ჭაბუკთა ჩემპიონატზე შესვენებაა
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში 2019 წლის ბოლო სამი მატჩი გაიმართა. ლიდერობს აჭარის გუნდი, შეჯიბრება 2020 წელს განახლდება.
ზესტაფონის სპორტის სასახლეში აჭარამ 47-16 დაამარცხა ზუგდიდის გუნდი, ხოლო წყალტუბომ მოუგო სენაკსა (37-17) და ქუთაისს, 27-19.
შარშანდელი ჩემპიონი აჭარა 7 მატჩიდან 14 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ბრინჯაოს პრიზიორი ფოთი 12 ქულით, 10 ქულა აქვს სამტრედიას. თუმცა, დასავლეთი საქართველოს გუნდებს ერთმანეთში 7-7 მატჩი აქვთ ნათამაშები, აღმოსავლელებს – 4-4. პირველი წრე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი მატჩებით, რის შემდეგაც გაირკვევა რეალური სიტუაცია და დასრულდება კიდეც ჩემპიონატი პირველი ეტაპი.
აღმოსავლეთის გუნდებში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს შარშანდელ ვერცხლის პრიზიორ პეგასს, 1 წაგებითაა ქარიშხალა. მეორე ეტაპზე გადავა 10 საუკეთესო, ბოლოს კი ჩემპიონატს ფინალური ოთხეულის ტურნირი დასრულება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)
8 დეკემბერი, ზესტაფონი
სენაკი – წყალტუბო 17-37
ზუგდიდი – აჭარა 16-47
ქუთაისი – წყალტუბო 19-27
მსაჯები: თ. ბჟალავა – გ. გველესიანი
8 დეკ. |
თ | მ | ფ | წ | სხვ | ქ | ||||||||||||||||
აჭარა | 7 | 7 | 0 | 0 | 304-115 | 14 | ||||||||||||||||
ფოთი | 7 | 6 | 0 | 1 | 177-111 | 12 | ||||||||||||||||
სამტრედია | 7 | 5 | 0 | 2 | 182-129 | 10 | ||||||||||||||||
პეგასი | 4 | 4 | 0 | 0 | 93-42 | 8 | ||||||||||||||||
წყალტუბო | 7 | 4 | 0 | 3 | 154-149 | 8 | ||||||||||||||||
ქარიშხალა | 4 | 3 | 0 | 1 | 84-59 | 6 | ||||||||||||||||
ზუგდიდი | 7 | 3 | 0 | 4 | 125-120 | 6 | ||||||||||||||||
თელავი |
4 | 2 | 0 | 2 | 61-89 | 4 | ||||||||||||||||
ქუთაისი | 7 | 2 | 0 | 5 | 102-140 | 4 | ||||||||||||||||
რუსთავი | 4 | 1 | 0 | 3 | 65-79 | 2 | ||||||||||||||||
სენაკი | 7 | 1 | 0 | 6 | 77-217 | 2 | ||||||||||||||||
ქარელი | 4 | 0 | 0 | 4 | 57-91 | 0 | ||||||||||||||||
ტყიბული | 7 | 0 | 0 | 7 | 45-185 | 0 |
გაგრძელდება 2020 წელს