ქუთაისის ძნელი მოგება სამტრედიასთან
ზესტაფონის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. პირველ დღეს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაამარცხა წყალტუბოს“პრომეთე“ 56-24, ქუთაისმა მოუგო სამტრედიას, 29-28.
თუ საქართველოს ჩემპიონისა და უმაღლესი ლიგის დებიუტანტის მატჩში ძალები უთანაბრო იყო, მეორე თამაშში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. სამტრედია ბოლო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, ქუთაისი კი მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა, ახალი სეზონის წინ ქუთაისი მოძლიერდა, ხოლო სამტრედია – პირიქით, გუნდში სულ სამი გამოცდილი მოთამაშე დარჩა.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა სამტრედიელებმა სერიოზული ბრძლა გამართეს, პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც (14-13) და საბოლოოდ ქუთაისმა მინიმალური სხვაობით მოახერხა გამარჯვება.
ხვალ ზესტაფონის სპორტის სასახლეში ითამაშებენ ბათუმი-ქუთაისი და სამტრედია-წყალტუბო. ზეგ მესამე ტურია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ოთხი გუნდი (სტუ-ქარიშხალა, პეგასი, თელავის იმედი, გორი) 18-20 დეკემბერს ითამაშებს თბილისში, სპორტკომპლექს არენაში. პირველი წრის საერთო ტური იანვარში გაიმართება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო საქართველოს ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.
დღეესვე სენაკში დაიწყო 2000-01 წლებში დაბადებულ გოგონათა პირველი ტური დასავლეთის ზონაში. აჭარის გუნდმა დაამარცხა წყალტუბო 10-7, ფოთის ოქროს ვერძმა – სამტრედია 18-9.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
ზესტაფონი, 15 დეკემბერი
პრომეთე წყალტუბო – შავი ზღვის ბიჭები ბათუმი 24-56
წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – გიორგაძე 6, გველესიანი 5, მეტონიძე 4, ხელაძე 4, დარსაველიძე 3, ბენიძე 2, ბაბუნაშვილი, გოგიძე, შვანგირაძე
ბათ: ანდრიაძე, ვაშალომიძე – გრიშიკაშვილი 13, აბრამიშვილი 10, გოგოლაძე 10, წითელიშვილი 6, ქარდავა 5, კვერნაძე 4, სურმავა 3, წივწივაძე 2, გოგალაძე 2, გ. კობახიძე 1, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი
ქუთაისი – სამტრედია 29-28
ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – რუსტამოვი 7, გამზარდია 7, ჭელიძე 6, მერკვილაძე 4, მათნაძე 2, სიმონია 1, უ. კობახიძე 1, ბიბილეიშვილი 1, ალანია, ლომიძე, ჩიხლაძე
სამ: ხონელიძე – თევზაძე 12, ხაჟომია 7, სხვიტარიძე 4, ზურაბიანი 3, ცხვარაძე 1, ანტონოვიჩი 1, ნიკურაძე, ძნელაძე
მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)
ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი
16 დეკ. 14:00 ბათუმი-ქუთაისი 16:00 სამტრედია-წყალტუბო
17 დეკ. 12:00 ქუთაისი-წყალტუბო 14:00 ბათუმი-სამტრედია
18-20 დეკემბერი, თბილისი, არენა 1
18 დეკ. 14:00 პეგასი-იმედი თელავი 15:30 სტუ/ქარიშხალა-გორი
19 დეკ. 14:00 გორი-პეგასი 15:30 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა
19 დეკ. 12:30 იმედი თელავი-გორი 15:30 პეგასი – სტუ/ქარიშხალა
—
გოგონები, 2000-01. დასავლეთი, პირველი წრე, სენაკი, 15-17 დეკემბერი
15 დეკემბერი
ფოთი-სამტრედია 18-9, წყალტუბო-აჭარა 7-10
16 დეკ. 13:00 აჭარა-ფოთი 14:00 სამტრედია-წყალტუბო
17 დეკ. 13:00 აჭარა-სამტრედია 14:00 ფოთი-წყალტუბო
მსაჯები: ინა ჭკუასელი, თინა ქიტესაშვილი
აღმოსავლეთი: მამული 6 ქულა, ქარიშხალა 4, პეგასი 2, გორი 0
საერთო ტური – 16-19 იანვარს, თბილისში