ჭაბუკთა ჩემპიონატი თელავსა და სენაკში გაგრძელდა

გრძელდება საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში. შაბათ-კვირას მორიგი ტურები გაიმართა სენაკში და თელავში, თამაზ ანთაძის არენაზე. მორიგი მატჩები მოიგეს ლიდერებმა, პეგასმა და სამტრედიამ.

აღმოსავლეთში მეორე ადგილზეა ყვარელი, რომელმაც ფრედ, 16-16 ითამაშა თელავთან, მესამეა ქარიშხალა. დასავლეთში სამტრედიამ 25-17 დაამარცხა აჭარის გუნდი და 15 ქულით ლიდერობს. სამწუხაროდ, ჩემპიონატს ვეღარ აგრძელებს ზუგდიდის გუნდი, რომლის შედეგები გაუქმდა, ამან კი ცხრილში ცვლილებები გამოიწვია. მეორე ადგილზეა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, მესამეზე – აჭარის გუნდი.

წლის ბოლომდე კიდევ ორი სათამაშო კვირაა: 16-17 და 23-24 დეკემბერი. საბოლოოდ, ორი რეგიონალური ლიგის 4-4 საუკეთესო გუნდი 2018 წელს საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

სამშაბათს, სპორტომპლექს არენის მეორე დარბაზში განახლდება კაცთა ეროვნული ჩემპიონატიც. 12-14 დეკემბერს მე-5-7 ტურის მატჩებს გამართავს აღმოსავლეთის ოთხი გუნდი, 20-22 დეკემბერს კი დასავლეთის ოთხეული დაასრულებს პირველ წრეს ქუთაისის სპორტის სასახლეში.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

მეორე წრე

აღმოსავლეთი. 9 დეკემბერი. თელავი. თამაზ ანთაძის არენა. თელავი-ყვარელი 16-16, რუსთავი-პეგასი 14-34, გორი-ქარიშხალა 15-18, თელავი-რუსთავი 26-28, გორი-ყვარელი 15-30, პეგასი-ქარელი 33-22

მსაჯები: ნ. კევლიშვილი-თ. კევლიშვილი, ლ. მამულაშვილი-ა. ხანდოლიშვილი (თბილისი)

პეგასი——–10–10—0—0–299-115—20

ყვარელი——9—7—1—1—186-147—15

ქარიშხალა—9—6—0—3—186-184—12

თელავი——-9—3—1—5—176-183—7

რუსთავი—–10—3—0—7—189-258—6

გორი———10—2—0—8—139-211—4

ქარელი——-9—1—0—8—166-243—2

დასავლეთი. 10 დეკემბერი, სენაკი. ბსბ ბათუმი-ფოთი 23-15, ქუთაისი-ხელვაჩაური 34-32, აჭარა-სამტრედია 17-25, ბსბ ბათუმი-ხელვაჩაური 34-25, ფოთი-ქუთაისი 25-27

მსაჯები: გ. გველესიანი – გ. ხაჭაპურიძე (წყალტუბო), გ. ქავთარაძე – ნ. ვარშანიძე (ბათუმი)

დელეგატი: ბ. ორჯონიკიძე (თბილისი)

სამტრედია—8—7—1—0—196-122—15

BSB ბათუმი–8—6—1—1—205-144—13

აჭარა———-8—5—0—3—206-166—10

ქუთაისი——8—3—0—5—145-243—6

ფოთი———8—2—0—6—158-183—4

ხელვაჩაური–8—0—0—8—176-228—0

ეროვნული ჩემპიონატი, კაცები

5-7 ტურები, აღმოსავლეთი. არენა 2

12 დეკემბერი

13:00 იმედი თელავი – პეგასი, 15:00 სტუ/ქარიშხალა – გორი

13 დეკემბერი

13:00 გორი – იმედი თელავი, 15:00 – პეგასი – სტუ/ქარიშხალა

14 დეკემბერი

13:00 პეგასი – გორი, 15:00 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა

————————თ–მ–ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———4—4—0—0–149-108–8

ქუთაისი————-4—3—0—1–146-119–6

იმედი თელავი—–4—3—0—1–121-106–6

პეგასი—————-4—2—0—2–151-133–4

სტუ-ქარიშხალა—-4—2—0—2–121-120–4

გორი—————–4—2—0—2–138-147–4

წყალტუბო———–4—0—0—4–121-164–0

სამტრედია———-4—0—0—4—-90-140–0

Leave a Reply