დანიამაც წაგებით დაიწყო

ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში მეორე სენსაციაც მოხდა: საფრაგეთის შემდეგ დამარცხდა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი დანია, ვისაც ისლანდიამ მოუგო, 31-30.

დანია – ისლანდია: https://www.youtube.com/watch?v=LoWvWVxCLeQ

დანიელთა ლიდერმა მიქელ ჰანსენმა 9 გოლი გაიტანა, მაგრამ უკეთ ითამაშა ისლანდიელმა აარონ პალმარსონმა: 10 გოლი და 5 პასი. მეორე ეტაპზე გასასვლელად დანიას რუსეთისა და უნგრეთის დამარცხება სჭირდება. მათი გუშინდელი მატჩი უნგრეთმა მოიგო: 53-ე წუთზე ისინი 25-21 ლიდერობდნენ, მაგრამ მეტოქეს შანსი დაუტოვეს – დიბიროვს ბოლო წამებზე გათანაბრება შეეძლო, მაგრამ დარტყმა მეკარე მიკლერმა მოიგერია და მატჩის საუკეკთესო მოთამაშეც გახდა. უნგრეთმა 26-25 მოიგო. 

უნგრეთი-რუსეთი: https://www.youtube.com/watch?v=GzwoqFUqyP0

გამოვლინდა მეორე ეტაპის პირველი მონაწილე: ხორვატიამ 31-23 დაამარცხა ბელარუსი და უკვე ცნობილია, რომ მეორე რაუნდში 2 ქულით გავა. მეზობლების მატჩში მონტენეგრომ 22-21 მოუგო სერბეთს და ხვალ, მეორე ადგილისთვის ბელარუსს ეთამაშება.

5 საუკეთესო გოლი. 11 იანვარი: https://www.youtube.com/watch?v=Ns5XUyfC2y0 

ევროპის 2018 წლის ჩემპიონმა, ესპანეთმა 33-27 მოუგო 2016 წლის გამარჯვებულს, გერმანიას. ამავე ჯგუფში ჰოლანდიამ აჯობა ლატვიას, 32-24.

ესპანეთი-გერმანია: https://www.youtube.com/watch?v=FryjWpdgDos

დღეს ჩემპიონატზე 6 მატჩია B, D და F ჯგუფებში. მათ შორის მთავარია საფრანგეთისა და ნორვეგიის თამაში. წაგების შემთხვევაში ფრანგები ბრძოლას ეთიშებიან.

5 პასი, 11 იანვარი: https://www.youtube.com/watch?v=4nYnzgmNkRs

პირველი ეტაპი 15 იანვარს სრულდება, მეორე რაუნდი 16-22 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალური ოთხეულის მატჩებს შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი უმასპინძლებს. 24 იანვარს ნახევარფინალია, 26 იანვარს კი – ფინალური მატჩი. 

დღის საუკეთესო მოთამაშეები: https://www.youtube.com/watch?v=lEWl4o-WMyc

თამაშების ნახვა შეგიძლიათ სილკ უნივერსალსა და სილკ სპორტის არხებზე. 

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე ეტაპზე გადის 2-2 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი. გრაცი, ავსტრია. ხორვატია 4, ბელარუსი 2, მონტენეგრო 2, სერბეთი 0

11 იანვარი. ხორვატია – ბელარუსი 31-23

კარაჩიჩი 6, შტეპანჩიჩი 5, დუვნიაკი  4 – ვაილუპაუ 8

მონტენეგრო – სერბეთი 22-21

გრბოვიჩი 5, ბოზოვიჩი 4 – კუკიჩი 6, ივანიშევიჩი 11/32

13 იანვარი. 21:15 მონტენეგრო – ბელარუსი, 23:30 სერბეთი – ხორვატია

9 იანვარი. ბელარუსი – სერბეთი 35-30, ხორვატია – მონტენეგრო 27-21

C ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ესპანეთი 4, გერმანია 2, ჰოლანდია 2, ლატვია 0

11 იანვარი. ლატვია – ჰოლანდია 24-32

კრიშტოპანსი 7 – სმიტსი 7

ესპანეთი – გერმანია 33-26

ა. დუიშებაევი 7, პერესი 12/35 – პეკელერი 5, გენსჰაიმერი 4

13 იანვარი. 21:15 ლატვია – გერმანია, 23:30 ჰოლანდია – ესპანეთი

9 იანვარი. გერმანია – ჰოლანდია 34-23, ესპანეთი – ლატვია 33-22

E ჯგუფი. მალმიო, შვედეთი. ისლანდია 2, უნგრეთი 2, დანია 0, რუსეთი 0

11 იანვარი, უნგრეთი – რუსეთი 26-25

ბალოგი 7 – სანტალოვი 5

დანია – ისლანდია 30-31

მ. ჰანსენი 9 – პალმარსონი 10

13 იანვარი. 21:15 ისლანდია – რუსეთი, 23:30 დანია – უნგრეთი

15 იანვარი. 19:15 ისლანდია – უნგრეთი, 23:30 რუსეთი – დანია

B ჯგუფი. ვენა, ავსტრია. ავსტრია 2, მაკედონია 2, უკრაინა 0, ჩეხეთი 0

12 იანვარი. 19:00 ჩეხეთი – მაკედონია, 21:15 ავსტრია – უკრაინა

14 იანვარი. 21:15 ავსტრია – მაკედონია, 23:30 უკრანა – ჩეხეთი

10 იანვარი. ჩეხეთი – ავსტრია 29-32, მაკედონია – უკრაინა 26-25

D ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ნორვეგია 2, პორტუგალია 2, საფრანგეთი 0, ბოსნია 0

12 იანვარი. 19:00 პორტუგალია- ბოსნია, 21:15 საფრანგეთი – ნორვეგია

14 იანვარი. 21:15 ბოსნია – საფრანგეთი, 23:30 პორტუგალია – ნორვეგია

10 იანვარი. საფრანგეთი – პორტუგალია 25-28, ნორვეგია – ბოსნია 32-26

F ჯგუფი. გოტენბურგი, შვედეთი. შვედეთი 2, სლოვენია 2, პოლონეთი 0, შვეიცარია 0

12 იანვარი. 19:00 შვეიცარია – პოლონეთი, 21:15 შვედეთი – სლოვენია

14 იანვარი. 21:15 შვეიცარია – სლოვენია, 23:30 პოლონეთი – შვედეთი

10 იანვარი. სლოვენია – პოლონეთი 26-23, შვედეთი – შვეიცარია 34-21

მეორე ჯგუფური ეტაპი. 16-22 იანვარი

1 ჯგუფი (A,B,C). ვენა, ავსტრია.

1 ჯგუფი (D,E,F). მალმიო, შვედეთი

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

ჩემპიონი იღებს 2020 ოლიმპიადის პირდაპირ საგზურს

Leave a Reply