ფოთმა ბოლო წუთზე მოიგო

ხელბურთელ ქალთა უმაღლეს ლიგაში ფოთის ოქროს ვერძმა 16-15 მოუგო აჭარას, სამტრედიამ 33-11 დაამარცხა წყალტუბო. 

მთავარი მატჩი ფოთი-აჭარა იყო. პირველი წრის შეხვდრა ფრედ, 13-13 მორჩა. ასევე დასრულდა დღევანდელი თამაშის პირველი ნახევარი. მეორეში აჭარა ორი ბურთით დაწინაურდა (9-7), მაგრამ ქამაშიძის გაძევების დროს ფოთელებმა ზედიზედ გაიტანეს 3 გოლი და წინ გავიდნენ 10-9. ამის შემდეგ, საფინალო სირენამდე სხვაობა ერთ ბურთზე მეტი აღარ ყოფილა. ფოთელმა კობახიამ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ აჭარელმა კოჩალიძემ ორჯერ დააწინაურა თავისი გუნდი:  15-14, რჩებოდა 2 წუთი.

ბოლო წუთზე ფოთელმა ლანა გოგიამ გამოიმუშავა შვიდმეტრიანი და მეტოქე ორწუთიანში გაუშვა. ბჟალავამ შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა, აჭარელებმა კი ბოლო ორ შეტევაში ორჯერ დაკარგეს ბურთი – პირველი დაკარგვისას პასი კობახიამ ჩაჭრა, ერთი-ერთზე გაიქცა და გამარჯვების გოლი გაიტანა: ქვეყნის ჩემპიონმა 16-15 მოიგო და 11 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა.

10 ქულა აქვს სამტრედიას, აჭარას 7 დარჩა, მაგრამ ხვალ აუტსაიდერ წყალტუბოსთან მატჩი აქვს, ფოთი და სამტრედია კი ერთმანეთში თამაშობენ, ასე რომ, ფინალური ოთხეულისთვის აჭარაც ბრძოლაშია და თბილისის ორი გუნდიც – პეგასი და მამული (6-6 ქულა).

ხვალ სენაკში დანიშნული 2 მატჩის შემდეგ ყველა გუნდს 10-10 მატჩი ექნება გამართული და 4-4   დარჩენილი. რეგულარული სეზონი კი დასრულდება 4 შეწყვილებული ტურით, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. მე-11-14 ტურის მატჩები გაიმართება 5-6 და 26-27 მარტს, 2-3 და 26-27 აპრილს. 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 20 თებერვალი, სენაკი

ფოთი – აჭარა 16-15

ფოთ: ჯავახია, გრიგოლია, კარბაია – კობახია 5, გოგია 5, ბჟალავა 4, რურუა 1, დარჩია 1, კუპრიევა, ბაირამიდი

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე – კომახიძე 4, დვალიშვილი 4, კოჩალიძე 3, ქამაშიძე 2, ცივნარიძე 1, მჟავანაძე 1, სურმავა

სამტრედია – წყალტუბო 33-11

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ბურკაძე 9, ესაკია 7, ცირეკიძე 6, ჩხაიძე 6, ჩოგოვაძე 3, ჩალიშკანი 2, კაპატაძე

წყ: სილაგაძე, კინწურაშვილი – ხეცურიანი 6, კეკუტია 3, ბენდელიანი 1, კიკნაძე 1, კოხრეიძე, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე

მსაჯები: შ. სტურუა – თ. ბჟალავა

21 თებერვალი, სენაკი

12:00 სამტრედია – ფოთი

13:30 წყალტუბო – აჭარა

 20 თებ.
      სხვ  
  ყვარელი 10   9   0   1 357-242 18  
  ქარიშხალა 10   9   0   1 299-258 18  
  ფოთი 9   5   1   3 184-149 11  
  სამტრედია 9   5   0   4 187-164
10  
  აჭარა
9   3   1   5 193-182 7  
  პეგასი 10   3   0   7 252-273 6  
  მამული 10   3   0   7 219-267 6  
  წყალტუბო 9   0   0   9 129-285 0  

Leave a Reply