EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

გოგონათა ნაკრები ისრაელში მიემგზავრება

20 იანვარს ისრაელში მიემგზავრება ხელბურთელ გოგონათა ნაკრები, რომელიც იქ 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქე იქნება ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრები.

ორივე გუნდი ემზადება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ჩვენი გუნდის მეტოქეები, 18-20 მარტს, იქნებიან მონტენეგრო და სერბეთი (ტურნირი მონტენეგროში გაიმართება), ხოლო ისრაელი ეთამაშება საფრანგეთს, მაკედონიასა და სლოვენიას.

 

საქართველოს გოგონათა ნაკრებს 2016 წელს კიდევ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი უწევს. 8-13 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება IHF/EHF ქალთა თასი. ტურნირს ერთობლივად ატარებენ ხელბურთის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციები. მონაწილეები იქნებიან განვითარებადი სახელბურთო ქვეყნები. ევროპულ ტურნირზე ითამაშებს 8 ქვეყანა და მონაწილეების სიას EHF 30 იანვარს გამოაცხადებს. ასაკობრივი კატეგორია იქნება 1997 წელს და გვიან დაბადებულები. ტურნირის გამარჯვებული 2017 წელს ითამაშებს საკონტინენტთაშორისო ტურნირზე, სადაც რეგიონული კონფედერაციების გამარჯვებულები გამოვლენ.

ივნისის ბოლოს ნაკრები გაემგზავრება შვედეთში და გიოტებორგში ითამაშებს ევროპის ღია პირველობაზე თვრამეტწლამდელთა შორის. რადგანაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი ამ ასაკში არ იმართება, ე,ს ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატია, სადაც უძლიერესი გუნდები გამოვლენ.

რაც შეეხება ისრაელის ტურნეს, იქ ამ ქვეყნის ხელბურთის ფედერაციამ მოგვიწვია. თამაშები გაიმართება 21, 22 და 23 იანვარს. ორჯერ ვეთამაშებით ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებს, ხოლო მესამე მატჩში შევხვდებით რომელიმე იქაურ კლუბს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 1998 წელს და უფრო გვიან დაბადებულები არიან, ამიტომაც ისრაელშიც და მონტენეგროშიც ორი წლით უფროსებთან მოუწევთ თამაში.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ გოგონათა ნაკრები რეგულარულად ემზადებოდა გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით. ორი კვირაა, რაც მწვრთნელთა შტაბში მატებაა – გუნდთა ერთად იმუშავებს გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი, ოლექსანდრ გურსკი. ისრაელში გამგზავრების წინ გუნდმა საწვრთნელი შეკრება გაიარა სპორტკომპლექს არენაში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თათია გადელიამ – ისრეელში ის გუნდთან ერთდ ინება, მაგრამ ვერ ითამაშებს.

საქართველოს გოგონათა ნაკრები ისრაელში (21-23 იანვარი, 2016)

12. ანა ვარდიშვილი(GK, მამული, 177, 1999) –16. ქრისტინე ჯავახია(GK, ფოთი, 175, 1998) –22. მარიამ ჩაჩუა(GK, პეგასი, 184, 1999) –7. თინა ქიტესაშვილი(CB, ყვარელი, 170, 1999) –9. თათია გადელია(RB, ფოთი, 172, 1998) –10. მარიკა ჯავახაძე(P, წყალტუბო, 170, 1999) –13. ქრისტინე ღვალაძე(LW, მამული, 162, 1998) –15. თამარ ჩოგოვაძე(LW, პეგასი, 162, 1999) –17. მედეა ჩოხელი(P, პეგასი, 177, 1999) –18. ქეთევან ვენეცკი(RB, პეგასი, 174, 1998) –19. ანა ყველაშვილი(CB, მამული, 177, 1999) –23. ნინო გაგნიძე(RW, პეგასი, 170, 2002) –24. ჯულია ჩირგაძე(LB, წყალტუბო, 178, 2001) –29. ქეთი კუნელაშვილი(LB, ყვარელი, 176, 1999) –31. მაია ბერიძე(CB, პეგასი, 167, 1999) –გიორგი გვაზავა(1978, მთავარი მწვრთნელი),ინა ჭკუასელი(1985,, მწვრთნელი),ოლექსანდრ გურსკი(1966, მწვრთნელი).გიორგი კაზალიკაშვილი(1993, ექიმი),ლანა მარგიანი(1988, გუნდის ლიდერი)

Leave a Reply