საფრანგეთი გვემშვიდობება

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს ემშვიდობება საფრანგეთის ნაკრები – გუნდი, რომელიც 2015 წელს სამივე სანაკრებო ტიტულის მფლობელი იყო, მაგრამ ახლა ზედიზედ წააგო 2 მატჩი და მეორე ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.  

პორტუგალიასთნ წაგების შემდეგ საფრანგეთი დამარცხდა ნორვეგიასთანაც – 26-28. სანდერ საგოსენმა 10 გოლი გაიტანა, ხოლო მეკარე ბერგერუდმა  ფრანგების 18 დარტყმა მოიგერია. უკვე მეორე ეტაპზე არიან პორტუგალია, ვინც 27-24 მოუგო ბოსნიას და ნორვეგია – ისინი ხვალ ერთმანეთთან მატჩში გაარკვევენ, ვინ დაიწყებს მეორე ჯგუფურ რაუნდს 2 ქულით.

საფრანგეთი-ნორვეგია: https://www.youtube.com/watch?v=-xlXuUJ3ZFE

B ჯგუფში 4 ქულითაა ერთ-ერთი მასპინძელი ავსტრია, რომელმაც უკრაინას მოუგო 34-30, ჩეხეთმა 27-25 დაამარცხა მაკედონია და ბრძოლის გაგრძელების არგი შანსი მიიღო, თუმცა აქ გარკვეული არაფერია – არც ავსტრიას გაუნაღდებია მეორე ეტაპზე გასვლა და არც უქულო უკრაინას დაუკარგავს შანსი. ყველაფერს ავტრია-მაკედონიისა და უკრაინა-ჩეხეთის ხვალინდელი მატჩები გაარკვევს.

ჩეხეთი – მაკედონია: https://www.youtube.com/watch?v=b1kZSOET-Rw

ასეთივე სიტუაციაა F ჯგუფში, რომლის მასპინძელი და წინა ჩემპიონატის ფინალისტი შვედეთი 19-21 დამარცხდა სლოვენიასთან. სლოვენიელებს გუნდში ჰყავთ ყველა ლიდერი – ბომბაცი, დოლენეცი, ზარაბეცი და უკვე ჯგუფის ფავორიტები არიან, თუმცა წინ აქვთ მატჩი შვეიცარიასთან, რომელმაც 31-24 მოუგო პოლონეთს, ხოლო ამ 27 გოლიდან 15 ანდრე შმიდმა გაიტანა.

შვედეთი-სლოვენია: https://www.youtube.com/watch?v=HiJxT09ryMk

ამგვარად, ჯერჯერობით ცნობილია მეორე ეტაპის 3 მონაწილე: ხორვატია, პორტუგალია და ნორვეგია.

5 საუკეთესო გოლი. 12 იანვარი: https://www.youtube.com/watch?v=pbco7VPUmnQ

5 პასი: https://www.youtube.com/watch?v=ZOaabKCPQak

5 მოგერიება: https://www.youtube.com/watch?v=Dv6NRQNp-rU

5 უძლიერესი დარტყმა: https://www.youtube.com/watch?v=FX4G_1WNqXs

დღეს მორიგი 6 მატჩია. პირველ ეტაპს ასრულებენ A და C ჯგუფის გუნდები, ხოლო F ჯგუფში მეორე ტურის მატჩებია. თამაშების ნახვა შეგიძლიათ სილკ უნივერსალსა და სილკ სპორტის არხებზე.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

პირველი ეტაპი, 12 იანვარი. მეორე რაუნდში გადის 2-2 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

B ჯგუფი. ვენა, ავსტრია. ავსტრია 4, ჩეხეთი 2, მაკედონია 2, უკრაინა 0,

ჩეხეთი – მაკედონია 27-25

კასპარეკი 7, გალია 14/37 – ლაზაროვი 11

ავსტრია – უკრაინა 34-30

ბილიკი 9, ვებერი 8, ბოზოვიჩი 7 – კოზაკევიჩი 7

14 იანვარი. 21:15 ავსტრია – მაკედონია, 23:30 უკრაინა – ჩეხეთი

10 იანვარი. ჩეხეთი – ავსტრია 29-32, მაკედონია – უკრაინა 26-25

D ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ნორვეგია 4, პორტუგალია 4, საფრანგეთი 0, ბოსნია 0

პორტუგალია- ბოსნია 27-24

პორტელა 10, კინტანა 13/36 – პრჩე 5

საფრანგეთი – ნორვეგია 26-28

ფაბრეგასი 8, გიგუ 5, ჟერარი 11/38 – საგოსენი 10, იონდალი 5, ბერგერუდი 16/41

14 იანვარი. 21:15 ბოსნია – საფრანგეთი, 23:30 პორტუგალია – ნორვეგია

10 იანვარი. საფრანგეთი – პორტუგალია 25-28, ნორვეგია – ბოსნია 32-26

F ჯგუფი. გოტენბურგი, შვედეთი. სლოვენია 4, შვედეთი 2, შვეიცარია 2, პოლონეთი 0,

შვეიცარია – პოლონეთი 31-24

შმიდი 15, პორტნერი 10/34 – სიცკო 5, მორავსსკი 10/36

შვედეთი – სლოვენია 19-21

გოტფრიდსონი 5 – დოლენეცი 7, ბომბაცი 5, ფერლინი 11/30

14 იანვარი. 21:15 შვეიცარია – სლოვენია, 23:30 პოლონეთი – შვედეთი

10 იანვარი. სლოვენია – პოლონეთი 26-23, შვედეთი – შვეიცარია 34-21

A ჯგუფი. გრაცი, ავსტრია. ხორვატია 4, ბელარუსი 2, მონტენეგრო 2, სერბეთი 0

13 იანვარი. 21:15 მონტენეგრო – ბელარუსი, 23:30 სერბეთი – ხორვატია

9 იანვარი. ბელარუსი – სერბეთი 35-30, ხორვატია – მონტენეგრო 27-21

11 იანვარი. ხორვატია – ბელარუსი 31-23, მონტენეგრო – სერბეთი 22-21

C ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია. ესპანეთი 4, გერმანია 2, ჰოლანდია 2, ლატვია 0

13 იანვარი. 21:15 ლატვია – გერმანია, 23:30 ჰოლანდია – ესპანეთი

9 იანვარი. გერმანია – ჰოლანდია 34-23, ესპანეთი – ლატვია 33-22

11 იანვარი. ლატვია – ჰოლანდია 24-32, ესპანეთი – გერმანია 33-26

E ჯგუფი. მალმიო, შვედეთი. ისლანდია 2, უნგრეთი 2, დანია 0, რუსეთი 0

13 იანვარი. 21:15 ისლანდია – რუსეთი, 23:30 დანია – უნგრეთი

15 იანვარი. 19:15 ისლანდია – უნგრეთი, 23:30 რუსეთი – დანია

11 იანვარი, უნგრეთი – რუსეთი 26-25, დანია – ისლანდია 30-31

მეორე ჯგუფური ეტაპი. 16-22 იანვარი

1 ჯგუფი (A,B,C). ვენა, ავსტრია.

1 ჯგუფი (D,E,F). მალმიო, შვედეთი

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

ჩემპიონი იღებს 2020 ოლიმპიადის პირდაპირ საგზურს

Leave a Reply