ამბერკი ტაბიძე (1952-2017)

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 64 წლისა, გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ხელბურთელი, თბილისის „ქარიშხალას“ (1971-1990) და სსრკ ნაკრების (1977-84) წევრი, სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი (1977, 80, 81), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975) და VIII სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი (1983), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1977), სპორტის დამსახურებული მუშაკი (2009), ღირსების ორდენის კავალერი, თავისი დროისა და ამპლუის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე

ამბერკი ტაბიძე

და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ყველა ახლობელს.
პანაშვიდი 29, 30 იანვარს. ნუცუბიძის IV პლატო, 18 კორპ. ბინა 50
გამოსვენება 31 იანვარს, ხარების ეკლესიიდან (ნუცუბიძის III პლატო)

Leave a Reply