პარიზელთა მესამე წაგება  

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში პოლონეთის კელცემ 35-33 დაამარცხა ერთ-ერთი ფავორიტი, პარი სენ ჟერმენი. პარიზელებისთვის ეს მესამე წაგებაა მეოთხე თამაშში.  

A ჯგუფში კელცე 8 ქულით ლიდერობს ფლენზბურგთან ერთად. გერმანულმა კლუბმა შინ 37-35 მოუგო ნორვეგიის ელვერუმს. მოქმედი ჩემპიონი, სკოპიეს ვარდარი შინ ფრეს დასჯერდა პორტუსთან, 25-25; ბელარუსის მეშკოვ-ბრესტმა დაამარცხა უნგრეთის სეგედი, 26-24.

B ჯგუფში ლიდერების,  ვესპრემისა და ბარსელონას, ისევე როგორც მოტორი – ნანტის თამაში,  გადაიდოგერმანიის კილმა დანიაში დაამარცხა კიდევ ერთი 8-ქულიანი გუნდი, ოლბორგი 31-23; პირველი თამაში მოიგო სლოვენიის ცელიემ, ვინც ხორვატიაში აჯობა ზაგრებს – 30-22. მეექვსე ტური 27-28 ოქტომბერსაა.

EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 5 ტური, 20-21 ოქტომბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. კელცე 8 ქულა (5 თამაში), ფლენზბურგი 8 (5), მეშკოვი 6 (5), პორტუ 5 (5), ვარდარი 3 (3), პსჟ 2 (4),  ელვერუმი 2 (4), სეგედი 0 (3)

მეშკოვბრესტი (ბლრ) – სეგედი (უნგ) 26-24

მალუში 7, სკუბე 6, პეშიჩი (11 სეივი) – შოშტარიჩი 9, კანელასი 4

კელცე (პოლ) – პსჟ (საფ) 35-33

კარაჩიჩი 13, ა. დუიშებაევი 7 – ჰანსენი 10, სიპრჟაკი 6, რემილი 5

ვარდარი (მკდ) – პორტუ (პორ) 25-25

ჩუპიჩი 7, ვუინი 6, რისტოვსკი (18) – იტურისა 7, მიტრევსკი (11)

ფლენზბურგი (გერ) – ელვერუმი (ნორ) 37-35

იოჰანესენი 8, როდი 7, ბერგერუდი (10) – სოლსტადი 7

ჯგუფი. ბარსა 8 (4), ვესპრემი 8 (4), ოლბორგი 8 (5), კილი 6 (4), ნანტი 2 (4), ცელიე 2 (5), მოტორი 0 (3), ზაგრები 0 (5)

ზაგრები (ხორ) – ცელიე (სლნ) 22-30

ვლაჰი 5 – კოდრინი 7, მარგუცი 7, ლებანი 6,  ივიჩი (12)

ოლბორგი (დან) – კილი (გერ) 23-31

კრისტენსენი 6 – საგოსენი 11, ეკბერგი 6, ლანდინი (8)

ვესპრემი (უნგ)  – ბარსა (ესპ) გადაიდო

მოტორ ზაპოროჟია (უკრ) – ნანტი (საფ) გადაიდო

6 ტური. 28-29 ოქტომბერი

Leave a Reply