გოგონათა ორი ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

ამ დღეებში ხარაგაულის სპორტის სასახლეში შეკრებას გადის ხელბურთელ გოგონათა ორი ასაობრივი ნაკრები. უფროსებს, 19-წლამდელებს მარტში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი აქვთ ბელარუსში (ბელარუსი, პორტუგალია, შვეიცარია, საქართველო), ხოლო უმცროსებს  17-წლმდელთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ აგვისტოში, ლიტვაში.

ორივე გუნდმა თბილისში უკვე გაიარა ფიზიკური მომზადების კურსი მწვრთნელ ავთანდილ ბერიძესთან, ხარაგაულში კი ნაკრების მწვრთნელების, გიორგი გვაზავას, ინა ჭუასელისა და გელა ჟვანიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. სულ შეკრებაზე 7 სხვადასხვა კლუბის 29 ხელბურთელია.  წვრთნის ეს ეტაპი 18 თებერვალს დასრულდება.

ახალაზრდულ ნაკრებს შესარჩევი ტურნირი 17-19 მარტს, ბელარუსის ქალაქ ჟლობინში უწევს. ჯგუფიდან ფინალურ ტურნირზე, რომელიც ივლის-აგვისტოში სლოვენიაში იმართება, მხოლოდ გამარჯვებული გადის. გიორგი გვაზავა და ინა ჭკუასელი ჯერჯერობით 15 მოთამაშეს ავარჯიშებენ, მათ შორის რამდენიმე ასაკით ქვედა, 17-წლამდელთა ნაკრებშიც ხვდება. თბილისში ინდივიდუალურად ემზადება კიდევ ორი ხელბურთელი, თათია გადელია და თამარ ჩოგოვაძე, რომლებსაც მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ ჯერჯერობით სარეაბილიტაციო პერიოდი აქვთ. გუნდი 23 თებერვალს გაემგზავრება ბაქოში, სადაც 3 საწვრთნელ მატჩს გამართავს იქაურ კლუბებთან, მარტში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შემდეგ კი ბელარუსში გაემგზავრება.

17-წლამდელთა ნაკრებს წლეულს დებიუტი აქვს და გუნდი შემოდგომაზე შეიკრიბა. მწვრთნელად დაინიშნა გელა ჟვანია ფოთის „ოქროს ვერძიდან“. ევროპის ჩემპიონატი აგვისტოშია და ის სხვა ფორმატით იმართება – ისევე როგორც ჭაბუკთა შარშანდელი ჩემპიონატები, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გოგონათა ტურნირიც 2 დონედ დაჰყო. 16 უძლიერესი ტიტულისთვის ითამაშებს სლოვაკეთში, ხოლო ლიტვასა და მაკედონიაში გაიმართება კიდევ ორი ტურნირი, რომელთა გამარჯვებულები 2019 წლის ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უძლერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. კლაიპედაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი და იტალია, ხოლო მეორე ჯგუფში არიან უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია და ბრიტანეთი.

17-წლამდელთა ნაკრების უახლოესი გეგმები ასეთია: მარტში ეს გუნდიც ეთამაშება სომხეთის ნაკრებს, აპრილში უმასპინძლებენ ისრაელის თანატოლთა ნაკრებს და მერე უნდა გაემგზავრონ საფრანგეთში, სადაც მოწვევა აქვთ იქაური კლუბისგან, რომელიც შემდეგ საპასუხო ვიზიტითაც გვეწვევა.  

საქართველოს ნაკრები. ქალები, 19წ

ანა ვარდიშვილი (1999, მამული), ქრისტინე ჯავახია (1998, ფოთი), მარიამ ჩაჩუა (1999, პეგასი) – თინათინ ქიტესაშვილი (1999, ყვარელი), ქეთი კუნელაშვილი (1999, ყვარელი), ანა ყველაშვილი (1999, მამული), მედეა ჩოხელი (1999, პეგასი), ქეთევან ვენეცკი (1998, პეგასი), ჯულია ჩირგაძე (2001, წყალტუბო), ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), ელენე ჯავახიშვილი (2000, მამული), ნინო შახულოვი (2000, მამული), ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), ანა დოლიძე (2000, აჭარა), ქეთევან კერესელიძე (2000, ქარიშხალა) – მწვ. გიორგი გვაზავა, ინა ჭკუასელი

საქართველოს ნაკრები ქალები 17წ

მარიამ ჩავჩიძე (წყალტუბო), ხატია ჯიქურაშვილი (პეგასი) – ნინო სურგულაძე (ფოთი), ნინო ჯიშკარიანი (წყალტუბო), ქეთევან იაშვილი (მამული), ლილი ბარათელი (ქარიშხალა), ციცინო ბჟალავა (ფოთი), ლანა გოგია (ფოთი), ნინო კომახიძე (აჭარა), ანა ჩხაიძე (ქარიშხალა), მარიამ ცინცაძე (ქარიშხალა), ქეთევან ცინცაძე (ქარიშხალა), ანა ქებაძე (პეგასი), ელისაბედ ჩხაიძე (პეგასი) – მწვ. გელა ჟვანია

ექიმი გურამ ადამია, მიმართულების მენეჯერი ლანა მარგიანი

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19

27 ივლისი – 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია (უკვე ფინალში არიან დანია, რუსეთი, სლოვენია)

საკვალიფიკაციო ტურნირები, 17-19 მარტი, 2017

6 ჯგუფი (ჟლობინი, ბელარუსი): პორტუგალია, ბელარუსი, შვეიცარია, საქართველო

17 მარტი. პორტუგალია-შვეიცარია, ბელარუსი-საქართველო

18 მარტი. საქართველო-პორტუგალია, შვეიარია-ბელარუსი

19 მარტი. შვეიარია-საქართველო, ბელარუსი-პორტუგალია

1 ჯგუფი (მაკედონიაში): უნგრეთი, მაკედონია, ფარერები, მოლდოვა

2 ჯგუფი (ესპანეთში): რუმინეთი, ესპანეთი, ლიტვა, ისლანდია

3 ჯგუფი (სლოვაკეთში): საფრანგეთი, სლოვაკეთი,მონტენეგრო, ბელგია

4 ჯგუფი (ჰოლანდიაში): ხორვატია, ჰოლანდია, ფინეთი, უკრაინა

5 ჯგუფი (ჩეხეთში): შვედეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სერბეთი

7 ჯგუფი (საბერძნეთში): ნორვეგია, საბერძნეთი, თურქეთი

8 ჯგუფი (ლატვიაში): გერმანია, პოლონეთი, ლატვია

ფინალურ ტურნირზე 1-5 ჯგუფიდან გადის 2-2 გუნდი, 6-8 ჯგუფებიდან – თითო

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, 17წ  ქალები 

ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა), 14-20 აგვისტო

A ჯგუფი: პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, საქართველო

B ჯგუფი: უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია, ბრიტანეთი

ჩემპიონატი მაკედონიაში (სკოპიე), 14-20 აგვისტო:

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, შვეიცარია, საბერძნეთი, ფარერები

B ჯგუფი: სლოვენია, ბულგარეთი, ისლანდია,  ისრაელი, კოსოვო

უძლიერესი 16, 10-20 აგვისტო, სლოვაკეთი (მიჰალოვცე): რუსეთი, დანია, ნორვეგია საფრანგთი, შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ჩეხეთი 

Leave a Reply