გერმანია ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე, 22 იანვარს ფრედ ითამაშეს შვედეთმა და რუსეთმა – 28-28, გერმანიამ დაამარცხა უნგრეთი – 29-19. დღეს მეორე ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩია: საფრანგეთი-ხორვატია და პოლონეთი-ნორვეგია. 

გერმანიის ნაკრებს ტრავმების გამო ყველაზე დიდი დანაკლისი აქვს ამ ჩემპიონატზე, მაგრამ ჯერჯერობით მშვენივრად თამაშობს, მხოლოდ ესპანეთთან დამარცხდა და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ფლანგებზე გენსჰაიმერსა და გრიოცკის სრულფასოვნად ცვლიან კილის რუნე დამკე და პოლონური კელცეს ტობიას რაიხმანი; პივოტის პოზიციაზე არიან ჰენდრიკ პეკელერი და იანიკ კოლბახერი, უკანა ხაზში – ფაბიან ვიდე, შტეფენ ფათი, ქრისტიან დისინგერი – ახალგაზრდები, ვისაც ადრე ნაკრებში თამაშის შანსი ნაკლებად ჰქონდა. გერმანიამ სრულიად უპრობლემოდ მოუგო გადაბერებულ უნგრეთს და ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი დარჩა – 24 იანვარს რუსეთთან  და 27 იანვარს – დანიასთან.

შვედეთმა ძალიან ძნელ სიტუაციაში გადაარჩინა მატჩი რუსეთთან. სრულად თანაბარ თამაშში 2 ბურთზე მეტით წინ არავინ გასულა, მაგრამ 58-ე წუთზე შვედების საუკეთესო ბომბარდირი იოჰან იაკობსონი ორწუთიანში წავიდა, ტიმურ დიბიროვმა კი შვიდმეტრიანი გაიტანა – 28-26 რუსეთის სასარგებლოდ. დარჩენილი  იყო 2 წუთი და 25 წამი, საიდანაც შვედები 2 წუთი კაცნაკლულები უნდა ყოფილიყვნენ.

პირველივე შეტევაში კონრადსონმა 9 მეტრიდან ვერ გაიტანა, მაგრამ შელემენკომ გარბენი გააკეთა, ოლსონმა და ლინდგრენმა ტაიმაუტი აიღეს, მეკარე მეექვსე მოთამაშით შეცვალეს და ზახრისონმა სხვაობა შეამცირა. 27-28, მაგრამ დარჩენილი  იყო სულ 53 წამი და ბურთი რუსეთს ჰქონდა. რუსები კარში დარტყმას არ ჩქარობდნენ, მაგრამ შიშკარევი მეტოქემ კუთხეში მიიმწყვდია და რუსი აიძულა, საწინააღმდეგო ფლანგზე გადაეგდო ბურთი. ეს პასი, დიბიროვის მისამართით, აუტში გავიდა, ზახრისონმა სწრაფად შემოიტანა, მიაწოდა გაძევებიდან დაბრუნებულ იაკობსონს და მანაც სირენამდე 8 წამით ადრე ანგარიში გაათნაბრა -28-28.

ამის მიუხედავად, შვედებს სულ 1 ქულა აქვთ, ნახევარფინალში ვერ გავლენ და მხოლოდ ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის იბრძოლებენ. 24 იანვარს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, გერმანია-რუსეთი, რომელიც გაარკვევს, ვის დარჩება შანსი ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად. ამავე დღეს ითმაშებენ ჯგუფის ლიდერები, ესპანეთი და დანია, რომლებიც 22 იანვარს ისვენებდნენ.

ყველა მატჩის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ინტერნეტ-ტელევიზიით. აქვეა ყველა თამაშის ჩანაწერი:http://www.ehftv.com/int

ხელბურთი.ევროპის  მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.

მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი

2 ჯგუფი.ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

22 იანვარი.გერმანია-უნგრეთი 29-19

გერ: ვიდე 7/6, რაიხმანი 5, დამკე 3, ვაინჰოლდი 3, ფათი 3 – ვოლფი, ლიხტლაინი 14/33-42%

უნგ: ლ. ნადი 3, კ. ნადი 3, ჯამალი 3 – ბარტუცი, მიკლერი 7/36-20%

შვედეთი-რუსეთი 28-28

შვდ: იაკობსონი 11/9, კალმანი 5, ოსტლუნდი 4, ეკბერგი 3 – ანდერსონი, აპელგრენი 9/37-24%

რუს: დიბიროვი 10/7, ჟიტნიკოვი 4, შიშკარევი 3, გორბოკი 3, შელემენკო 3, სოროკა 3

დანია2მატჩი/4 ქულა, ესპანეთი 2/4,  გერმანია 3/4, რუსეთი 3/3, შვედეთი 3/1, უნგრეთი 3/0

1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22

24 იან. 21:15 გერმანია-რუსეთი, 23:30 ესპანეთი-დანია

26 იან. 21:15 ესპანეთი-უნგრეთი, 23:30 შვედეთი-დანია

27 იან. 19:00 შვედეთი-უნგრეთი, 21:15 გერმანია-დანია, 23:30 ესპანეთი-რუსეთი

23 იანვარი

1 ჯგუფი.კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

21:15 საფრანგეთი-ხორვატია

http://www.ehftv.com/int/livestream/431844-2016-01-23-ehf-mens-euro-2016-main-round

23:30 პოლონეთი-ნორვეგია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-23-ehf-mens-euro-2016-main-round

პოლონეთი 2 /4, ნორვეგია 2/4, ხორვატია 3/4, საფრანგეთი 3/4, მაკედონია 3/0, ბელარუსი 3/0

1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29

21 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 34-23, მაკედონია-ხორვატია 24-34

25 იან. 21:15 მაკედონია-ნორვეგია, 23:30 პოლონეთი-ბელარუსი

27 იან. 19:00 მაკედონია-ბელარუსი, 21:15 საფრანგეთი-ნორვეგია 23:30 პოლონეთი-ხორვატია

29 იანვარი. ნახევარფინალი.21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30.  მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი.18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply