ბათუმმა 10 გოლით მეტი გაიტანა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა განახლდა ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც დასავლეთ საქართველოს 4 გუნდი შეიკრიბა. პირველ დღეს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 51-26 დაამარცხა წყალტუბოს „პრომეთე, ხოლო „ქუთაისმა“ 41-26 მოუგო „სამტრედიას“. 

თამაშების დაწყებამდე ხელბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიდი ქართველი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის ხსოვნას.

შარშანდელი ჩემპიონი და წლევანდელი ლიდერი, „შავი ზღვის ბიჭები“ პირველად ტაიმის მიწურულს დაწინაურდა წყალტუბოსთან, 14-13, იქამდე კი აგებდა. უდანაკაგოდ მოასპარეზე ბათუმის გუნდმა 18-16 მოიგო თამაშის ნახევარი, მეორე ტაიმში კი უდიდესი უპირატეობა ჰქონდა: 33-10 და ჯამში 51-26, ბათუმელთა მერვე მოგება და წყალტუბოს მერვე მარცხი.     

ქუთაისი თავიდანვე დაწინაურდა სამტრედიასთან  – 17-11 შესვენებაზე და მეორე ნახევრის სცენარი ანალოგიური იყო, იმ განსხვავებით, რომ ქუთაისმა ბათუმზე 10 გოლით ნაკლები გაიტანა და 41-26 მოიგო.

ხვალ ლიდერები მეტოქეებს გაცვლიან, ხოლო ზეგ ტურის ორი მთავარი მატჩია: ქუთაისი – ბათუმი, სამტრედია – წყალტუბო. აღმოსავლეთის ოთხეული თბილისში შეიკრიბება 5-7 თებერვალს. სამწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი მაისში საჩემპიონო პლეიოფს გამართავს.   

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

https://www.facebook.com/GEONHF/

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე, 29 იანვარი

წყალტუბო – BSB ბათუმი 26-51

წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 9, ჯიმშელეიშვილი 6, გველესიანი 5, მუკბანიანი 4, ბაბუნაშვილი 1, ქაშიბაძე 1,  დარსაველიძე, გ. აფხაძე, ნიჟარაძე, კახაია

ბათ: ხანდოლიშვილი, ტორონჯაძე, ვარშალომიძე –  სიმონია 15, აბრამიშვილი 10, კოხრეიძე 8, გოგოლაძე 8, სურმავა 6, ტალახაძე 4,  ტიელიძე, თევზაძე, წივწივაძე, მჟავანაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

სამტრედია – ქუთაისი 26-41

სამ: შველიძე – ძნელაძე 8, გაგუა 6, ხომერიკი 3, ქავზინაძე 3, ადამია 1, ხელისუფალი 1, ნადირაძე 1, დიდია 1, მანაგაძე 1, ახობაძე 1, თევზაძე,  ხონელიძე, ფახურიძე   

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – ხაჟომია 7, ბულბულაშვილი 6, სტურუა 6, რუსტამოვი 6, გამზარდია 5, მერკვილაძე 3, ჯუღელი 2, ლ. იმნაძე 2, ფერაძე 1, კობახიძე 1, ლომიძე 1, ჯ. იმნაძე 1

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—-8—8—0—0—368-213–16

ქუთაისი——–8—6—0—2—330-222–12

პეგასი———–7—5—0—2—298-201–10

იმედი-სტუ—–7—5—0—2—235-206–10

გორი————7—3—0—4—248-289—6

სპორტუნი——7—2—0—5—221-297—4

სამტრედია—–8—1—0—7—218-317—2

წყალტუბო—–8—0—0—8—182-355—0

30 იანვარი

14:00 BSB ბათუმი – სამტრედია

16:00 ქუთაისი – წყალტუბო

31 იანვარი

14:00 სამტრედია – წყალტუბო

16:00 ქუთაისი – BSB ბათუმი

აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

Leave a Reply