მეოთხე ფინალისტი კვირას გაირკვევა

საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სათამაშო ერთი ტურია, მაგრამ ფინალური ოთხეულის ბოლო მონაწილე ჯერ არ გარკვეულა. დღეს ქუთაისმა 39-33 მოუგო სამტრედიას, პეგასმა კი დაამარცხა ქარიშხალა, 40-31. ორივე კონკურენტს 16-16 ქულა აქვს და პირადი მატჩებში პეგასის უპირატესობაა (38-35, 38-39), მაგრამ, შესაძლოა, გადამწყვეტი ბათუმ-სამტრედიის შედეგი გახდეს. 

ბოლო, მე-14 ტურში ქუთაისი ეთამაშება ფოთს, რომელიც ბოლო ადგილზეა და მერვეზე დარჩება კიდეც, პეგასი ხვდება სტუს და გამარჯვება სჭირდება, მაგრამ, თუ ქუთაისმა და პეგასმა მოიგეს, ხოლო სამტრედია დამარცხდა ბათუმთან, მაშინ სამი გუნდი დააგროვებს 18-18 ქულას.

ამ შემთხვევაში დაითვლება სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულები. სამტრედიამ ორჯერ დაამარცხა პეგასი (44-28, 42-38), დანარჩენ ორ წყვილში კი თანაფარდობაა: სამტრედია-ქუთაისი (45-31, 33-39), პეგასი-ქუთაისი (38-35, 38-39). შესაბამისად, სამტრედიას 6 ქულა ექნება, ქუთაისს – 4, პეგასს – 2 და ოთხეულს მიღმა პეგასი დარჩება.

ბათუმმა დღეს 47-35 მოუგო ფოთის ოქროს ვერძს და რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი გაინაღდა, რადგანაც პირადი მატჩებით სჯობს სტუ-ს (30-31, 29-21). ქვეყნს ჩემპიონმა, სტუ-მ დაამარცხა თელავის იმედი, 33-21 და, თავის მხრივ, მეორე ადგილი აქვს განაღდებული (სტუ-სამტრედია (34-31, 31-30).

მეექვსე ადგილი და უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაინაღდა ქარიშხალამ, ხოლო თელავის იმედი და ფოთის ოქროს ვერძი, რუსთვთან და წყალტუბოსთან ერთად ითამაშებენ გადასასვლელ ტურნირს, საიდანაც 2016-17 სეზონის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ გამარჯვებული მოხვდება.  

კვირას თამაშები ხელვაჩაურსა და თბილისში 11 საათიდან დაიწყება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2015-16უმაღლესი ლიგაკაცები

13 ტური, 14 მაისი. ხელვაჩაური

ოქროს ვერძი ფოთი – შავი ზღვის ბიჭები ბათუმი 35-47

ფოთ: ცერცვაძე – ალანია 10, ჟვანია 8, გამზარდია 6, ბაჯალაძე 4, შარტავა 4, კორსანტია 2, მიქაძე 1

ბათ: ანდრიაძე – აბრამიშვილი 9, ქარდავა 7, მაისაშვილი 6, სურმავა 5, მაისურაძე 4, გოგალაძე 4, ვინოგრადსკი 3, წივწივაძე 3, გ. კობახიძე 3, წითელიშვილი 2, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი

ქუთაისი – სამტრედია 39-33

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – რუსტამოვი 11, კვერნაძე 10, კბილაშვილი 6, გრიშიკაშვილი 6, ჩიხლაძე 2, მათნაძე 2, უ. კობახიძე 1, ჯუღელი 1, მერკვილაძე, მამისეიშვილი,

სამ: სამიტაშვილი, ნემსიწვერიძე – თევზაძე 10, გიორგაძე 7, ხაჟომია 7, გოგოლაძე 3, ანტონოვიჩი 3, ვ. ზურაბიანი 1, ცხვარაძე 1, ნიკურაძე 1, გეგია

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ, რუსლან პერეპელიცა (უკრ) დელეგატი: ლევან გელაშვილი

თბილისი, არენა 2

სტუ – იმედი თელავი 33-21

სტუ: ტორონჯაძე, ა. მღებრიშვილი – ორჯონიკიძე 8, ჯორბენაძე 6, ჭელიძე 6, სტურუა 5, სამიტაშვილი 3, არსენაშვილი 3, მ. კობახიძე 2, ოსიყმაშვილი, აგაჯანოვი, ბაზანოვი, ჩაკვეტაძე

იმ: ხარაიშვილი, ლორია – ყორიაული 5, ბაინაზიშვილი 4, მიქავა 3, იობაშვილი 3, სლემანოვი 2, ვალიევი 1, ნარსია 1, გოგუა 1, თ. მღებრიშვილი 1, მელაშვილი, ცისკარიშვილი, მ. მღებრიშვილი, აბაშიძე

პეგასი – ქარიშხალა 40-31

პეგ: ცინცაძე, ი. დიხამინჯია – გ. დიხამინჯია 14, ზარნაძე 7, ბაძაღუა 6, ცხოვრებაძე 5, ლაპიაშვილი 4, გოგავა 2, კაჭკაჭაშვილი 1, ბერაძე 1, აბჟანდაძე,  ბულია, ცხვარაშვილი

ქარ: ხანდოლიშვილი – ზ. ფერაძე 14, ბულბულაშვილი 7, მამულაშვილი 5, გ. ფერაძე 3,  ჭინჭარაძე 2, საჯაია, თიგიშვილი, გობეჯიშვილი

მსაჯები: ემილ აღაქიში, ერნესტ აღაქიში (აზე) დელეგატი: თამაზ თევზაძე

 

14/05   გუნდი
   თ  
   მ  
   ფ  
   წ  
გატ:გაშ
სხვ
ქულა
1   ბათუმი 13 11 0 2 451:338
+113
22
2   სტუ 13 10 0 3 432:397
+35
20
3   სამტრედია 13 9 0 4 502:428
+74
18
4   პეგასი 13 8 0 5 432:425
+7
16
5   ქუთაისი
13 8 0 5 437:439
-2
16
6   ქარიშხალა 13 3 0 10 451:515
-64 6
7   იმედი თელავი 13 1 1 11 358:416 -58 3
8   ფოთი 13 1 1 11 430:535
-105 3

 

15 მაისი, არენა 2. 11:00 იმედი თელავი – ქარიშხალა, 12:30 პეგასი – სტუ

15 მაისი, ხელვაჩაური. 11:00 ბათუმი – სამტრედია, 12:30 ფოთი – ქუთაისი

ფინალური ოთხეული: 25-26 მაისს თბილისში.

გადასასვლელი ტურნირი: იმედი, ფოთი, რუსთავი, წყალტუბო – 29-31 მაისს, თბილისში

Leave a Reply