ბრინჯაოს მედლები სლოვენიამ მოიპოვა

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საფრანგეთ-ნორვეგიის ფინალია, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვა სლოვენიამ, რომელმაც 31-30 დაამარცხა ხორვატია. სლოვენიელები პირველად მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატების სამეულში – აქამდე მათი საუკეთესო შედეგი 2013 წელს დაკავებული მეოთხე ადგილი იყო.

არადა, ხორვატიამ 18-13 მოიგო პირველი ტაიმი, დასრულებამდე 16 წუთით ადრე 7 ბურთით იყო წინ, ხოლო 52-ე წუთზე 5 ბურთით ლიდერობდა – 29-24. აქ სლოვენიამ ზედიზედ გაიტანა 5 გოლი, შემდეგ შებეტიჩმა ბოლოჯერ დააწინაურა ხორვატები, მაგრამ ბოლო 2 წუთში იანცმა და მაცკოვშეკმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს – 31-30. თამაშის შემდეგ ზლატკო ჰორვატმა, რომელმაც წინადღით, ნორვეგიასთან ნახევარფინალის ბოლო წამზე შვიდმეტრიანი ვერ გაიტანა (ანგარიში 22-22 იყო და ნორვეგიამ ოვერტაიმში მოიგო), განაცხადა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი 24 საათი იყო.

მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=KEZ2HjXZvOM

მთელი მატჩი: https://www.youtube.com/watch?v=G8dstgRhlAI

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ბრინჯაოს ფინალი. 28 იანვარი. პარიზი. ბერსი,  8 625 მაყურებელი

სლოვენია-ხორვატია 31-30

სლნ: სკოკი 8/30, ლესიაკი 4/10 – ბეჟიაკი 4, მარგუცი 4, ცინგესარი 4, გრებენცი 3, გაბერი 3, ბლაგოტინშეკი 3, დოლენეცი 2, იანცი 2, ჰენიგმანი 2, მაცკოვშეკი 2, ზარაბეცი 1, კავტიჩნიკი 1, პოტეო, კოდრინი (მწვ. ვუიოვიჩი)

ხორ: სტევანოვიჩი 8/37, პეშიჩი 0/2 – ცინდრიჩი 7,  შტრლეკი 6, შებეტიჩი 5, ჰორვატი 4, დუვნიაკი 4, მამიჩი 1, სტეპანჩიჩი 1, კონტრეცი 1, მანდალინიჩი 1, მუსა, გოიუნი, მიჰიჩი, მატულიჩი, იოტიჩი (მწვ. ბაბიჩი)

მსაჯები: რალუი, საბროსო (ესპ)

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი. საფრანგეთი-ნორვეგია

Leave a Reply