იტალია დასრულდა, წინ ფინეთთან მატჩებია

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ბოლო მატჩი 21-30 წააგო კოსოვოსთან და ახლა 16 და 19 იანვარს უკვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები აქვს ფინეთთან.

 

მესამე მატჩი გუნდმა განსხვავებული შემადგენლობით დაიწყო: ცინცაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი. მწვრთნელები ასვენებდნენ ვეტერანებს, თევზაძესა და ჩიქოვანს, ორივე გუნდის მოტივაცია კი ერთნაირი იყო – დაეკავებინათ მეორე ადგილი, რომელიც არაფერს იძლევა – რუმინეთის ნაკრებმა ვადამდე გაინაღდა პლეიოფში გასვლა.

თამაში საქართველოს ნაკრების აშკარა უპირატესობით დაიწყო. დაცვის ცენტრში მშვენივრად იდგნენ ორჯონიკიძე და წითელიშვილი და შეტევაშიც აწყობილი გვქონდა საქმე. მალევე დავწინაურდით 7-2, 11-7. აშკარად ჩანდა რომ საქართველო კოსოვოზე ძლიერი გუნდია. მე-19 წუთზე მეტოქემ ტაიმაუტი აიღო.

ამის შემდეგ მოხდა აუხსნელი რამ. ჩვენი შემადგენლობა ნელ-ნელა შეიცვალა, თამაშის საშუალება მიეცა ყველას, ვისაც აქამდე ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, გუნდმა უმატა შეცდომებს და 12-წუთიანი მონაკვეთი 0-9 წააგო – 11-7-დან 11-16-მდე! ტაიმი 13-18 დასრულდა და მეორე ტაიმში ვერც ჩიქოვანმა გვიშველა, ვერც თევზაძემ და ვერც ვერაფერმა: 21-30, ეს თამაში დასავიწყებელია და შეიძლება ბენევენტოს ტურნირის მოკლე შეჯამებაც.

ფორმალურად სამივე მეტოქე ჩვენზე მაღლა დგას: რუმინეთს, იტალისაც და კოსოვოსაც უკვე განაღდებული აქვთ ადგილი ევრო-2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, ჩვენ კი იქ გასაღწევად ფინეთი გვყავს დასამარცხებელი, რეალურად კი, ჩვენ თანაბრად ვებრძოლეთ რუმინეთს, აშკარად ვაჯობეთ იტალიას და შეგვიძლია ფინეთის ძლევაც.

ნაკრები თბილისში 14 იანვარს ბრუნდება. 16 და 19 იანვარს კი ფინეთთან მატჩებია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო დაპირისპირება ბოლო 20 წელიწადში არ გვქონია – მას შემდეგ, რაც 1999 წელს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში დანიას ვეთამაშეთ.

ფინეთთან ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად, ანუ თვისობრივად ახალ დონეზე გადავა. ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური მიზანი, რადგანაც 32 გუნდი ფინალური ეტაპის 20 საგზურს გაათამაშებს.

საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს 19 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა ქალაქ რიიჰიმიაკიში.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

3 ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გადის პლეიოფში)

+-        
  რუმინეთი 3       3       0       0     90-69     6    
  კოსოვო 3       1       1       1     77-79     3    
  საქართველო 3       1       0       2     73-84     2    
  იტალია
3       0       1       2     75-83     1
   

 

 

 

 

 

12 იანვარი. კოსოვო – საქართველო 21-30

კოს: გერბესკი, ზენა – იუპა 8, ტერზიჩი 6, ჩუკა 5, აბდულაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, ბეშირი 1, გეგაი 1, ჯაფოლი 1, აჰმეტი, ფეტაჰუ, ჩუნი, რამოსაი, პრეკაზი

საქ: ცინცაძე 1, თევზაძე – ცხოვრებაძე 5, არსენაშვილი 4, ჭანტურია 4, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 1, კალანდაძე 1, მაისურაძე 1, კბილაშვილი, წითელიშვილი, რუსტამოვი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მიქავა, ჩიქოვანი

მსაჯები: რ. გერეტსი, პ. გერეტსი (ჰოლ), დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

იტალია – რუმინეთი 24-29

1 ჯგუფი. ლიტვა 6, სლოვაკეთი 4, ფარერის კუნძულები 2, ლუქსემბურგი 0

11 იან. ლიტვა – სლოვაკეთი 25-24, ლუქსემბურგი-ფარერები 22-24

2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 7, კვიპროსი 0

12 იან. კვიპროსი – ფინეთი 14-23

4 ჯგუფი. 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. 19:00 საქართველო-ფინეთი

მსაჯები: ბენ-დანი, ფარანი (ისრ), დელეგატი: გიოქმენი (თურ)

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა. 18:00 ფინეთი – საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), მიკუჩონისი (ლიტ)

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი – ესტონეთი

15, 19 იანვარი. ბელგია – კვიპროსი

გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

12 იანვარი. კოსოვო – საქართველო 30-21

კოს: გერბესკი  – იუპა 8, ტერზიჩი 6, ჩუკა 5, აბდულაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, ბეშირი 1, გეგაი 1, ჯაფოლი 1, აჰმეტი, ფეტაჰუ, ჩუნი, რამოსაი, ზენა, პრეკაზი

საქ: ცინცაძე 1, თევზაძე – ცხოვრებაძე 5, არსენაშვილი 4, ჭანტურია 4, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 1, კალანდაძე 1, მაისურაძე 1, კბილაშვილი, წითელიშვილი, რუსტამოვი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მიქავა, ჩიქოვანი

მსაჯები: რ. გერეტსი, პ. გერეტსი (ჰოლ), დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

21:00 იტალია – რუმინეთი

1 ჯგუფი. ლიტვა 6, სლოვაკეთი 4, ლუქსემბურგი 0, ფარერის კუნძულები 0

11 იან. ლიტვა – სლოვაკეთი 25-24, ლუქსემბურგი-ფარერები

2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 7, კვიპროსი 0

12 იან. კვიპროსი – ფინეთი 14-23

4 ჯგუფი. 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე

19:00 საქართველო-ფინეთი

მსაჯები: ბენ-დანი, ფარანი (ისრ), დელეგატი: გიოქმენი (თურ)

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა

18:00 ფინეთი – საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), მიკუჩონისი (ლიტ)

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი – ესტონეთი

15, 19 იანვარი. ბელგია – კვიპროსი

გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

Leave a Reply