8 დეკემბერი მეკარეების დღეა
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დაიწყო. სერბეთმა პირველი დამარცხება აგემა კორეას, 36-33, გერმანიამ დაამარცხა ჰოლანდია 25-23, ნორვეგიამ 22-19 მოუგო დანიას, ხოლო შვედეთმა სასწაული მოახდინა ესპანეთთან და ფრედ დაასრულა თამაში, რომელსაც დასრულებამდე 18 წუთით ადრე 9 ბურთით აგებდა.
სათამაშო კიდევ ორი ტურია და ნახევარფინალში გასვლა ჯერ არავის გაუნაღდებია. საჩემპიონო რბოლას რბოლას გამოეთიშა მხოლოდ ორი გუნდი – იაპონია და რუმინეთი, თვით ერთქულიან დანიასაც კი აქვს თეორიული შანსი.
სერბეთი-კორეა: https://www.youtube.com/watch?v=hpdGlBX-Orw
დღევანდელი დღე მეკარეების იყო. ჰოლანდიელმა ტეს ვესტერმა 18 დარტყმა მოიგერია, გერმანელმა დინა ეკერლემ – ერთით მეტი. ჰოლანდია 11-8 იგებდა, მაგრამ დასრულებამდე 15 წუთით ადრე 16-20 ჩამორჩა, 23-25 წააგო და პირველ ჯგუფში პირველი ადგილი გერმანიას დაუთმო.
გერმანია – ჰოლანდია: https://www.youtube.com/watch?v=YhG9L9kowV0
დანიამ ნორვეგიასთან 5-0 დაიწყო, მეკარე სანდრა ტოფტს კი მე-15 წუთისთვის 8 მოგერიება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ დანიელებს შეტევა აერიათ, ტაიმის ბოლოს ზედიზედ გაუშვეს 6 გოლი (9-12), მეორე ნახევრის ბოლოში კი სამჯერ შეამცირეს სხვაობა მინიმუმამდე, მაგრამ 19-22 წააგეს. ტოფტსა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ სილიე სულბერგს 12-12 მოგერიება დაუგროვდათ. პირველ ჯგუფში 5 ქულა გერმანიას აქვს, 4-4 ჰოლანდიასა და ნორვეგიას, 2-2 – სერბეთსა და კორეას, 1 – დანიას და ბრძოლა წინაა.
მეორე ჯგუფში რუმინეთი 44-ე წუთზე 16-17 აგებდა რუსეთთან, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 8 გოლი (16-25, საბოლოოდ 18-27) და ნახევარფინალის შანსი დაკარგა, ისევე როგორც იაპონიამ. მასპინძელი გუნდისა და მონტენეგროს მატჩში 51-ე წუთზე ფრე იყო, მაგრამ ევროპელებმა დაბოლოება უკეთ ჩაატარეს, 30-26.
მონტენეგრო – იაპონია: https://www.youtube.com/watch?v=o8kNYo-lAag
ხოლო ესპანეთი 42-ე წუთზე 21-12 უგებდა შვედეთს, მაგრამ, ბოლო 18 წუთში უკანახაზელმა მიქაელა მესინგმა 8 გოლი გაიტანა, მათ შორის ბოლო, ქულის მომტანი, ბოლო წამებზე: 28-28.
რუსეთი-რუმინეთი: https://www.youtube.com/watch?v=jv90mIaH8iY
რუსეთი 6 ქულით ლიდერობს და ნახევარფინალში გასასვლელად ერთი მოგება სჭირდება. 5 ქულა აქვს ესპანეთს, 4 – მონტენეგროს, 3 – შვედეთს.
ხვალ მორიგ მატჩებს გამართავენ პირველი ჯგუფის გუნდები და სამივე მატჩში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება. ზეგ თამაშები მეორე ჯგუფშია, 11 დეკემბერს ორივე ჯგუფში მეორე რაუნდის ბოლო ტურია. ნახევარფინალი 13 დეკემბერსაა, ფინალი – ორი დღის შემდეგ. მატჩებს პირდაპირ ეთერში გადასცემს სილკ უნივერსალი და სილკ სპორტი.
