ფინალში ნორვეგია და საფრანგეთი ითამაშებენ
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, კვირას, ჰამბურგში ითამაშებენ ნორვეგია და საფრანგეთი.მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა დაამარცხა ჰოლანდია 32-23, ხოლო საფრანგეთმა – შვედეთი, 24-22.
ჰოლანდიას ზედიზედ ორი ფინალი ჰქონდა ნორვეგიასთან წაგებული: 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატისა, შარშანდელი ევროპის პირველობის და წააგო მესამედაც, ამჯერად ახალი მწვრთნელის, დანიელი ჰელე თომსენის ხელქვეითაც. ნორვეგიის მანქანა თავიდანვე ამუშავდა და ისევე მძლავრად დაიწყო, როგორც მეოთხედფინალი რუსეთთან – 8-1 და 10-2 (მე-16 წთ). ამის შემდეგ, მინიმალური სხვაობა, რაც დაფიქსირდა, 6 ბურთი იყო ნორვეგიის სასარგებლოდ, საბოლოოდ კი – 32-23. 19 გოლი გაიტანა ნორვეგიის უკანა ხაზმა (მორკი-ოფტედალი-კრისტიანსენი), მაშინ როცა, ჰოლანდიის მთავარმა ბომბარდირმა აბინგჰმა თამაშიდან მხოლოდ ერთხელ შეაგდო, ხოლო გამთამაშებელმა, ლიდერმა და მთავარმა ვარსკვლავმა, ნიკე ხროტმა – ვერცერთხელ.
მეორე ნახევარფინალი თავიდან ბოლომდე ბრძოლა იყო. ფრანგები 10-6 იგებდნენ 21-ე წუთზე, მაგრამ ზედიზედ გაუშვეს ექვსი 10-12. შემდეგი აიწონა-დაიწონა მეორე ტაიმში გაიმართა: 15:15 40-ე წუთზე, ფრანგების ზედიზედ 4 გატანილი და ზედიზედ 4 გაშვებული: 19:19, 50-ე წუთზე. 56-ეზე იზაბელ გულდენს წინ გაყავს შვედეთი (22-21), მაგრამ ეს მათი ბოლო გოლია – პინოს ორი და დანსეტის დარტყმები შემდეგ საფრანგეთი ფინალში გადის: 24-22.
რიოს ოლიმპიადის შემდეგ ეს მათი მეორე ფინალია. ოლივიე კრუმჰოლცის ხელში გუნდი ისედაც გამოირჩეოდა საუკეთესო დაცვით, ხოლო ძირითად გამთამაშებლად გრეის ზაადის დაწინაურების შემდეგ შეტევაშიც უფრო მრავალფეროვნად ათამაშდა. ნახევარფინალის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო მეკარე ამანდინ ლენომ, რომელმაც თავმდაბლად განაცხადა რომ 14 დარტყმის მოგერიებაში მასზე მეტი წვლილი კარგად მოთამაშე დაცვას მიუძღვის და რომ გუნდურობა ფრანგული კულტურის ნაწილია.
ფინალისტებიდან ნორვეგიას მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთიდან სამი ფინალი აქვს მოგებული (1999, 2011, 2015), მათ შორის საფრანგეთთან, 1999 და 2011 წლებში, ხოლო ფრანგებს – ოთხიდან ერთი, 2003 წელს.
ფინალების ნახვა შეგიძლიათ აქ:
https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-champნაionship-2017—germany/
ხელბურთი. ქალთა 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი. გერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017
15 დეკემბერი. ნახევარფინალი. ჰამბურგი.
ჰოლანდია–ნორვეგია 23-32
https://www.youtube.com/watch?v=yBxJe-RXtJI&feature=youtu.be
ჰოლ: ვესტერი 7/35, იანკოვიჩი 1/5 – ვან დერ ჰაიდენი 7/5, აბინგჰი 11/4, ბროკი 6/4, სნელდერი 4/3, სმეტსი 3/3, პოლმანი 4/2, როზემალენი 2/1, მალეშტაინი 2/1, ხროტი 4/0, კრამერი 2/0, ბონტი, კნიპენბორგი, დულფერი – მწვ. ჰ. თომსენი (დან)
ნორ: ლუნდე 6/15, გრიმსბო 6/20 – მორკი 16/8, ოფტედალი 8/6, კრისტიანსენი 6/5, კურტოვიჩი 4/4, ლოკე 3/3, ბრატსეტი 3/2, ჰერემი 3/2, არნცენი 3/1, სულბერგი 1/1, სკოგრანდი, ინგსტადი – მწვ. თ. ჰერგეირსონი (ისლ)
მსაჯები: კურტაგიჩი, ვეტერვიკი (შვდ)
შვედეთი-საფრანგეთი 22-24
https://www.youtube.com/watch?v=f0v-PrAiVyA&feature=youtu.be
შვდ: იდენი 8/31, ბუნდსენი 1/1 – ჰაგმანი 13/8, რობერტსი 6/5, ვესტბერგი 11/4, გულდენი 6/2, მელეგორი 3/1, ბლომსტრანდი 3/1, სანდი 1/1, გუსტინი 1/0, ლაგერკვისტი 1/0, ტოფტ-ჰანსენი 1/0, იაკობსენი, ეკენმანი, სტრომბერგი – მწვ. ჰ. სიგნელი
საფ: ლენო 14/35 – ლაკრაბერი 11/5, დანსეტი 4/4, პინო 7/4, ლანდრი 4/3, ზაადი 4/3, ეგლონი 4/2, დემბელე 2/2, ფლიპი 1/1, ნზემინკო 1/0, ნიომბლა 1/0, ო. კანორი 2/0, ნიაკატე 1/0, უეტი, ედვიჟი – მწვ. ო. კრუმჰოლცი
მსაჯები: გარსია, მარინი (ესპ)
ფინალი. ჰამბურგი, 17 დეკემბერი
17:30 ჰოლანდია-შვედეთი (3-4), 20:30 ნორვეგია-საფრანგეთი (1-2)