ერთი სენსაცია და ორი ოვერტაიმი  

მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში. დღეს ლაიპციგში თამაშობენ შვედეთი-დანია, საფრანგეთი-მონტენეგრო, ხვალ კი ორი მატჩი მაგდებურგშია: ჰოლანდია-ჩეხეთი, ნორვეგია-რუსეთი. 

წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი რუმინეთი 27-28 დამარცხდა ჩეხეთთან. რუმინელთა გუნდი ზედმეტადაა დამოკიდებული ლიდერზე – ქრისტინა ნიაგუმ 13 გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლოში დაიღალა. რუმინეთი 23-ე წუთზე 14-9 იგებდა, მაგრამ, მეორე ტაიმში რისანკოვამ გაათანაბრა 20-20. ჩეხების უკანა ხაზმა (ლუზუმოვა, იერაბკოვა, რისანკოვა) ჯამში 18 გოლი დააგროვა, გუნდი კი პირველად 59-ე წუთზე დააწინაურა იერაბკოვამ (26-25). ამის შემდეგ კი რუმინეთმა ორჯერ გაათანაბრა. ბოლოს – ნიაგუმ, შვიდმეტრიანიდან, 27-27. ჩეხეთს 11 წამი ჰქონდა დარჩენილი და ზედ ბოლო წამზე მარჯვენა კუთხიდან მიხაელა ჰრბკოვამ გამარჯვების გოლი გაიტანა – 28-27. ჩეხეთი ჯგუფში დაკავებული მეოთხე ადგილიდან მეოთხედფინალში მოხვდა, რუმინეთი კი სერბეთის შემდეგ მეორე გუნდია, ვინც ჯგუფური ტურნირი მოიგო, მაგრამ მერვედფინალშივე დამარცხდა.

ორი მატჩი აზიური გუნდების მონაწილეობით ნამდვილი ომი იყო. კორეამ 13-16 წააგო პირველი ტაიმი ოლიმპიურ ჩემპიონ რუსეთთან და პირველად 58-ე წუთზე, გამთამაშებელ ლი მიგიონის დარტყმის შემდეგ დაწინაურდა – 29-28. ლიმ 11 გოლი გაიტანა, მარჯვენა შუამარბმა რიუმ – 10, რუსეთმა კი მაინც გადაიყვანა თამაში ოვერტაიმში (30-30) და შემდეგ ორი ბურთით წინ გავიდა 32-30. რუსებში საუკეთესო იყო მარცხენა ინსაიდი ვედეხინა (9 გოლი). 70-ე წუთზე კორეამ ისევ დაიყვანა სხვაობა მინიმუმამდე, მაგრამ ბოლო შეტევა რუსეთს დარჩა – 36-35.   

კორეის მსგავსად, იაპონიის გუნდიც, დანიელი მწვრთნელის ულრიკ კირკელის ხელმძღვანელობით, ახერხებს მეტოქეებთან სიმაღლეში და ფიზიკურ კონდიციებში ჩამორჩენის კომპენსირებას სისწრაფითა და ავტომატიზმამდე დამუშავებული კომბინაციებით. იაპონია-ჰოლანდიის მატჩში ძალიან მკაცრი დაცვა იყო, ძირითად დროში სულ 40 გოლი გავიდა და ჰოლანდიელთა მეკარის, ვესტერის 6 მეტრიდან მოგერიებული დარტყმა რომ არა ბოლო წუთზე, ოვერტაიმი შეიძლება არც ყოფილიყო 20-20. ჰოლანდიამ ვერავითარი უპირატესობა ვერ მიიღო უკანა ხაზიდან, თუმცა, თამაშის ბედი გადაწყვიტა მარჯვენა გარემარბის, ანგელა მალეშტაინის 7 გოლმა. წინა ჩემპიონატის ფინალისტმა 26-24 მოიგო, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მიიღო იაპონელთა 30 წლის მეკარემ საკურა კამეტანიმ, რომელიც დედით ნორვეგიელია და კრისტიანსანდში თამაშობს.

ნორვეგიამ ბოლოს მაინც გატეხა ესპანეთი, 31-23 და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება. ეს იქნება მეოთხედფინალის ბოლო და მთავარი მატჩი – მსოფლიო ჩემპიონი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ. ნორვეგიამ  ოლიმპიური ტიტული 2016 წელს სწორედ რუსეთთან ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ დათმო.