6 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=U9ar7m88vmg
ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020
კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი
მეორე ჯგუფური. რაუნდი, 8 დეკემბერი
ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო
1 ჯგუფი. სერბეთი-კორეა 36-33
ლავკო 7, ტრიფუნოვიჩი 5, ნიკოლიჩი 5, პოპ-ლაზიჩი 5, ლიშჩევიჩი 5 – რიუ 10, შინი 6
ჰოლანდია-გერმანია 23-25
დულფერი 5, ვესტერი 18/42 – ბიოლკი 6, ნაიძინავიჩუსი 5, ეკერლე 19/41
ნორვეგია-დანია 22-19
არნცენი 5, ს. სულბერგი 12/28 – გრიგელი 4, ჰოილუნდი 4, ტოფტი 12/30
1 ჯგუფი——თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ
გერმანია——3—2—1—0—78-75—5
ჰოლანდია—-3—2—0—1—89-76—4
ნორვეგია——3—2—0—1—78-74—4
კორეა———-3—0—2—1—86-89—2
სერბეთი——-3—1—0—2—84-97—2
დანია———-3—0—1—2—70-74—1
9 დეკ. 10:00 გერმანია-სერბეთი, 13:00 დანია-ჰოლანდია, 15:30 კორეა-ნორვეგია
11 დეკ. 10:00 ჰოლანდია-კორეა,13:00 სერბეთი-დანია, 15:30 ნორვეგია-გერმანია
პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:
ნორ-სრბ 28-25, ჰოლ-სრბ 36-23, ჰოლ-ნორ 30-28
კორ-დან 26-26, გერ-დან 26-25, გერ-კორ 27-27
2 ჯგუფი. რუმინეთი-რუსეთი 18-27
ნიაგუ 5 – ვიახირევა 5, ბობროვნიკოვა 5
მონტენეგრო-იაპონია 30-26
რადიჩევიჩი 8, მეჰმედოვიჩი 6, ბრნოვიჩი 5 – ფუჯიტა 7, სასაკი 6
ესპანეთი-შვედეთი 28-28
კაბრალი 8, ერნანდესი 5, ნავარო 12/39 – მესინგი 8, ჰაგმანი 8, იდენი 12/40
2 ჯგუფი——თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ
რუსეთი——-3—3—0—0—90-63—6
ესპანეთი——3—2—1—0—86-70—5
მონტენეგრო–3—2—0—1—83-79—4
შვედეთი——3—1—1—1—84-84—3
იაპონია——–3—0—0—3—75-97—0
რუმინეთი—–3—0—0—3—60-85—0
10 დეკ. 10:00 რუსეთი-მონტენეგრო, 11:00, იაპონია-ესპანეთი, 15:30 შვედეთი-რუმინეთი
11 დეკ. 10:00 ესპანეთი-რუსეთი, 13:00, რუმინეთი-იაპონია, 15:30 მოტენეგრო-შვედეთი
პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:
რუმ-ესპ 31-16, მნტ-რუმ 27-26, ესპ-მნტ 27-26
შვდ-იაპ 34-26, რუს-იაპ 33-23, რუს-შვდ 30-22
13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი
—
13-16 ადგილები, ნახევარფინალი, 8 დეკემბერი
ანგოლა – საფრანგეთი 17-28, უნგრეთი – არგენტინა 34-36
ფინალი, 9 დეკემბერი
13-14, საფრანგეთი – უნგრეთი, 15-16 ანგოლა – არგენტინა
17-20 ადგილები, ნახევარფინალი, 8 დეკემბერი
სლოვენია – ბრაზილია 19-31, სენეგალი – დრ კონგო 28-23
ფინალი, 9 დეკემბერი
17-18 ბრაზილია – სენეგალი, 19-20 სლოვენია – დრ კონგო
21-24 ადგილები, ნახევარფინალი, 8 დეკემბერი
კუბა-ავსტრალია 45-25, ყაზახეთი – ჩინეთი 29-23
ფინალი, 9 დეკემბერი
21-22 კუბა – ყაზახეთი, 23-24 ავსტრალია – ჩინეთი