ჩემპიონი ორი მოგებით დაწინაურდა

ზესტაფონის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატის ტური ხელბურთში, კაცების უმაღლეს ლიგაში.  საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ მეორე დღეს დაამარცხა ქუთაისი, 34-30, ხოლო სამტრედიამ მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს“, 52-38.

ბათუმ-ქუთაისის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა სულ ერთიი ქულა იყო ბათუმელთა სასარგებლოდ 15-14. ქუთაისმა წინადღით, ოთხქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ბოლო წუთებზე შეუბრუნა თამაში სამტრედიას და 29-28 მოუგო, თუმცა, ჩემპიონთან იგივე ვეღარ მოახერხა – ბათუმის გუნდმა მეორე გამარჯვება მოიპოვა 34-30.

შაბათს თამაშობენ ქუთაისი-წყალტუბო და ბათუმი-სამტრედია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს 4 გუნდი (სტუ-ქარიშხალა, პეგასი, იმედი, გორი) კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს გამართავს პირველ ტურს თბილისში, სპორტკომპლექს არენაში.

სენაკში  გრძელდება 2000-01 წლებში დაბადებულ გოგონათა ტური. 4 ქულით აქ ლიდერობს ფოთის ოქროს ვერძი, რომელმაც 9-7 დაამარცხა აჭარის გუნდი. წყალტუბომ მოუგო სამტრედიას, 15-11.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

ზესტაფონი, 16 დეკემბერი

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – ქუთაისი 34-30

ბათ: ანდრიაძე, ვაშალომიძე – აბრამიშვილი 9, წითელიშვილი 6, გოგოლაძე 5, გრიშიკაშვილი 4, ქარდავა 2, გ. კობახიძე 2, გოგალაძე 2, ბერძენიშვილი 1, კვერნაძე 1, წივწივაძე 1, სურმავა 1, ყაველაშვილი 

ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – გამზარდია 6, ალანია 6, სიმონია 5, მერკვილაძე 5, ჭელიძე 3, რუსტამოვი 2, ჯუღელი 2, მათნაძე 1, ჩიხლაძე, უ. კობახიძე, ბიბილეიშვილი, ლომიძე

სამტრედია – პრომეთე წყალტუბო 52-38

სამ: ხონელიძე – ზურაბიაანი 13, ხაჟომია 11, ძნელაძე 8, ნიკურაძე 6, ცხვარაძე 5, ანტონოვიჩი 3, თევზაძე 3, სხვიტარიძე 3

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – ხელაძე 15, გიორგაძე 8, ჩაკვეტაძე 5, მეტონიძე 5, დარსაველიძე 3, ბენიძე 1, გოგიძე 1, ბაბუნაშვილი, შვანგირაძე

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

ბათუმი 4 ქულა, სამტრედია 2, ქუთაისი 2, წყალტუბო 0

17 დეკ. 12:00 ქუთაისი-წყალტუბო 14:00 ბათუმი-სამტრედია

18-20 დეკემბერი, თბილისი, არენა 1

18 დეკ. 14:00 პეგასი-იმედი თელავი 15:30 სტუ/ქარიშხალა-გორი

19 დეკ. 14:00 გორი-პეგასი 15:30 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა

19 დეკ. 12:30 იმედი თელავი-გორი 15:30 პეგასი – სტუ/ქარიშხალა

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 2000-01. დასავლეთი, პირველი წრე, სენაკი

16 დეკემბერი

აჭარა-ფოთი 7-9

აჭ: ქამაშიძე 3, კომახიძე 2, ხოხბა 2, მურუსიძე 1

ფოთ: გვათუა 4, ბაბულეიშვილი 2, სურგულაძე 2, ჯგერენაია 1

სამტრედია-წყალტუბო 11-15

სამ: ფოცხვერია 6, კარტოზია 2, ჭოჭუა 2, ესაკია 1

წყ: ჯიშკარიანი 7, ლაღაძე 4, თვალოძე 1, ასათიანი 1, ნიკოლიშვილი 1, დარსაველიძე 1

15 დეკემბერი

ფოთი-სამტრედია 18-9

ფოთ: ბაბულეიშვილი 6, ჯგერენაია 6, გვათუა 4, სურგულაძე 2,

სამ: ფოცხვერია 5, ბურკაძე 1, ტყეშელაშვილი 1, კარტოზია 1, ჭოჭუა 1

წყალტუბო-აჭარა 7-10

წყ: ჯიშკარიანი 2, კეკუტია 1, თვალოძე 1, ასათიანი 1, დარსაველიძე 1, ლაღაძე 1

აჭ: ქამაშიძე 4, კომახიძე 3, საფარიძე 2, ხოხბა 1

მსაჯები: ინა ჭკუასელი, თინა ქიტესაშვილი

ფოთი 4 ქულა, აჭარა 2, წყალტუბო 2, სამტრედია 0

17 დეკ. 13:00 აჭარა-სამტრედია 14:00 ფოთი-წყალტუბო

აღმოსავლეთი: მამული 6 ქულა, ქარიშხალა 4, პეგასი 2, გორი 0

საერთო ტური –  16-19 იანვარს, თბილისში

Leave a Reply