ბრძოლა ოქროსა და ბრინჯაოსთვის იძაბება
გრძელდება ხელბურთელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატი. სენაკსა და ყვარელში მორიგი მატჩები მოიგეს ლიდერებმა, სამტრედიამ და ყვარელმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი უკიდურესად დაიძაბა.
ყვარელმა შინ მოუგო პეგასსა (30-30) და თელავს (34-17) და დროებით გადავიდა პირველ ადგილზე, სანამ სამტრედიამ ორი გამარჯვება არ მოიპოვა სენაკში – აჭარასთან (32-12) და ტყიბულთან (29-19). სამტრედია 15-დან 15 მოგებით პირველ ადგილზეა, შარშანდელი ჩემპიონი ყვარელი მას 2 ქულით ჩამორჩება.
მესამე ადგილზე მყოფმა ტყიბულმა სენაკში მეორე მატჩიც წააგო – ფოთის ოქროს ვერძთან (9-15) და თუმცა, პოზიცია შეინარჩუნა, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა – ტყიბული (22 ქულა), მამული (21), ფოთი (19), პეგასი (18 და თამაში მარაგში), ბათუმის შავი ზღვის გოგონები (17).
ჩემპიონატი აპრილში დასრულდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05)
29 თებერვალი, ყვარელი
პეგასი – ყვარელი 20-30
მამული – ქარიშხალა 29-16
თელავი – ყვარელი 17-34
გორი – მამული 19-21
მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი
1 მარტი, სენაკი
აჭარა – სამტრედია 12-32
წყალტუბო – ფოთი 17-23
ტყიბული – სამტრედია 19-29
ქუთაისი – BSG ბათუმი 2-30
ფოთი – ტყიბული 15-9
მსაჯები: შ. სტურუა, თ. ბჟალავა
1 მარტი |
თ | მ | ფ | წ | სხვ | ქ | ||||||||||||||||
სამტრედია | 15 | 15 | 0 | 0 | 391-183 | 30 | ||||||||||||||||
ყვარელი | 15 | 14 | 0 | 1 | 386-221 | 28 | ||||||||||||||||
ტყიბული | 15 | 11 | 0 | 4 | 298-227 | 22 | ||||||||||||||||
მამული |
15 | 10 | 1 | 4 | 320-272 | 21 |
||||||||||||||||
ფოთი | 15 | 9 | 1 | 5 | 254-201 | 19 | ||||||||||||||||
პეგასი | 14 | 9 | 0 | 5 | 312-242 | 18 | ||||||||||||||||
BSG ბათუმი | 15 | 8 | 1 | 6 | 275-237 | 17 | ||||||||||||||||
ქარიშხალა | 15 | 6 | 1 | 8 | 298-301 | 13 | ||||||||||||||||
გორი | 15 | 5 | 0 | 10 | 254-329 | 10 | ||||||||||||||||
წყალტუბო | 14 | 3 | 0 | 11 | 191-287 | 6 | ||||||||||||||||
თელავი | 14 | 2 | 0 | 12 | 231-344 | 4 | ||||||||||||||||
აჭარა | 15 | 1 | 0 | 14 | 142-332 | 2 | ||||||||||||||||
ქუთაისი | 13 | 0 | 0 | 13 | 16-192 | 0 |