ვაინჰოლდი 4+6 პასი, ფეტი 4+4 პ

რუს:დიბიროვი 7 (4პ), ჩიპურინი 5, ჟიტნიკოვი 4+5პ, ატმანი 3, გორბოკი 3

ესპანეთიდანია 23-27

ესპ:ენტრერიოსი 4, რივერა 4, ტომასი 3, მაკედა 3 – შტერბიკი 21/47-45%

დან:დამგორი 6, ნოდესბო 5, ჰანსენი 3+9პ, ეგერტი 3 პენ – ლანდინი 17/40-43%

დანია 3 მატჩი/6 ქულა, გერმანია 4/6,ესპანეთი 3/4,  რუსეთი 4/3, შვედეთი 3/1, უნგრეთი 3/0

1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22

22 იან. გერმანია-უნგრეთი 29-19, შვედეთი-რუსეთი 28-28

26 იან. 21:15 ესპანეთი-უნგრეთი, 23:30 შვედეთი-დანია

27 იან. 19:00 შვედეთი-უნგრეთი, 21:15 გერმანია-დანია, 23:30 ესპანეთი-რუსეთი

25 იანვარი

1 ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

21:15მაკედონიანორვეგია

http://www.ehftv.com/int/livestream/431852-2016-01-25-ehf-mens-euro-2016-main-round

23:30პოლონეთიბელარუსი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-25-ehf-mens-euro-2016-main-round

ნორვეგია 3/6, საფრანგეთი 4/6, პოლონეთი 3/4, ხორვატია 4/4, მაკედონია 3/0, ბელარუსი 3/0

1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29

21 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 34-23, მაკედონია-ხორვატია 24-34

23 იან. საფრანგეთიხორვატია 32-24,პოლონეთინორვეგია 28-30

27 იან. 19:00 მაკედონია-ბელარუსი, 21:15 საფრანგეთი-ნორვეგია, 23:30 პოლონეთი-ხორვატია

29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply