საფრანგეთი უძლიერესია

მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მეექვსედ მოიპოვა საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში პარიზში, 15 000 მაყურებლის თვალწინ დაამარცხა ნორვეგია, 33-26.  საფრანგეთმა მოიგო ბოლო ხუთიდან მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდია. დიდიე დინარმა მოიპოვა პირველი ტიტული მთავარი მწვრთნელის რანგში, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა კარაბატიჩი გახდა. ჩემპიონმა ტურნირზე ცხრავე თამაში მოიგო.

ნორვეგია პირველად თამაშობდა ფინალში და პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი წინ იყო. მასპინძლებმა შეტევაში თვიდან კონტაქტური თამაში და ძალისმიერი გარღვევები არჩიეს, რის გამოც 7 შვიდმეტრიანი მოიპოვეს მთელ მატჩში (ნორვეგიამ – ვერცერთი), ნორვეგიამ კი შორიდან დარტყმები არჩია – მარცხენა შუამარბმა ესპენ ლი-ჰანსენმა პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მარჯვენა ინსაიდის პოზიციიდან ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ კენტ ტონესენს (4 დარტყმიდან 4 გოლი) და აივინდ ტანგენს (3/3). მეკარე ბერგერუდმა თითო შვიდმეტრიანი აუღო მაესა და გიგუს და ტაიმის ბოლომდე 6 წუთით ადრე ნორვეგია წინ იყო – 16-13, ხოლო ტიერი ომაიერი ამ დროისთვის კარგა ხნის შეცვლილი იყო და კარში ვენსან ჟერარი იდგა.

მაგრამ ნორვეგიამ კონცენტრაცია დაკარგა. მაეს და კარაბატიჩისა სწრაფი გარღვევების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა, 17-17, ნორვეგიას 40 წამი ჰქონდა შესატევად, მაგრამ ბურთი ვერ შეინარჩუნა და აბალოსა და პორტის გაქცევის შემდეგ პორტმა ზედ ბოლო წამზე წინ გაიყვანა საფრანგეთი – 18-17.

მეორე ტაიმი დაიწყო დიდიე დინარის სიურპრიზით – მწვრთნელმა რამდენჯერმე გამოიყენა დაცვაში 3-3 განლაგება, რამაც ნორვეგიელთა უკანა ხაზი დააბნია და მიქაელ გიგუ ზედიზედ სამჯერ გაიქცა სწრაფ შეტევაში. 37-ე წუთზე ანგარიში უკვე 23-18 იყო. ფრანგებმა უფრო მრავალფეროვნად შეუტიეს, შორიდან ამუშავდა უკანა ხაზი – რემილი, ნარსისი, კარაბატიჩი, ხაზზე დაიტვირთნენ ფაბრეგასი და სორენდო და ანგარიშმა ზრდა იწყო – 32-24 55 ქუთზე და 33-26 საფინალო სირენისას.

ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?v=YyHv57g0_ss

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ფინალი. 29 იანვარი. პარიზი. ბერსი,  15 609 მაყურებელი

საფრანგეთი-ნორვეგია 33-26

საფ: ჟერარი 11/27, ომაიერი 2/12- კარაბატიჩი 9/6 (4პ), პორტი 6/5, გიგუ 6/5 (2 პენ), მაე 6/5 (3 პენ),  რემილი 12/4, სორენდო 5/3, ფაბრეგასი 3/2, ნარსისი 4/2 (4პ), აბალო 1/1, ნგესანი 1/0, დიპანდა (აკამბრეი, ნიოკა, მემი – ლ. კარაბატიჩი – მწვ. დინარი)

ნორ: ბერგერუდი 13/42, ქრისტენსენი 4/8 – ტონესენი 5/5, ბიორნსენი 5/4, მირჰოლი 6/4, ჰანსენი 7/4, ტანგენი 8/3,  იონდალი 3/2, ოსალივანი 3/1, საგოსენი 5/1, გულერუდი 2/1, იოჰანესენი 1/1, ჰიკერუდი 1/0 (ოვერბიუ, როდი, ლინდბიო – ერევიკი – მწვ. ბერგე)

მსაჯები: გედინგი, ჰანსენი (დან)

ოლ-სტარი: GK ვენსან ჟერარი, საფ LW ჯერი ტოლბრინგი, შვდ LB სანდერ საგოსენი, ნორ CB დომაგოი დუვნიაკი, ხორ RB ნედიმ რემილი, საფ RW ქრისტიან ბიორნსენი, ნორ P ბიარტე მირჰოლი, ნორ MVP ნიკოლა კარაბატიჩი, საფ – ინდივიდუალური სტატისტიკა. გოლები: კირილ ლაზაროვი, მკდ 50 თამაშიდან: მირჰოლი 42 – გოლი+პასი: საგოსენი 41+43, ლაზაროვი 50+28, კარაბატიჩი 31+42

