გერმანიას დანიელთა მეკარემ მოუგო  

მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, ოთხი მეოთხედფინაისტი გამოვლინდა. 12 დეკემბერს ითამაშებენ შვედეთი-დანია, მონტენეგრო-საფრანგეთი. მასპინძელი, გერმანია, ტურნირს გამოეთიშა, დღეს 4 დარჩენილი მერვედფინალია.

გერმანია, შეიძლება ითქვას, პირადად დაამარცხა დანიელთა მეკარე სანდრა ტოფტმა, ვინც პირველ ტაიმში მხოლოდ 7 ბურთი გაუშვა და მოგერიებათა პროცენტი სამოცამდე ჰქონდა. დანიამ ნახევარი 11-17 მოიგო, შემდეგ მეტე ტრანბორგმა გაიტანა ზედიზედ ოთხჯერ, 55-ე წუთზე კი ანგარიში 20-13 იყო. ბოლოში გერმანიამ ორი ბურთი გაიტანა ცარიელ კარში და ანგარიში შეალამაზა, 17-21.

დანიის მეტოქე მეოთხედფინალში იქნება შვედეთი, რომელმაც გაანადგურა სლოვენია – 33-21. იზაბელ გულდენი აქ მეორე პლანზე იყო, თავი გამოიჩინეს მარჯვენა შუამარბმა იოჰანა ვესტბერგმა (8 გოლი) და მეკარე იოჰანა ბუნდსენმა 19 მოგერიებით. ნორვეგიის დამარცხების შემდეგ შვედეთი ბადის ამ ნახევარში ფავორიტად ითვლება.

ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი საფრანგეთი თავიდან ბოლომდე უგებდა უნგრეთს, თუმცა, საბოლოოდ ბოლო 20 წუთში გატეხა – 29-26. სერბეთმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა (3 მოგება, 2 ფრე), მაგრამ მერვედფინალში სუფთად დამარცხდა პლეიოფში წვალებით, ბოლო მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით გასულ მონტენეგროსთან.   36-ე წუთზე სხვაობა 7 ბურთი იყო (21-14) და სერბეთი მხოლოდ 55-ე წუთზე ჩაეჭიდა შანსს, როცა მეტოქეს სამამდე დაუახლოვდა 26-29, თუმცა, 29-31 წააგო. ჯამში 19 ბურთი გაიტანა მონტენეგროს ვეტერანთა სამეულმა – რადიჩევიჩმა, ბულატოვიჩმა და რაიჩევიჩმა, მაშინ როცა სერბეთის ლიდერთა წყვილის, ლეკიჩ-დამნიანოვიჩის ანგარიშზე ერთადერთი გოლი იყო.

დღეს დარჩენილი 4 მერვედფინალია:  რუსეთი-კორეა, იაპონია-ჰოლანდია (იხილეთ აქ: https://www.olympicchannel.com/de/tv/livestream-3/, რუმინეთი-ჩეხეთი, ესპანეთი-ნორვეგია (https://www.olympicchannel.com/de/tv/livestream-4/).

ხელბურთი. ქალთა 23- მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017

10 დეკემბერი, მერვედფინალი 

მაგდებურგი. სერბეთი-მონტენეგრო 29-31

სრბ: ჩოლიჩი 3/15, ტომაშევიჩი 3/19 – ცვიიჩი 7, კრპეჟი 5, თ. რადოევიჩი 4, დ. რადოევიჩი 4, ნიკოლიჩი 3,  რადოსავლევიჩი 2, დმიტროვიჩი 1, ლავკო 1, დამნიანოვიჩი 1, ობრადოვიჩი 1, ლეკიჩი, პოპ-ლაზიჩი, სტევინი, სტოილიკოვიჩი 
მნტ: რაიჩიჩი 4/24, ჰასანიჩი 1/8 – რადიჩევიჩი 9, ბულატოვიჩი 6, რაიჩევიჩი 4, იაუკოვიჩი 4, ბრნოვიჩი 3, დესპოტოვიჩი 2, გრბიჩი 1, ბ. კლიკოვაცი 1, პავიჩევიჩი 1, ა. კლიკოვაცი

