ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დაიწყო

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო უფროსი ასაკის (2000-01) ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე რაუნდი. პირველი ეტაპის შემდეგ 15 გუნდიდან შეირჩა 10 საუკეთესო. ათეული ორ წრედ ითამაშებს და გამოავლენს ფინალურ ოთხეულს, რომელიც მაისის დასაწყისში პლეიოფის სისტემით იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის.  

შეჯიბრება დაიწყო აღმოსავლეთი საქართველოს ხუთეულმა. დასავლელები (წყალტუბო, ფოთი, ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი) 16 თებერვლიდან ითამაშებენ ოზურგეთში, ხოლო 4-8 მარტს თბილისში გაიმართება ჯვარედინი ტური, რომელიც პირველ წრეს დაასრულებს.

პირველ დღეს გორის გუნდი ისვენებდა, ბოლო წლების უცვლელმა ჩემპიონმა, თბილისის პეგასმა იოლად, 46-17 დაამარცხა თელავის გუნდი, ხოლო ქარიშხალამ პირველი ტაიმის წაგების შემდეგ (13-17) 33-31 სძლია რუსთავი. ხვალ თამაშობენ  თელავი-გორი, ქარიშხალა-პეგასი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ჭაბუკები, 2000-01

მთავარი რაუნდი (პეგასი, რუსთავი, ქარიშხალა, გორი, თელავი, წყალტუბო, ფოთი, ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი – ორ წრედ. 4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში)

პირველი წრე, აღმოსავლეთის ხუთეული.

8-12 თებერვალი, არენა 1

პეგასი – თელავი 46-17

პეგ: ი. დიხამინჯია, ბურანისი – კაჭკაჭაშვილი 8, ჯაფარიძე 7, კუხალაშვილი 6, ნ. კევლიშვილი 6, თ. კევლიშვილი 4, ქათამაძე 4, კალანდაძე 3, კახოშვილი 3, კავთელიშვილი 2, პატაშური 2, ცხოვრებაძე 1 – მწვ. კალანდაძე, სახვაძე

თელ: გელაშვილი, ერქომაიშვილი – ოდელაშვილი 7, თ. ილაშვილი 5, დ. ილაშვილი 4, ბოჭორიშვილი 1, ტეფანიშვილი, სხილაძე, რ. მირიანაშვილი, გერგიშვილი, მებაღიშვილი, ა. მირიანაშვილი, ჭიღლაშვილი – მწვ. მამალაშვილი

რუსთავი-ქარიშხალა 31-33                                                                                                    

რუს: ნ. ბაბუნაძე – ეძგვერაძე 16, გავაშელიშვილი 8, ჩოხელი 2, დარსაველიძე 2, გ. ბაბუნაძე 2, ერემეიშვილი 1, რ. ბაბუნაშვილი, ოთიაშვილი, მეტრეველი – მწვ. ხარაიძე, მძელური

ქარ: მღებრიშვილი – ასაბაშვილი 12, ზურაბიანი 8, ცანავა 6, გიორგაძე 3, გობეჯიშვილი 2, ციხიშვილი 2, ქურასპაული, დიღმელაშვილი, ბეინაშვილი, ხაჟომია – მწვ. ფერაძე, ქობელაშვილი

მსაჯები: გ. დიხამინჯია, ვ. ბაძაღუა, დელეგატი: ლ.გელაშვილი

9 თებ. 14:30 თელავი-გორი, 16:00 ქარიშხალა-პეგასი

10 თებ. 15:00 გორი-რუსთავი, 16:30 ქარიშხალა-თელავი

11 თებ. 15:00 გორი-ქარიშხალა 16:30 რუსთვი-პეგასი

12 თებ. 15:00 რუსთავი-თელავი 16:30 პეგასი-გორი

დასავლეთი. 1 წრე – 16-18 თებერვალი, ოზურგეთში

პირველი წრის საერთო ტური – 4-8 მარტი, თბილისი

მეორე წრე. აღმოსავლეთი – 18-22 მარტი, თბილისი

მეორე წრე. დასავლეთი –  25-29 მარტი.

მეორე წრე. საერთო ტური – 18-22 აპრილი, თბილისი

ფინალური ოთხეული – 2-3 მაისი, თბილისი

პირველი ეტაპი. დასავლეთი. ოზურგეთი

23 დეკ. სამტრედია-ფოთი 23-29, აჭარა-წყალტუბო 23-36, ქუთაისი-ბათუმი 24-36,

წყალტუბო-სამტრედია 35-19, ფოთი-ქუთაისი 36-20

24 დეკ.  ფოთი-აჭარა 19-17, ბათუმი-წყალტუბო 16-27. ქუთაისი-სამტრედია 21-31

ფოთი-ბათუმი 30-26, სამტრედია-აჭარა 27-21, წყალტუბო-ქუთაისი 31-15

25 დეკ. ბათუმი-აჭარა 24-20, წყალტუბო-ფოთი 40-32, ბათუმი-სამტრედია 22-20, აჭარა-ქუთაისი 14-27

წყალტუბო 10 ქულა, ფოთი 8, BSB ბათუმი 6, სამტრედია 4, ქუთაისი 2 – აჭარა 0

აღმოსავლეთი. თელავი. თამაზ ანთაძის არენა

24 დეკ. თელავი – ყვარელი 19-12, გორი – ლაგოდეხი 15-9, გორი – ყვარელი 15-9

25 დეკ. ლაგოდეხი – ყვარელი 6-9, თელავი – გორი 16-20, თელავი – ლაგოდეხი 16-12

გორი 8 ქულა, თელავი 4 –  ყვარელი 2, ლაგოდეხი 0

თბილისი.  არენა 1

2 დეკ. ქარიშხალა – იმედი 2 36-20, პეგასი – იმედი 1 47-10

3 დეკ. იმედი 1 – რუსთავი 8-36, იმედი 2 – პეგასი 9-51

4 დეკ. ქარიშხალა-იმედი 1 10-0, პეგასი – რუსთავი 42-25

5 დეკ. რუსთავი-იმედი 2 29-10, ქარიშხალა-პეგასი 23-42

6 დეკ. რუსთავი-ქარიშხალა 31-29, იმედი 2 – იმედი 1 30-18

პეგასი 8 ქულა, რუსთავი 6, ქარიშხალა 4 – იმედი-2 2, იმედი-1 0

ფოტო: ტიტე კალანდაძე, პეგასი

Leave a Reply