ბარსელონამ კილი მეორედაც დამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში ბარსელონამ ზედიზედ მეორედ, უკვე შინ დაამარცხა გერმანიის  კილი და უდანაკარგოდ, 7 მატჩიდან 14 ქულით ლიდერობს. 

B ჯგუფში, ბარსას უახლოესი მდევარი, უნგრეთის ვესპრემი შინ 30-32 დამარცხდა დანიის ოლბორგთან. ფრანგულმა ნანტმა 31-25 მოუგო სლოვენიის ცელიეს.

A ჯგუფში, წარუმატებელი სტარტის შემდეგ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო კიდევ ერთმა ფავორიტმა, პარი სენ ჟერმენმა – ფრანგულმა კლუბმა შინაც დაამარცხა პორტუგალიის პორტუ, 29-28. აქ ლიდერობს პოლონეთის კელცე, ვინც 36-29 აჯობა მაკედონიის ვარდარს. როგორც იქნა, ითამაშა უნგრეთის სეგედმა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა – 36-27 მოუგო ნორვეგიის ელვერუმს.

მომდევნო ტური 1 დეკემბერს დაიწყება, 10 დეკემბრიდან კი გამოცხადდება არდადაგები.  28-29 დეკემბერს კიოლნში გაიმართება წინა, 2019-20 სეზონის ფინალური ოთხეული. ნახევარფინალური წყვილები ასეთია: კილი-ვესპრემი, ბარსა-პსჟ. 2021 წლის იანვარში ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატია, ლიგა კი თებერვალში განახლდება.

EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 8 ტური, 25-26 ნოემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. კელცე 13 ქულა (8 თამაში), ფლენზბურგი 9 (6), მეშკოვი 7 (6), პსჟ 6 (6), პორტუ 6 (8), ვარდარი 3 (5),  ელვერუმი 2 (5), სეგედი 2 (4)

კელცე (პოლ) – ვარდარი (მკდ) 36-29

ა. დუიშებაევი 7, მორიტო 7, კორნეცკი (12 სეივი) – დიბიროვი 7, იოტიჩი 6

სეგედი (უნგ) – ელვერუმი (ნორ) 36-27

ბოდო 9, ბანჰიდი 6, მიკლერი (17) – ბლონცი 7

პარი სენ ჟერმენი (საფ) – პორტუ (პორ) 29-28

ჰანსენი 9, რემილი 4, ჟერარი (12) – სალინა 5

მეშკოვბრესტი (ბლრ) – ფლენზბურგი (გერ) გადაიდო

8 გადადებული მატჩი: (1 ტურიდან) სეგედი – პსჟ, (2) ვარდარი – ელვერუმი, (3) სეგედი – ვარდარი, (6) სეგედი – ფლენზბურგი, პსჟ – ვარდარი,  ელვერუმი – მეშკოვი, (7) ელვერუმი – სეგედი, (8) მეშკოვი – ფლენზბურგი

ჯგუფი. ბარსა 14 (7), ვესპრემი 11 (7), ოლბორგი 10 (8), კილი 7 (7), ნანტი 4 (5), მოტორი 4 (5), ცელიე 2 (7), ზაგრები 0 (6)

ვესპრემი (უნგ) – ოლბორგი (დან) 30-32

ნენადიჩი 6, ბოროზანი 6 – იულ-ლარსენი 8, მოლგორი 7

ცელიე (სლნ) – ნანტი (საფ) 25-31

კოდრინი 6, ჰორზენი 6, ივიჩი (15) – მილიჩი 6, ნილსენი (13)

ბარსა (ესპ) – კილი (გერ) 29-25

ფაბრეგასი 6, დოლენეცი 4, მიოლერი (12) – ზარაბეცი 5, ლანდინი (12)

მოტორ ზაპოროჟია (უკრ) – აგრები (ხორგადაიდო

7 გადადებული მატჩი: (4 ტურიდან) კილი – მოტორი, (5) ვესპრემი – ბარსა, მოტორი – ნანტი, (6) ნანტი – ზაგრები, (7) ცელიე – ნანტი, (8) მოტორი – ზაგრები

9 ტური: 1-4 დეკემბერი

Leave a Reply