ლაიპციგი. უნგრეთი-საფრანგეთი 26-29

უნგ: ბირო 10/33, იანურიკი 3/9 – კოვაჩიჩი 6, ლუკაჩი 6, კლივინი 3, ბოდი 3, შაცლი 3, გორბიცი 2, სოლოში 2, ჰაფრა 1, სუჩანსკი, კოვაჩი, კიშფალუდი, სეკერეში, მაიერი, მესაროში

საფ: ლეინო 5/17, დარლო 2/16 – ლაკრაბერი 5, ლანდრი 4, ნიომბლა 3, ზაადი 3, პინო 3, აილიონი 3, დანსეტი 3, უეტი 2, დემბელე 2, ნზემინკო 1, ფლიპი, ნიაკატე, ედვიჟი

მაგდებურგი. გერმანია-დანია 17-21

გერ: ვოლტერინგი 11/30, ეკერლე 0/1 – შმიტსი 6, გუბერნატისი 5, გეშკე 2, ლორპერი 2, კაროლიუსი 1, ჰუბერი 1, კლაინი,  ბენკე,  ბიოლკი, მანსონი, ფიშერი, შტოლე

დან: ტოფტი 17/33 – ტრანბორგი 5, ს. იორგენსენი 5, იენსენი 3, ჰაინდალი 3, ივერსენი 2, ვოლერი 2, გრიგელი 1, ფისკერი, ნილსენი, ლ. იორგენსენი, კ. იორგენსენი

ლაიპციგი. შვედეთი-სლოვენია 3321  

შვდ: ბუნდსენი 19/40 – ვესტბერგი 8, ჰაგმანი 5, ტოფტ-ჰანსენი 4, რობერტსი 3, გულდენი 3, ლაგერკვისტი 3, მელეგორი 2, ბლომსტრანდი 2, გუსტინი 1, სანდი 1, სტრომბერგი 1, ეკენმანი, იაკობსენი

სლნ: პანძიჩი 8/37, ვოინოვიჩი 1/5 – კორენი 8, გროსი 4, ირმანი 2, ამონი 2, ფერფოლია 1, რუდმანი 1, აბინა 1, ვრჩეკი 1, კრჰლიკარი 1, ზაბიეკი, ზულიჩი, ვუჩკო, ბეგანოვიჩი

11 დეკ, 20:30. მაგდებურგი. რუსეთი-კორეა https://www.olympicchannel.com/de/tv/livestream-3/

11 დეკ, 20:30. ლაიპციგი. რუმინეთი-ჩეხეთი https://www.olympicchannel.com/de/tv/livestream-4/

11 დეკ, 23:30. მაგდებურგი. იაპონია-ჰოლანდია https://www.olympicchannel.com/de/tv/livestream-3/

11 დეკ, 23:30. ლაიპციგი. ესპანეთი-ნორვეგია https://www.olympicchannel.com/de/tv/livestream-4/

მეოთხედფინალი: 12-13 დეკემბერს

12 დეკ, ლაიპციგი, 20:30 შვედეთი-დანია, 23:45 საფრანგეთი-მონტენეგრო

13 დეკ, მაგდებურგი. რუმ-ჩეხ/იაპ-ჰოლ, ესპ-ნორ/რუს-კორ

ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს

17-24 ადგილები, პრეზიდენტის თასი, 20 დეკემბერი

17-20. ლაიპციგი. ანგოლა-პოლონეთი 33-34 (პენ, 24-24), ბრაზილია-კამერუნი 28-26

21-24. მაგდებურგი. პარაგვაი-არგენტინა 28-25, ტუნისი-ჩინეთი 31-32

11 დეკემბერი

მაგდებურგი. 14:30 არგენტინა-ტუნისი (23-24), 17:00 პარაგვაი-ჩინეთი (21-22)

ლაიპციგი. 14:30 ანგოლა-კამერუნი (19-20), 17:00 პოლონეთი-ბრაზილია (17-18)

 

Leave a Reply