ლეგიონერები/ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა ასეთთა რიცხვი ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად ცოტა იყო.

ტრავმებს იშუშებენ თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი), ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი დიხამინჯია (აკიურეირი), ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი“). არ უთამაშია “ექს ან პროვანსის” ლეგიონერს ნიკოლოზ კალანდაძეს.

„ზაგრებს“ და გიორგი ცხოვრებაძეს ხორავტულ სარბიელზე წარმატებული კვირა ჰქონდა. ჯერ იყო და ხორვატიის თასის მეოთხედფინალში „ზამეტს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 46-32 დაამარცხეს, შემდეგ კი პრემიერ ლიგის საჩემპიონო წრის მეცხრე ტურის გასვლით შეხვედრაში „სესვეტს“ ასევე დიდი ანგარიშით – 35-22  მოუგეს.

ქართველმა ლეგიონერმა თასზე 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ჩემპიონატში კი 5 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ირაკლი კბილაშვილის „პოტაისა ტურდამ“ საკუთარ მოედანზე „სუჩავას“ უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში ერთბურთიანი სხვაობით 28-29 დამარცხდა.

ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 8 ბურთი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ამავე ტურში ითამაშა ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტამ“, რომელიც „ბუქარესტთან“ მასპინძლის რანგში მოთამაშე დამარცხდა (29-31). უშედეგო იყო რუსტამოვი.

Leave a Reply