gnhf-rrr

ბათუმმა მოიგო, ლიდერი შეიცვალა

ხელვაჩაურში განახლდა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ტურნირი. მე-10 ტურის მთავარ მატჩში საქართველოს თასის მფლობელმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 29-21 დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი, სტუ და პირველი ადგილი ჩამოართვა. თბილისის ქარიშხალამ პრინციპული თამაში მოუგო ფოთის ოქროს ვერძს, 38-37. 

სტუ-ს და ბათუმს 16-16 ქულა აქვთ, მაგრამ ბათუმი წინაა როგორც პირადი ბალანსით (29-21, 30-31) ასევე ბურთების უკეთესი სხვაობით. ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრავმების გამო აკლდა ორი წამყვანი მოთამაშე – ორჯონიკიძე და არსენაშვილი, ბათუმი კი თავიდან ბოლომდე წინ იყო და ტაიმი 6 ბურთით, 16-10 მოიგო. გამარჯვებულებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ პივოტი უჩა მაისურაძე (9 გოლი) და მარცხენა ინსაიდი ლექსო წითელიშვილი (6).

ქარიშხალა და ოქროს ვერძი იბრძვიან მე-6 ადგილისთვის, რომელზე გასვლაც უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტიაა.  ფოთელები პირველი ტაიმის შემდეგ ერთი ბურთით წინ იყვნენ, მაგრამ მამა-შვილმა ფერაძეებმა (10-10 გოლი)  მაინც გარდატეხეს თამაში და თბილისელებმა მოიგეს ერთით 38-37. ქარიშხალამ 5 ქულით გაუსწრო ფოთს, რომელსაც გადათამაშება არ ასცდება, მაგრამ გლდანელებს ჯერ კიდევ დასაცავი აქვთ მეექვსე ადგილი თელავის იმედისგან.

ხუთშაბათს ხელვაჩაურში ორი  მატჩია, ფოთი-სტუ და ბათუმი-ქარიშხალა, ხოლო 23-24 აპრილს დანარჩენი 4 გუნდი (იმედი-თელავი, პეგასი, სამტრედია, ქუთაისი) მე-10-11 ტურის მატჩებს გამართავს თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის დარბაზში.

ამის შემდეგ გუნდებს სათამაშო დარჩებათ 3-3 მატჩი, რის შემდეგაც პირველ 4 ადგილზე გასული გუნდი ბრძოლას გააგრძელებს საქართველოს ჩემპიონობისთვის, ხოლო ბოლო ორ ადგილზე გასული პირველი ლიგის ორ გუნდთან ერთად გადასასვლელ ტურნირში ითამაშებს – უმაღლესი ლიგის ერთი საგზურისთვის.  

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

20 აპრილი, ხელვაჩაური

ოქროს ვერძი ფოთი – ქარიშხალა 37-38

ფოთ: ცერცვაძე – ბაჯალაძე 11, ალანია  9, მიქაძე 8, ჟვანია 5, გამზარდია 3, ბიბილეიშვილი 1, ხუნჯუა, ნემსაია, კორსანტია, შარტავა

ქარ: ხანდოლიშვილი – ზ. ფერაძე 10, გ. ფერაძე 10, მამულაშვილი 7, ჭინჭარაძე 6, საჯაია 3, ბულბულაშვილი 2,  თიგიშვილი, ციხიშვილი, გობეჯიშვილი, ასაბაშვილი

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – სტუ 29-21

ბათ: ანდრიაძე, სეთურიძე – მაისურაძე 9, წითელიშვილი 6, გოგალაძე 4, აბრამიშვილი 4, გ. კობახიძე 2, წივწივაძე 1, ქარდავა 1, სურმავა 1, ვინოგრადსკი 1,  ყაველაშვილი, ბერძენიშვლი, მაისაშვილი, ჭანტურია

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – სტურუა 7, მ. კობახიძე 4, სამიტაშვილი 4, ჯორბენაძე 2, ჭელიძე 2, ბაზანოვი 1, ჩაკვეტაძე 1,  ოსიყმაშვილი,  აგაჯანოვი

მსაჯები: ა. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—-10—8—0—2—319-247-16

სტუ————-10—8—0—2—335-310-16

სამტრედია——9—6—0—3—346-287-12

პეგასი————9—6—0—3—281-286-12

ქუთაისი———9—5—0—4—303-309-10

ქარიშხალა——10—3—0—7—356-384–6

იმედი-თელავი–9—1—1—7—249-282–3

ფოთი————10—0—1—9—332-416–1

21 აპრილი, ხელვაჩაური

12:00 ფოთი – სტუ

13:30 ბათუმი – ქარიშხალა

22 აპრილი, თელავი

13:00 პეგასი – სამტრედია

14:30 იმედი-თელავი – ქუთაისი

23 აპრილი, თელავი

12:00 პეგასი – ქუთაისი

13:30 იმედი-თელავი – სამტრედია

Leave a Reply