დააფასე შენი ტალანტი

ბაქოში, პროექტ “დააფასე შენი ტალანტის” ფარგლებში სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და უნგრული ფერენცვაროშის ვარსკვლავმა, ანდრეა ლეკიჩმა ხელბურთელ გოგონებთან მასტერკლასი ჩაატარა და მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან ღონისძიებას ლიზი ქაჯაია, მარიამ ლაფერაძე, დიანა არაბიძე და გვანცა რურუა დაესწრო.

35 წლის სერბ ანდრეა ლეკიჩს კარიერის მანძილზე მრავალ კლუბში უასპარეზია, მათ შორისაა უნგრული Győri ETO KC, ჩრდილოეთ მაკედონიური HC Vardar და რუმინული CSM București. იგი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია (2013 წელი). ლეიკიჩს სერბეთის (1), სლოვენიის (4), უნგრეთის (2), მაკედონიის (5) უმაღლესი ლიგები აქვს მოგებული, ხოლო რუმინეთის თასის მფლობელი ერთხელ გახდა.

ნაკრების სპონსორია Leaderbet

ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

#Respectyourtalent #EHF #Baki #EHFchampionship2023 #Georgia #BestPlayers

Leave a Reply