პეგასი დაწინაურდა

სპორტკომპლექს არენაში გრძელდება ხელბურთელთა ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატი უფროს ასაკში, 2000-01 წლებში დაბადებულთა შორის, ხოლო დღეს დაიწყო ამავე ასაკის გოგონათა ტურნირი.

მეორე გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონმა, თბილისის პეგასმა, რომელმაც დაამარცხა იმედი 2, 51-9, ხოლო რუსთავმა მოუგო იმედის პირველ გუნდს, 36-8. თითო მოგება აქვთ რუსთავსა და ქარიშხალას.

გოგონათა ტურნირზე თბილისური გუნდების მატჩში ქარიშხალამ 20-9 მოუგო პეგასს, ხოლო მამულმა 32-3 დაამარცხა დებიუტანტი, გორის გუნდი.

ჭაბუკებში გუნდები პირველ ეტაპზე სამ რეგიონულ ზონად (თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) არიან დაყოფილები და 2 წრედ ითამაშებენ, ხოლო საუკეთესოები გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონსაც გამოავლენენ. გოგონებში ერთიანი ჩათვლა იქნება აღმოსავლეთისა და დასავლეთის (აჭარა, ფოთი, წყალტუბო, სამტრედია) გუნდებს შორის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. 2016-17

ბიჭები, 2000-01. თბილისი, პირველი ტური – არენა 1

3 დეკემბერი

იმედი 1 – რუსთავი 8-36იმედი 2 – პეგასი 9-51

2 დეკემბერი. ქარიშხალა – იმედი 2 36-20, პეგასი – იმედი 1 47-10

4 დეკემბერი. 14:00 ქარიშხალა-იმედი 1, 15:15 პეგასი – რუსთავი

5 დეკემბერი. 15:00 რუსთავი-იმედი 2, 16:15 ქარიშხალა-პეგასი

6 დეკემბერი. 15:00 რუსთავი-ქარიშხალა, 16:15 იმედი 2 – იმედი 1

აღმოსავლეთი, 24-25 დეკემბერს, თელავში. დასავლეთი – 21-25 დეკემბერს.

გოგონები, 2000-01. აღმოსავლეთი, პირველი ტური – არენა 1

3 დეკემბერი

ქარიშხალა-პეგასი 20-9, მამული-გორი 32-3

4 დეკემბერი. 11:00 პეგასი-მამული, 12:00 გორი-ქარიშხალა

5 დეკემბერი. 12:00 პეგასი – გორი, 13:00 მამული-ქარიშხალა

დასავლეთი – 14-17 დეკემბერს, ხელვაჩაურში. საერთო ტური –  16-19 იანვარი, თბილისი

ქალები. ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტური (აღმ) 10-12 დეკემბერი, თბილისი; (დას) 24-26 დეკემბერი

კაცები. ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტური (დას) 15-17 დეკემბერი, (აღმ) 18-20 დეკემბერი, თბილისი

კაცები. საქართველოს თასი. 18-21 იანვარი, თბილისი

Leave a Reply