gnhf-rrr

გორი იმედსა და სამტრედიას დაეწია

სახელბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, გორმა 39-36 დაამარცხა სამტრედია, პეგასმა მოუგო წყალტუბოს, 28-23. პირველი წრე 17-18 დეკემბერს ქუთაისში დასრულდება. 

სამტრედიამ გორს პირველი ტაიმი 21-18 მოუგო, მაგრამ მეორეში გორმა თამაში გარდატეხა და სამბურთიანი უპირატესობით გამარჯვებაც მას დარჩა. შედეგად, სამ გუნდს, სტუ-იმედს, სამტრედიასა და გორს 6-6 ქულა და ერთმანეთში თითო მოგება დაუგროვდა, თუმცა, იმედს 2 მატჩით ნაკლები აქვს და ჯერ კიდევ სათამაშო აქვს ქუთაისსა და ბათუმთან. ალბათ ეს სამი გუნდი, სტუ-იმედი, სამტრედია და გორი იბრძოლებს ფინალური ოთხეულის მეოთხე საგზურისთვის, რაკიღა ბათუმის, ქუთაისისა და პეგასის უპირატესობა ამ ჩემპიონატში ასე თუ ისე გამოკვეთილია.

პეგასს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია აუტსაიდერმა წყალტუბომ და პირველი ტაიმი მხოლოდ ერთი ბურთით წააგო (14-15), მეორეში კი თბილისლებმა უპირატესობა გაზარდეს, 10 ქულა დააგროვეს და გადააასწრეს აქამდე მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს“ – ქვეყნის ჩემპიონს ორი თამაში აქვს მარაგში სპორტუნთან და სტუ-იმედთან. პირველ ადგილზეა ქუთაისი 5 მატჩიდან 5 მოგებით.

BSB ბათუმი, ქუთაისი, სპორტუნი და იმედი-სტუ მე-6-7 ტურის მატჩებს 17-18 დეკემბერს გამართავენ ქუთაისში. ამის შემდეგ დაიწყება სანაკრებო პაუზა და მზადებას დაიწყებს საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც 2020 წლის იანვარში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირები აქვს.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე და მესამე წრეს გუნდები 2020 წელს ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. ოლიმპიური სასახლე, 11 დეკემბერი

გორი – სამტრედია 39-36

გორ: თითირაშვილი – გაგლოშვილი 19, დალაქიშვილი 13, ახალბედაშვილი 3, მჭედლიშვილი 3, ზუბიაშვილი 1, ნიაზაშვილი, ბერუაშვილი, ჯაფიაშვილი, ოქროპირიძე

სამ: ფახურიძ, ხონელიძე – ხელისუფალი 12, ძნელაძე 6, აფრიდონიძე 5, ჟვანია 5, ხომერიკი 3, ადამია 3, ნადირაძე 2, ქავზინაძე

მსაჯები: გ. გველესიანი – თ. ბჟალავა

პეგასი – წყალტუბო 28-23

პეგ: გორგოძიანი – ბაძაღუა 11, კუხალაშვილი 6, პატაშური 5, ჟვანია 2, გვაზავა 1, კოხრეიძე 1, მდივანი 1, ჩეჩელაშვილი 1, ქათამაძე, კობახიძე, ა. არეშიძე  

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ქაშიბაძე 6, ჯიმშელეიშვილი 5, რ. ბაბუნაშვილი 4, მ. გველესიანი 4, ნ. ბაბუნაშვილი 2, კოვზირიძე 2, ფანცხავა

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

 11 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 5 5 0 0 223-161 10  
  პეგასი 7     5     0     2     225-203     10    
  BSB ბათუმი 5 4 0 1 188-131 8  
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 7 3 0 4 218-246 6  
  გორი 7 3 0 4 219-264 6  
  სპორტუნი 5     1     0     4     108-137     2    
  წყალტუბო 7 0 0 7 163-232 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი

Leave a Reply