პარიზელთა მესამე წაგება
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში პოლონეთის კელცემ 35-33 დაამარცხა ერთ-ერთი ფავორიტი, პარი სენ ჟერმენი. პარიზელებისთვის ეს მესამე წაგებაა მეოთხე თამაშში.
A ჯგუფში კელცე 8 ქულით ლიდერობს ფლენზბურგთან ერთად. გერმანულმა კლუბმა შინ 37-35 მოუგო ნორვეგიის ელვერუმს. მოქმედი ჩემპიონი, სკოპიეს ვარდარი შინ ფრეს დასჯერდა პორტუსთან, 25-25; ბელარუსის მეშკოვ-ბრესტმა დაამარცხა უნგრეთის სეგედი, 26-24.
B ჯგუფში ლიდერების, ვესპრემისა და ბარსელონას, ისევე როგორც მოტორი – ნანტის თამაში, გადაიდო. გერმანიის კილმა დანიაში დაამარცხა კიდევ ერთი 8-ქულიანი გუნდი, ოლბორგი 31-23; პირველი თამაში მოიგო სლოვენიის ცელიემ, ვინც ხორვატიაში აჯობა ზაგრებს – 30-22. მეექვსე ტური 27-28 ოქტომბერსაა.
EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 5 ტური, 20-21 ოქტომბერი
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში
A ჯგუფი. კელცე 8 ქულა (5 თამაში), ფლენზბურგი 8 (5), მეშკოვი 6 (5), პორტუ 5 (5), ვარდარი 3 (3), პსჟ 2 (4), ელვერუმი 2 (4), სეგედი 0 (3)
მეშკოვ–ბრესტი (ბლრ) – სეგედი (უნგ) 26-24
მალუში 7, სკუბე 6, პეშიჩი (11 სეივი) – შოშტარიჩი 9, კანელასი 4
კელცე (პოლ) – პსჟ (საფ) 35-33
კარაჩიჩი 13, ა. დუიშებაევი 7 – ჰანსენი 10, სიპრჟაკი 6, რემილი 5
ვარდარი (მკდ) – პორტუ (პორ) 25-25
ჩუპიჩი 7, ვუინი 6, რისტოვსკი (18) – იტურისა 7, მიტრევსკი (11)
ფლენზბურგი (გერ) – ელვერუმი (ნორ) 37-35
იოჰანესენი 8, როდი 7, ბერგერუდი (10) – სოლსტადი 7
B ჯგუფი. ბარსა 8 (4), ვესპრემი 8 (4), ოლბორგი 8 (5), კილი 6 (4), ნანტი 2 (4), ცელიე 2 (5), მოტორი 0 (3), ზაგრები 0 (5)
ზაგრები (ხორ) – ცელიე (სლნ) 22-30
ვლაჰი 5 – კოდრინი 7, მარგუცი 7, ლებანი 6, ივიჩი (12)
ოლბორგი (დან) – კილი (გერ) 23-31
კრისტენსენი 6 – საგოსენი 11, ეკბერგი 6, ლანდინი (8)
ვესპრემი (უნგ) – ბარსა (ესპ) გადაიდო
მოტორ ზაპოროჟია (უკრ) – ნანტი (საფ) გადაიდო
6 ტური. 28-29 ოქტომბერი