ხელბურთი. ქალთა 23- მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017

11 დეკემბერი, მერვედფინალი 

მაგდებურგი. რუსეთი-კორეა 36-35 (დ.დ. 30-30)

რუს: კალინინა 7/18, უტკინა 4/28 – ვედეხინა 9, ვიახირევა 7, სამოხინა 6, მაკეევა 6, დმიტრიევა 4, საბიროვა 3, პეტროვა 1, მანაგაროვა, კოჩეტოვა, მარკოვა, პუნკო, მალაშენკო

კორ: პარკი 6/23, იუ 1/16, ციონი 1/5 – ლი 11, რიუ 10, იუ 4, გიმი 3, ჩოი 2, სიმი 2, კანი 1, სონი 1, კიმი 1

ლაიპციგი. რუმინეთი-ჩეხეთი 27-28

რუმ: დუმანსკა 5/20, დედუ 2/15 – ნიაგუ 13, გაიგერი 4, ბუჩესკი 3, უდრისციოიუ 2, პინტეა 2, დრაგუცი 2, არდიან-ელისეი 1, პოპა, ფლორიანუ, სუჩი, ლასლო, ბერბეჩე, ტატარი

ჩეხ: კუდლაჩკოვა 8/24, სატრაპოვა 1/11, მუელნეროვა 0/1 – იერაბკოვა 7, ლუზუმოვა 6, რისანკოვა 5, მალა 5, ჰრბკოვა 3, ზახოვა 1, მანაკოვა 1, ადამკოვა, კოდროვსკა, სეტელიკოვა, მარჩიკოვა,

მაგდებურგი. იაპონია-ჰოლანდია 24-26 (დ.დ. 20-20)

იაპ: კამეტანი 14/36, 1 გოლი – იკეჰარა 5, მაცუმურა 4, ჰარა 3, ი. სუნამი 3, ტადა 2, ნაგატა 2, კ. სუნამი 1, კაცურენი 1, ოჰიამა 1, სასაკი 1, იოკოშიმა, ფუძიტა, შიოტა

ჰოლ: ვესტერი 6/22, იანკოვიჩი 2/9 – მალეშტაინი 7, პოლმანი 4, სმეტსი 3,  აბინგჰი 2, ვან დერ ჰაიდენი 2, ხროტი 2, ბონტი 1, სნელდერი 1, დულფერი, როზემალენი

ლაიპციგი. ესპანეთი-ნორვეგია 23-31

ესპ: ნავარო 2/15, ზოქბი 3/21 – მარტინი 6, კაბრალი 5, როდრიგესი 3, პენია 2, ჩავესი 2, ნუნიესი 1, არდერიუსი 1, ლ. გონსალესი 1,  მ. გონსალესი 1, მუსონსი 1, ა. გონსალესი, გუტიერესი, გარსია, ეჩებერია

ნორ: ლუნდე 12/31, გრიმსბო 2/6 – მორკი 11, ოფტედალი 6, კრისტიანსენი 4, ჰერემი 3, არნცენი 2, კურტოვიჩი 2, სკოგრანდი 1, ლოკე 1, სულბერგი 1,  ბრატსეტი, ინგსტადი

10 დეკემბერი: სერბეთი-მონტენეგრო 29-31, უნგრეთი-საფრანგეთი 26-29, გერმანია-დანია 17-21, შვედეთი-სლოვენია 33-21   

მეოთხედფინალი 

12 დეკ, ლაიპციგი. 20:30 შვედეთი-დანია 23:45 საფრანგეთი-მონტენეგრო

https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017—germany/

13 დეკ, მაგდებურგი. 20:30 ჩეხეთი-ჰოლანდია, 23:45 ნორვეგია-რუსეთი

ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს

17-24 ადგილები, 11 დეკემბერი

23-24 ადგილები: არგენტინა-ტუნისი 29-19

21-22 ადგილები: პარაგვაი-ჩინეთი 23-21

19-20 ადგილები: ანგოლა-კამერუნი  33-23

17-18 ადგილი: პოლონეთი-ბრაზილია 29-26

კლასიფიკაცია, 9-24: 9. სერბეთი 10. რუმინეთი 11. ესპანეთი 12. გერმანია 13. კორეა 14. უნგრეთი 15. სლოვენია 16. იაპონია – 17. პოლონეთი 18. ბრაზილია 19. ანგოლა 20. კამერუნი – 21. პარაგვაი 22. ჩინეთი 23. არგენტინა 24. ტუნისი

Leave a Reply