ოთხივე მატჩში ფავორიტმა გაიმარჯვა  

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, რომელიც სპორტკომპლექს არენაზე გაიმართა, ქვეყნის ჩემპიონმა, თელავი იმედმა 43-26 დაამარცხა სამტრედია, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმმა 41-37 მოუგო პეგასს,  სტუ-ქარიშხალამ – წყალტუბოს, 41-26, ხოლო ქუთაისმა – გორს 44-35.

ყველაზე დაძაბული პირველი მატჩი იყო. ბათუმის კლუბმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობა გადაახალისა, პეგასმა კი მონპელიეში გაუშვა გიორგი ცხორებაძე. გუნდის მეორე ლიდერი, გიორგი დიხამინჯია 2018 წლის იანვრიდან გადადის დანიურ კლუბ სკივეში, იქამდე კი ის და გიორგი ლაპიაშვილი ძალიან დაეხმარნენ პეგასს – ამ დუეტმა ჯამში 21 გოლი გაიტანა და წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ (15-19) თბილისელებმა შესვენების შემდეგ რამდენჯერმე გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ ბათუმელებმა მაინც მოიგეს, ხოლო მათი ორი ლიდერის, ზურაბ აბრამიშვილისა და შალვა სტურუას ანგარიშზე 23 გოლი იყო. საბოლოოდ – 41-37. 

მეორე, მესამე და მეოთხე ტურები 28-30 ნოემბერს გაიმართება სპორტკომპლექს არენის მეორე დარბაზში. დეკემბერში უმაღლესი ლიგის 8 გუნდი პირველ წრეს ჩაამთავრებს. 

ჩემპიონატის ყველა მატჩის ხილვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის იუთუბის გვერდზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

1 ტური. 27 ნოემბერი, არენა 2

BSB ბათუმი – პეგასი 41-37

ბათ: ცერცვაძე – აბრამიშვილი 13, სტურუა 10, ი. თევზაძე 6, ხაჟომია 5, სურმავა 3, ქარდავა 2, გოგოლაძე 2, ყაველაშვილი, ბულბულაშვილი, თურმანიძე – მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე

პეგ: ი. დიხამინჯია – ლაპიაშვილი 11, გ.დიხამინჯია 10, ბაძაღუა 5, ზარნაძე 5, კალანდაძე 4, ქათამაძე 1, ნ. ჟვანია 1, კოხრეიძე – მწვ. კოხრეიძე, სახვაძე

იმედი თელავი – სამტრედია 43-26

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 12, გ. გიორგაძე 8, მიქავა 6, ცხვარაშვილი 4, გავაშელიშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, აბჟანდაძე 2, კორსანტია 2, ცისკარიშვილი 1, გოდელაშვილი 1, ერისთავი 1, მანჯავიძე 1  – მწვ. მეტრეველი, შარანგია, სამადაშვილი

სამ: შველიძე 1 – ძნელაძე 12, გაგუა 6, ცეცხლაძე 3, ნადირაძე 2, ხონელიძე 1, ხომერიკი 1, დ. თევზაძე, მანაგაძე – მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე

მსაჯები: ე. არაბული – ი. ჭკუასელი

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 41-26

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – მამულაშვილი 10, გ. კობახიძე 7, ჩიკვილაძე 7, თიგიშვილი 6, ასაბაშვილი 5, გურასპაული 5, ზაალიშვილი 1, ბარკალაია – მწვ. ორჯონიკიძე, ქობელაშვილი

წყ: სილაგაძე, აფხაძე, ხაჭაპურიძე – ბ. გიორგაძე 9, გ. გველესიანი 4, მეტონიძე 4, შვანგირაძე 4, მ. გველესიანი 2, ე. კუხალაშვილი 2, ჩაკვეტაძე 1- მწვ. გოგიძე, ჯანელიძე

ქუთაისი – გორი 44-35

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – კბილაშვილი 12, მერკვილაძე 6, გამზარდია 6, რუსტამოვი 5, სიმონია 5, ლომიძე 2, უ. კობახიძე 2, გოგალაძე 2, ჭელიძე 2, გრიშიკაშვილი 2 – მწვ. ბოყოჩაძე, გობეჯიშვილი, ყაველაშვილი

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ტარუაშვილი 10, ტიელიძე 7, დალაქიშვილი 5, გაგლოშვილი 3, ნიაზაშვილი 3,  ზუბიაშვილი 3, ახალბედაშვილი 3, მჭედლიშვილი 1, იაშვილი, ტურაშვილი, ზოზიაშილი, ტერუნაშვილი – მწვ. მამაცაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

———————–თ–ბ–ფ–წ——ბ—–ქ

იმედი თელავი—–1—1—0—0—43-26–2

სტუ-ქარიშხალა—-1—1—0—0—41-26–2

ქუთაისი————-1—1—0—0—44-35–2

BSB ბათუმი———1—1—0—0—41-37–2

პეგასი—————-1—0—0—1—37-41–0

გორი—————–1—0—0—1—35-44–0

წყალტუბო———–1—0—0—1—26-41–0

სამტრედია———-1—0—0—1—26-43–0

28 ნოემბერი

12:00 BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა

14:00 სამტრედია – გორი

16:00 იმედი თელავი – ქუთაისი

18:00 პეგასი – წყალტუბო

29 ნოემბერი

12:00 სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი

14:00 პეგასი – სამტრედია

16:00 იმედი თელავი – BSB ბათუმი

18:00 წყალტუბო – გორი

30 ნოემბერი

12:00 გორი – BSB ბათუმი

14:00 წყალტუბო – იმედი თელავი

16:00 პეგასი – ქუთაისი

18:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა

Leave a Reply