ისრაელი იგებს, სერბეთი ფინალშია
საქართველომ მეორე მატჩიც წააგო ტურნირზე – ისრაელთან, 25-35 რაც იმას ნიშნავს რომ სერბეთმა ვადამდე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური – სერბებს 4 ქულა აქვთ და პირადი მატჩი მოგებული აქვთ საბერძნეთთან და ისრაელთან.
საქართველოს ნაკრებმა ერთადერთხელ,დასაწყისში გაათანაბრა ანგარიში, 2-2, მაგრამ იქვე გაუშვა მეტოქე წინ 2-6 და ტაიმი 10-19 წააგო. მეორე ნახევარი შედარებით თანაბარი იყო და ისრაელმა 35-25 გაიმარჯვა.
ტურნირზე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საუკეთესო მოთამაშის პრიზები ისევ მეკარეებმა მიიღეს (რვიდან 7 შემთხვევაში) – რან გუტერმანმა (ისრაელი, ზედიზედ მეორედ) და ირაკლი ხიდეშელმა.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე დღის პირველ მატჩში სერბეთის ნაკრებმა 20-17 დაამარცხა საბერძნეთი. პირველი ტაიმში ორივე გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში და სერბეთმა, ნიკოლა არსენიჩის ლიდერობით, მხოლოდ 10-8 მოიგო. მე-40 წუთზე სერბები, რომელთაც აკლდათ დისკვალიფიცირებული რაკოცია, 16-9 იგებდნენ, მაგრამ მომდევნო 5 წუთში ზედიზედ 5 გოლი მიიღეს – 16-14. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სხვაობა ისევ 2 ბურთი იყო, 18-16. არსენიჩმა გაიტანა შვიდმეტრიანი, მაგრამ ბერძენმა მორაიტისმა ისევ აღადგინა ორბურთიანი სხვაობა – 17-19, სირენამდე 3 წუთით ადრე. ბოლო წუთზე წერტილი დასვა სერბმა კლაიჩმა, 20-17. მატჩის საუკეთესო მოთმაშის პრიზი ზედიზედ მეორედ მიიღო სერბების მეკარემ მილოსავლიევმა, ბერძნებიდან საკუეთესო ასევე მეკარე, მუტოპულოსი იყო.
კვირას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დასრულდება საბერძნეთ-ისრაელისა და საქართველო-სერბეთს მატჩებით.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.
მე-6 ჯგუფი. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. 9 აპრილი
საბერძნეთი-სერბეთი 17-20
საბ: ბრაუდაკისი, მუტოპულოსი – მორაიტისი 4, კრიტიკოსი 4, არამპაძისი 3, ხარალამპიდისი 2, აპოსტოლიდისი 2, ილიოპულოსი 2, ცანაქსიდისი, ტრიანტაფილიდისი, კარაიოზოპულოსი, კარლაკატოსი, მელეტაკოსი, პაპაპულიოსი, პოლიდოროსი, თეოდოროპულოსი
სერ: მილოსავლიევი, იურაკიჩი – არსენიჩი 6, მიტიჩი 4, კლაიჩი 4, კოლაკოვიჩი 2, ბარუძიჩი 1, კურტეში 1, რატკოვიჩი 1, მარკოვიჩი 1, რანისავლევიჩი, გაჩევიჩი, რადოვანოვიჩი, სმილიანიჩი, სტოიანოვიჩი
მსაჯები: ლ. იორუმი, ჰ. კლევენი (ნორ)
ისრაელი-საქართველო 35-25
ისრ: გუტერმანი, კაპლანი, შემ ტოვი – ალმოსნინოსი 8 , ლიბგოტი 6,ჯინჯიხაშვილი 4, ავნაიმი 4, იონიში 3, პინჩასი 3, ბენ საადონი 2, ნათანი 2, ატიშკინი 2, ნოსკოვი 1, ლიფერი, შაჰაკი
საქ: ცინცაძე, ხანდოლიშვილი,ხიდეშელი – კბილაშვილი 6, ხაჟომია 5, ცხოვრებაძე 4, რუსტამოვი 4, დიხამინჯია 3, ბულბულაშვილი 1, მამულაშვილი 1, იობაშვილი 1, ზარნაძე, გიორგაძე, გოგოლაძე, ფერაძე, ტიელიძე
მსაჯები: რ. გერაეტსი, პ. გერაეტსი (ჰოლ)
დელეგატი: ა. მხითარიანი (სომ)
8 აპრილი სერბეთი-ისრაელი 35-24, საქართველო-საბერძნეთი 22-26
სერბეთი 4 ქულა – საბერძნეთი 2, ისრაელი 2, საქართველო 0
10 აპრილი. 14:00 ისრაელი-საბერძნეთი, 16:00 სერბეთი-საქართველო
ფინალურ ეტაპზე გადის 1 გუნდი