პრომეთემ კინაღამ აიწყვიტა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატზე კინაღამ სენსაცია მოახდინა აუტსაიდერმა, წყალტუბოს „პრომეთემ“, ვინც ბოლომდე ებრძოლა მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს და მხოლოდ ერთი ბურთით დამარცხდა, 29-30. ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ მოუგო სამტრედიას, 35-28 და ცხრიდან 9 მოგებით ლიდერობს. 

წყალტუბოს გუნდის სამი მოთამაშე, სილაგაძე, ხელაძე და გველესიანი 2018 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში თამაშობდა თბილისში, ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელმა მატჩმა ძირითადად მათ კისერზე გადაიარა. ნოე გოგიძის გუნდმა ტაიმი 15-14 მოიგო, გიორგი ხელაძეს კი 12 გოლი ჰქონდა გატანილი, იური სილაგაძეს – თითქმის ამდენი მოგერიებული.

ქუთაისმა მეორე ნახევარში მოახერხა წინ გასვლა და ყველა გარდატეხას ელოდა, მაგრამ დასრულებამდე 6 ქუთით ადრე წითელი ბარათი მიიღო ქუთაისელმა სტურუამ, ანგარიში 25-25 იყო, მალე კი ხელაძემ შვიდმეტრიანიდან სამი ბურთით დააწინაურა წყალტუბო – 28-25.

აქ უკვე გველესიანი გააძევეს ორი წუთით, ლევან იმნაძემ გაათანაბრა, ხოლო გამზარდიამ წინ გაიყვანა ქუთაისი – 30-28. ინტრიგა მაინც დარჩა – ხელაძემ ისევ გაიტანა, ქუთაისელთა ბოლო შეტევაში რუსტამოვის დარტყმა სილაგაძემ მოიგერია და „პრომეთეს“ გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა – ბოლო ცხრამეტრიანის დასარტყმელად, უკვე სირენის შემდეგ,  გამოვიდა წყალტუბოელებს შორის ყველაზე მაღალი, მეკარე სილაგაძე, მაგრამ ვერ გაიტანა – 29-30.

ქუთაისი-წყალტუბო: https://www.youtube.com/watch?v=xoNkn2e15e8

ასეთი მძაფრი არა, მაგრამ ბრძოლა იყო მეორე მატჩშიც, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონმა გაიმარჯვა:  ბათუმი – სამტრედია 35-28 (18-15).

ხვალ 14 საათზე მთავარი მატჩია, რომელშიც ერთმანეთს შეხვდებიან შარშანდელი ფინალისტები, ქუთაისი და ბათუმი. ხვალვე თამაშობენ სამტრედია და წყალტუბო. აღმოსავლეთის ოთხეული 5-7 თებერვალს თბილისში შეიკრიბება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი მაისში საჩემპიონო პლეიოფს გამართავს.  

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

https://www.facebook.com/GEONHF/

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე, 30 იანვარი

BSB ბათუმი – სამტრედია 35-28

ბათ: ხანდოლიშვილი, ვარშალომიძე –  სიმონია 11, გოგოლაძე 7, ტიელიძე 6, სურმავა 4, მჟავანაძე 3, თევზაძე 1, კოხრეიძე 1, წივწივაძე 1, ბერძენიშვილი 1, აბრამიშვილი

სამ: შველიძე – აფრიდონიძე 6, ხელისუფალი 6, გაგუა 6, ძნელაძე 4, ადამია 3, თევზაძე 2, ხონელიძე 1, ხომერიკი, ქავზინაძე, ნადირაძე, დიდია, მანაგაძე, ფახურიძე  

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი

ქუთაისი – წყალტუბო 30-29

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, ანდრიაძე – გამზარდია  6, სტურუა 6, რუსტამოვი 6, ბულბულაშვილი 4, მერკვილაძე 3, ფერაძე 2, კობახიძე 1, ჯ. იმნაძე 1, ლ. იმნაძე 1, ჯუღელი,  ლომიძე

წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 19, გველესიანი 6, დარსაველიძე 3, ბაბუნაშვილი 1, მუკბანიანი, ქაშიბაძე,  გ. აფხაძე, ნიჟარაძე, კახაია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—-9—9—0—0—403-241–18

ქუთაისი——–9—7—0—2—360-251–14

პეგასი———–7—5—0—2—298-201–10

იმედი-სტუ—–7—5—0—2—235-206–10

გორი————7—3—0—4—248-289—6

სპორტუნი——7—2—0—5—221-297—4

სამტრედია—–9—1—0—8—246-352—2

წყალტუბო—–9—0—0—9—211-385—0

31 იანვარი

14:00 სამტრედია – წყალტუბო

16:00 ქუთაისი – BSB ბათუმი

აღმოსავლეთი. 5-7 თებერვალი, თბილისი

Leave a Reply