საბოლოო კლასიფიკაცია: 1. საფრანგეთი 2. ნორვეგია 3. სლოვენია 4. ხორვატია – 5. ესპანეთი 6. შვედეთი 7. უნგრეთი 8. ყატარი – 9. გერმანია 10. დანია 11. ბელარუსი 12. რუსეთი. 13. ეგვიპტე 14. ისლანდია 15. მაკედონია 16. ბრაზილია – 17. პოლონეთი 18. არგენტინა 19. ტუნისი 20. საუდის არაბეთი 21. ჩილე 22. იაპონია 23. ბაჰრეინი 24. ანგოლა

მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორები

1938 (გერმანიაში, 4 გუნდი) – 1. გერმანია 2. ავსტრია 3. შვედეთი 4. დანია

1954 (შვედეთი, 6) – 1. შვედეთი 2. დას. გერმანია 3. ჩეხოსლოვაკია 4. შვეიცარია

1958 (გერმანია, 16) – 1. შვედეთი  2. ჩეხოსლოვაკია 3. გერმანია 4. დანია

1961 (გერმანია, 12) – 1. რუმინეთი 2. ჩეხოსლოვაკია 3. შვედეთი 4. გერმანია

1964 (ჩეხოსლოვაკია, 16) – 1. რუმინეთი 2. შვედეთი 3. ჩეხოსლოვაკია 4. დას. გერმანია

1967 (შვედეთი, 16) – 1. ჩეხოსლოვაკია 2. დანია 3. რუმინეთი 4. სსრკ

1970 (საფრანგეთი, 16) – 1. რუმინეთი 2. აღმ. გერმანია 3. იუგოსლავია 4. დანია

1974 (აღმ. გერმანია, 16) – 1. რუმინეთი 2. აღმ. გერმანია 3. იუგოსლავია 4. პოლონეთი

1978 (დას. გერმანია, 16) – 1. დას. გერმანია 2. სსრკ 3. აღმ. გერმანია 4. დანია

1982 (დას. გერმანია, 16) – 1. სსრკ 2. იუგოსლავია 3. პოლონეთი 4. დანია

1986 (შვეიცარია, 16) – 1. იუგოსლავია 2. უნგრეთი 3. აღმ. გერმანია 4. შვედეთი

1990 (ჩეხოსლოვაკია, 16) – 1. შვედეთი 2. სსრკ 3. რუმინეთი 4. იუგოსლავია

1993 (შვედეთი, 16) – 1. რუსეთი 2. საფრანგეთი 3. შვედეთი 4. შვეიცარია

1995 (ისლანდია, 24) – 1. საფრანგეთი 2. ხორვატია 3. შვედეთი 4. გერმანია

1997 (იაპონია, 24) – 1. რუსეთი 2. შვედეთი 3. საფრანგეთი 4. უნგრეთი

1999 (ეგვიპტე, 24) – 1. შვდეთი 2. რუსეთი 3. იუგოსლვი 4. ესპანეთი

2001 (საფრანგეთი, 24) – 1. საფრანგეთი 2. შვედეთი 3. იუგოსლავია 4. ეგვიპტე

2003 (პორტუგალია, 24) – 1. ხორვატია  2. გერმანია 3. საფრანგეთი 4. ესპანეთი

2005 (ტუნისი, 24) – 1. ესპანეთი 2. ხორვატია 3. საფრანგეთი 4. ტუნისი

2007 (გერმანია, 24) – 1. გერმანია 2. პოლონეთი 3. დანია 4. საფრანგეთი

2009 (ხორვატია, 24) – 1. საფრანგეთი 2. ხორვატია 3. პოლონეთი 4. ესპანეთი

2011 (შვედეთი, 24) – 1. საფრანგეთი 2. დანია 3. ესპანეთი 4. შვედეთი

2013 (ესპანეთი, 24) – 1. ესპანეთი 2. დანია 3. ხორვატია 4. სლოვენია

2015 (ყატარი, 24) – 1. საფრანგეთი 2. ყატარი 3. პოლონეთი 4. ესპანეთი

2017 (საფრანგეთი, 24) – 1. საფრაანგეთი 2. ნორვეგიაა 3. სლოვენიაა 4. ხორვატიაა

2019 (დანია/გერმანია, 24) –

2021 (ეგვიპტე, 24) –

2023 (პოლონეთი/შვედეთი, 24) –

Leave a Reply