საშინაო სეზონი ჭაბუკებმა გახსნეს
სპორტკომპლექს არენაში დაიწყო ხელბურთელთა ჭაბუთა საქართველოს ჩემპიონატი უფროს ასაკში, 2000-01 წლებში დაბადებულთა შორის. ამას მოჰყვება ქალთა და კაცთა ეროვნული ჩემპიონატების პირველი ტურები.
პირველ დღეს ამ ასაკში ბოლო სამი წლის ჩემპიონმა, თბილისის პეგასმა დაამარცხა, იმედი 2, 47-10, ხოლო ქარიშხალამ მოიგო იმედის პირველ გუნდს – 36-20. პირველ ეტაპზე გუნდები სამ რეგიონულ ზინად (თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) დაიყოფიან და 2 წრედ ითამაშებენ, ხოლო საუკეთესოები გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონსაც გამოავლენენ.
შაბათს შეჯიბრებაში ამავე ასაკის გოგონები ჩაებმებიან, 10 დეკემბერს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება, ხოლო 15 დეკემბერს – კაცების. გარდა ამისა, 2016-17 სეზონში გაიმართება ასაკობრივი ჩემპიონატები 2003-04 წლებში დაბადებულებს შორის, მრავლად იქნება სხვადასხვა შეჯიბრებები უფრო უმცროსთა შორის.
იანვარში ეროვნულ ნაკრებს აქვს ორი მატჩი ლუქსემბურგთან (4, 7 იანვარი) ამას კი მოჰყვება საქართველოს თასის გათამაშება კაცთა გუნდებს შორის.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.2016-17
ბიჭები, 2000-01. თბილისი, პირველი ტური – არენა 1
2 დეკემბერი
ქარიშხალა–იმედი 2 47-10
პეგასი – იმედი 1 36-20
3 დეკემბერი. 14:00 იმედი 1 – რუსთავი, 15:15 იმედი 2 – პეგასი
4 დეკემბერი. 14:00 ქარიშხალა-იმედი 1, 15:15 პეგასი – რუსთავი
5 დეკემბერი. 15:00 რუსთავი-იმედი 2, 16:15 ქარიშხალა-პეგასი
6 დეკემბერი. 15:00 რუსთავი-ქარიშხალა, 16:15 იმედი 2 – იმედი 1
აღმოსავლეთი, 24-25 დეკემბერს, თელავში. დასავლეთი – 21-25 დეკემბერს.
გოგონები, 2000-01. აღმოსავლეთი, პირველი ტური – არენა 1
3 დეკემბერი. 11:00 ქარიხალა-პეგასი, 12:00 მამული-გორი
4 დეკემბერი. 11:00 პეგასი-მამული, 12:00 გორი-ქარიშხალა
5 დეკემბერი. 12:00 პეგასი – გორი, 13:00მამული-ქარიშხალა
დასავლეთი – 14-17 დეკემბერს, ხელვაჩაურში. საერთო ტური – 16-19 იანვარი, თბილისი
ქალები. ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტური (აღმ) 10-12 დეკემბერი, თბილისი; (დას) 24-26 დეკემბერი
კაცები. ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტური (დას) 15-17 დეკემბერი, (აღმ) 18-20 დეკემბერი, თბილისი
კაცები. საქართველოს თასი. 18-21 იანვარი, თბილისი