დანია და ესპანეთი მეორე წრეში არიან

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში, პირველი მატჩი დასრულდა ფრედ – 24-24 ითამაშეს ესპანეთმა და სლოვენიამ. გერმანიამ მოუგო შვედეთს, 27-26, რუსეთმა – უნგრეთს – 27-26, დანიამ – მონტენეგროს, 30-28.

ესპანეთი კიდევ კარგად გადარჩა. სლოვენია თამაშის სამი მეოთხედი იგებდა და ესპანელები პირველად 47-ე წუთზე დაწინაურდნენ. 51-ეზე აგინაგალდემ მეორედ და უკანასკნელად გაიყვანა წინ თავისი გუნდი – 21-20. დეან ბომბაჩის გოლი, სლოვენია ორი ბურთით იგებს (24-22) და დარჩენილია 3 წუთი და 20 წამი. აგინაგალდეს გოლის შემდეგ (24-23) სლოვენია შეტევაში რომ გადავიდა, დარჩენილი ერთი წუთი იყო, მაგრამ ბურთი დაიკარგა და უგალდე სწრაფ გარღვევაში წავიდა, გაათანაბრა, ხოლო კავტიჩნიკმა წითელი ბარათი მიიღო. სლოვენიას 22 წამი ჰქონდა დარჩენილი ბოლო შეტევისთვის, მაგრამ ვეღარაფერი მოახერხა – 24-24.

 

შვედეთს გერმანიასთან იგივე დაემართა, რაც პირველ ტურში სლოვენიასთან, – დამაჯერებლად მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ სწრაფად დაკარგა უპირატესობა და ამჯერად წაგებას ვეღარ გადაურჩა. გუნდს აკლია მთავარი ბომბარდირი, კიმ ანდერსონი და უჭირს. გერმანიამ პირველი ტაიმის 13-17 ხუთ წუთში გადააქცია ფრედ – 18-18, შემდეგ კი თვად დაწინაურდა ოთხით – 24-20, 45-ე წუთი. დასრულებამდე ზუსტად წუთი იყო დარჩენილი, გერმანია 27-26 იგებდა, როცა რუნე დამკე მეკარე აპელგრენთან პირისპირ გავიდა და წერტილის დასმა შეეძლო, მაგრამ ააცილა და შვედეთს შანსი გაუჩნდა, თუმცა, ვერ გამოიყენა – ნილსონმა მხოლოდ ბოლო წამებზე მოახერხა დარტყმა, ისიც ცუდი პოზიციიდან და გერმანიამ მოიგო.

C ჯგუფის ბოლო ტურში თამაშობენ გერმანია-სლოვენია და ესპანეთი-შვედეთი. მეორე ეტაპზე გასვლა ჯერჯერობით მხოლოდ ესპანეთს აქვს განაღდებული.

D ჯგუფში რუსეთმა მეკარე ვიქტორ კირეევის ძალიან კარგი თამაშის წყალობით მოუგო უნგრეთს. რუსები თავიდან ბოლომდე წინ იყვნენ და უნგრეთმა მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა სხვაობის ერთამდე შემცირება – გერგო ივანჩიკის გოლის შემდეგ ანგარიში 27-26 გახდა და დარჩენილი 27 წამი იყო. რუსებმა ბურთის გათამაშება დაიწყეს და როდესაც ბოლო წამზე მეკარეს მიაწოდეს ბურთი, მსაჯებმა პასიური შეტევა დააფიქსირეს და ლასლო ნადს ბოლო შანსი მიეცა – პირდაპირ ცხრამეტრიანიდან უნდა გაეტანა, რაც, რათქმაუნდა, ვერ მოახერხა.

მონტენეგრო თავიდან ბოლომდე ებრძოლა დანიას, და გატყდა მხოლოდ ბოლო 5 წუთში, როდესაც ორი უპასუხო გოლი მიიღო ნოდესბოსა და ჰენრიკ ტოფტისგან – 28-30. ბოლო ტურში ჩერნოგორიელები ეთმაშებიან რუსეთს და მოგება სჭირდებათ, შესაძლოა, მინიმუმ 3 ბურთითაც.

დღეს და ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ეტაპის ყველა, 12 მონაწილე გაირკვევა. ყველა მატჩის ცოცხალი რეპორტაჟის ნახვა შეიძლება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით, ინტერნეტში:http://www.ehftv.com/int. მანდვე შეგიძლიათ ნახოთ ყველა მატჩის ჩანაწერი.

ხელბურთი.ევროპის მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016.პოლონეთი.

ჯგუფური ეტაპი. მთავარ რაუნდში ბრძოლას აგრძელებს 3-3 გუნდი

18 იანვარი.C ჯგუფი.ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

სლოვენია-ესპანეთი

24-24

ლ.ცვიცაი 6, ბომბაჩი 4 – აგინაგალდე 6, რივერა 5

გერმანია-შვედეთი 27-26

რაიხმანი 9, ვაინჰოლდი 4 – იაკობსენი 8

ესპანეთი3ქულა, შვედეთი 2, გერმანია 2– სლოვენია1

16 იან. ესპანეთი-გერმანია 32-29, შვედეთი-სლოვენია 23-21

20 იან. 20:15 გერმანია-სლოვენია 23:00 ესპანეთი-შვედეთი

D ჯგუფი.გდანსკი. ერგო არენა (11 000)

რუსეთი-უნგრეთი 27-26

დიბიროვი 6, კირეევი 17/43-40% – ჯამალი 6, ნადი 5

მონტენეგრო-დანია 28-30

გრბოვიჩი 7 – ეგერტი 6

დანია 4, უნგრეთი 2, რუსეთი 2 – მონტენეგრო 0

16 იან. უნგრეთი-მონტენეგრო 32-27, დანია-რუსეთი 31-25

20 იან. 20:15 რუსეთი-მონტენეგრო 23:00 დანია-უნგრეთი

19 იანვარი

A ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

21:15 მაკედონია-სერბეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/fyr-macedonia-serbia

23:30 საფრანგეთი-პოლონეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/france-poland

საფრანგეთი 4 ქულა, პოლონეთი 4, მაკედონია 0 – სერბეთი 0

15 იან. საფრანგეთი-მაკედონია 30-23, პოლონეთი-სერბეთი 29-28

17 იან. სერბეთი-საფრანგეთი 26-36, მაკედონია-პოლონეთი 23-24

B ჯგუფი.კატოვიცე. სპოდეკ არენა (10 000)

21:15 ბელარუსი-ნორვეგია

http://www.ehftv.com/int/livestream/belarus-norway

23:30 ხორვატია-ისლანდია

http://www.ehftv.com/int/livestream/croatia-iceland

ხორვატია 2, ნორვეგია 2, ისლანდია 2 – ბელარუსი 2

15 იან. ხორვატია – ბელარუსი 27-21, ისლანდია-ნორვეგია 26-25

17 იან. ბელარუსი-ისლანდია 39-38, ნორვეგია-ხორვატია 34-31

მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი, კრაკოვი (A1, A2, A3, B1, B2, B3) – 21, 23, 25, 27 იან

2 ჯგუფი, ვროცლავი (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 22, 24, 26, 27 იან

29 იანვარი. ნახევარფინალი.21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი.18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply