ბათუმი EHF თასს გამოეთიშა
ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა საქართველოს ჩემპიონი ბათუმის შავი ზღვის ბიჭები. ბათუმელები სტუმრად ორჯერ დამარცხდნენ ლუქსემბურგის ჩემპიონატის გამარჯვებულ ეშთან.
ეში გავიდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე და ოქტომბერში ორჯერ შეხვდება პოლონეთის აზოტი-პულავის.
ხელბურთი. EHF თასი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
31 აგვისტო, 1 სექტემბერი. ეში, ლუქსემბურგი
ეში – BSB ბათუმი 38-16
ეშ: კოსტა, ბუკოვინასი – ბარკოუ 7, პეტიო 7, ვერდელი 6, კირში 4, ბოკი 3, მიტრეა 3, მიულერი 3, აგოვიჩი 2, რასტოდერი 2, პუჩნიკი 1, ევალდი, კიონი, კრირი, მურიჩი
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – გოგოლაძე 4, აბრამიშვილი 3, სიმონია 2, ტალახაძე 2, ტიელიძე 2, მსხვილიძე 1, მჟავანაძე 1, წივწივაძე 1, ბერძენიშვილი, გიორგაძე, კოხრეიძე
ეში – BSB ბათუმი 42-22
ეშ: კოსტა, ბუკოვინასი – აგოვიჩი 6, ბარკოუ 6, მიულერი 6, ვერდელი 6, კრირი 4, ბოკი 3, პეტიო 3, ვირთი 3, რასტოდერი 2, ევალდი 1, კიონი 1, მიტრეა 1, კირში, პუჩნიკი
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – ტიელიძე 7, აბრამიშვილი 5, სიმონია 5, გოგოლაძე 2, წივწივაძე 2, ტალახაძე 1, ბერძენიშვილი, გიორგაძე, კოხრეიძე, მსხვილიძე, მჟავანაძე
მსაჯები: ერლეცკი, ლაბუნი (პოლ), დელეგატი: კრისტიანსენი (ნორ)